მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, Maje-ს და Sandro-ს პირველი ოფიციალური მაღაზიები გაიხსნა

news image
mbc image

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად, ბანკთან პარტნიორობით, საქართველოში ფრანგული პრემიუმ ბრენდების, Maje Paris-ისა Sandro Paris-ის პირველი ოფიციალური მაღაზიები, რუსთაველის #28-ში გაიხსნა.

საქართველოში Maje Paris-ისა და Sandro Paris-ისგან ბრენდის ექსკლუზიური წარმომადგენლის უფლებას კომპანია „Z&A G” ფლობს. ის არის „ნორკ ჯგუფის“ წევრი, რომელიც 1997 წელს დაფუძნდა. 28 წელზე მეტი უწყვეტი ზრდისა და სრულყოფილებაზე ძლიერი ორიენტაციის წყალობით, ჯგუფმა გამორჩეული ბიზნეს კულტურა ჩამოაყალიბა, დაიკავა წამყვანი პოზიცია ბაზარზე და დღეს, ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში 1,000-ზე მეტი პროფესიონალი  ჰყავს დასაქმებული.

“ნორკ ჯგუფი“ უკვე წლებია თბილისში სხვადასხვა ცნობილ ტანსაცმლის ბრენდს წარმოადგენს. ესენია: Burberry, Polo Ralph Lauren, Maje Paris, Sandro Paris და New Yorker-ის მაღაზიათა ქსელი.

„უკვე 14 წელია, რაც ქართულ ბაზარზე სხვადასხვა ცნობილი ბრენდის შემოყვანით ქართველ მომხმარებელს ვანებივრებთ. ამჯერად, საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, რუსთაველის გამზირზე, 28 ნომერში, ტანსაცმლის ფრანგული პრემიუმ ბრენდების Maje Paris-ისა და Sandro Paris-ის პირველი მაღაზიები გავხსენით, რომელიც 120 კვ.მ. ფართობს იკავებს. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, წლის ბოლომდე კიდევ ერთ იტალიურ ლუქს ბრენდს Santoni -ს შევთავაზებთ მაღალი მოდის მოყვარულებს“, – აღნიშნავს კომპანიის დირექტორი, ირაკლი მელუავა.

“საქართველოს ბანკი და “ნორკ ჯგუფი“ წლებია ვპარტნიორობთ. ამ თანამშრომლობის ფარგლებში, ერთობლივად არაერთი საინტერესო პროექტი განვახორციელეთ და არაერთი საერთაშორისო ბრენდი უკვე წარმატებით ოპერირებს. მოხარულები ვართ, რომ ჩვენი მხარდაჭერით, ორი ფრანგული პრემიუმ ბრენდი Maje Paris და Sandro Paris-ს მაღაზიები გაიხსნა. მსგავსი საერთაშორისო ბრენდების შემოსვლა ქართულ ბაზარზე ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა წარმატებები ვუსურვო გუნდს, ჩვენ კი აქტიურად ვაგრძელებთ ჩვენი პარტნიორი ბიზნესების და მათი ინიციატივების მხარდაჭერას”, - განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა, ალექსანდრე წულუკიანმა.

 

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა