მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „მეტროპოლ ორთაჭალის“ პროექტი ხორციელდება

news image
mbc image

საქართველოს ბანკი დეველოპერული სექტორის მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად, ბანკის ფინანსური პარტნიორობით კომპანია „მეტროპოლი“ თბილისში, ორთაჭალაში ახალ მრავალფუნქციურ საცხოვრებელ პროექტს - „მეტროპოლ ორთაჭალას“ აშენებს.

პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 91.5 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს, საიდანაც საქართველოს ბანკის დაფინანსება 66 მლნ. აშშ დოლარია.

„მეტროპოლ ორთაჭალა“ თბილისის ისტორიულ უბანში, დიმიტრი გულიასა და ვახტანგ გორგასალის ქუჩებს შორის მდებარეობს და თანამედროვე საცხოვრებელ კომპლექსს წარმოადგენს, რომელიც ორ 29 სართულიან შენობას გააერთიანებს. პროექტი 12,197 კვ.მ მიწის ნაკვეთზე შენდება, ხოლო მისი საერთო სამშენებლო ფართობი 117,550 კვ.მ-ია. კომპლექსში ჯამში 800 საცხოვრებელი ბინა განთავსდება.

პროექტი საცხოვრებელ სივრცეებთან ერთად მრავალფეროვან ინფრასტრუქტურასაც მოიცავს. მაცხოვრებლებისთვის მოეწყობა რეკრეაციული და გამწვანებული სივრცეები, საბავშვო და სპორტული მოედნები, პადელის მოედანი, ველო და სარბენი ბილიკები, მოსასვენებელი პავილიონები, ასევე სამდონიანი პარკინგი, საოფისე და კომერციული ფართები. კომპლექსში ხელმისაწვდომი იქნება 24/7 კონსიერჟის მომსახურება, დაცვა, საერთო სივრცეების მართვა და მოვლა, მებაღეობისა და დასუფთავების სერვისები.

მშენებლობა 2025 წლის იანვარში დაიწყო და მისი დასრულება 2028 წლის ივნისისთვის იგეგმება.

„მეტროპოლ ორთაჭალა ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტია, რომელიც თანამედროვე ურბანულ გარემოს, ფუნქციურ ინფრასტრუქტურასა და გამორჩეულ მდებარეობას აერთიანებს. გვინდოდა შეგვექმნა სივრცე, რომელიც ქალაქის ცენტრთან სიახლოვეს კომფორტულ და სრულფასოვან საცხოვრებელ გარემოს შესთავაზებდა როგორც ოჯახებს, ისე ინვესტორებს. საქართველოს ბანკთან თანამშრომლობა კი შესაძლებლობას გვაძლევს, ეს პროექტი დაგეგმილი ხარისხითა და მასშტაბით განვახორციელოთ“, - აღნიშნავს დეველოპერული კომპანია „მეტროპოლის“ გენერალური დირექტორი, გიორგი მხეიძე.

„საქართველოს ბანკი განაგრძობს იმ ბიზნესების მხარდაჭერას, რომლებიც ქალაქის ურბანულ განვითარებასა და თანამედროვე საცხოვრებელი გარემოს შექმნას უწყობენ ხელს. მოხარული ვართ, რომ „მეტროპოლ ორთაჭალის“ პროექტის ფინანსური პარტნიორები ვართ და მის განხორციელებაში აქტიურად ვმონაწილეობთ. გვჯერა, რომ ჩვენი თანამშრომლობა მომავალშიც წარმატებით გაგრძელდება და ერთობლივად კიდევ არაერთ პროექტს განვახორციელებთ“, - აღნიშნავს ირაკლი კიკალიშვილი, საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსი.

ინფორმაციისთვის, კომპანია „მეტროპოლი“ 2022 წლიდან მომხმარებლებს საცხოვრებელ და საინვესტიციო უძრავი ქონების პროექტებს სთავაზობს. საქართველოს ბანკთან პარტნიორობის ფარგლებში კომპანიამ უკვე განახორციელა და ასევე მშენებლობის პროცესშია: „მეტროპოლ ლისი“, „მეტროპოლ შინდისი“, „მეტროპოლ ბაგები“ და „მეტროპოლ ორთაჭალა“. სამომავლოდ კი კომპანია ახალ პროექტებს ნუცუბიძეზე, ჭავჭავაძეზე, აბაშიძეზე, ჭოველიძესა და დიღომში გეგმავს.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა