საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მე-20 ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო
საქართველოს ბანკი მეწარმეობის მხარდაჭერას აქტიურად განაგრძობს. ამ მიზნით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მე-20 ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო. პროგრამის ფარგლებში ინტენსიური ვორკშოპები 3, 4 და 5 აგვისტოს ქუთაისში გაიმართება.
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პარტნიორობით.
პროგრამა წარმოადგენს 360°-იან განვითარების პლატფორმას, რომელიც ქალ მეწარმეებს სთავაზობს პრაქტიკულ ცოდნას, პროფესიულ მენტორობას, გამოცდილების გაზიარებასა და ბიზნესქსელის შექმნის შესაძლებლობას.
სამდღიანი ინტენსიური პროგრამის ფარგლებში მონაწილეები დაესწრებიან პრაქტიკულ სესიებს შემდეგ თემებზე:
• ბიზნესის განვითარება;
• სოციალური მედიის მართვა;
• ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ბიზნესში;
• გაყიდვების საწყისები;
• ელექტრონული კომერცია.
„საქართველოს ბანკისთვის ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. გვიხარია, რომ პროგრამა უკვე მე-20 ნაკადს მასპინძლობს და სულ უფრო მეტ ქალ მეწარმეს აძლევს შესაძლებლობას, აიმაღლოს ცოდნა, გაიღრმავოს პრაქტიკული უნარები და განავითაროს საკუთარი ბიზნესი. პროგრამის ფარგლებში მონაწილეები ეცნობიან თანამედროვე ბიზნესისთვის მნიშვნელოვან მიმართულებებს, მათ შორის ხელოვნურ ინტელექტს, ციფრულ მარკეტინგსა და ელექტრონულ კომერციას. გვჯერა, რომ ცოდნასა და გამოცდილებაში ინვესტირება მეწარმეების წარმატების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა და საქართველოს ბანკი მომავალშიც გააგრძელებს მსგავსი ინიციატივების მხარდაჭერას“, - აცხადებს ეკატერინე ჭურაძე, საქართველოს ბანკის არაფინანსური პროდუქტების განვითარების და სუბსიდირებული პროექტების სამსახურის უფროსი.
აღსანიშნავია, რომ პროგრამის ფარგლებში დღემდე 300-ზე მეტი ქალი მეწარმეა გადამზადებული.
მე-20 ნაკადზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ საქართველოს ბანკის ვებგვერდს:
სხვა სიახლეები
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
10.08.2026.18:17
საქართველოში ოფიციალურად საფუძველი ჩაეყარა საერთაშორისო სერტიფიცირებული კომერციული Tier III მონაცემთა ცენტრის მშენებლობას, რომელიც მსოფლიოში მონაცემთა ცენტრების ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ აღიარებული სტანდარტია. ის მაღალსაიმედოა ბიზნესისთვის, ბანკებისთვის, სახელმწიფო უწყებებისა და სხვა ორგანიზაციებისთვის, რომელთა საქმიანობა უწყვეტ ციფრულ სერვისებზეა დამოკიდებული.
მონაცემთა ცენტრი (DATA CENTER) ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს 24/7 რეჟიმში შესთავაზებს უწყვეტ მომსახურებას და მისცემს შესაძლებლობას კორპორაციული მონაცემები საქართველოში შეინახონ ისევე უსაფრთხოდ და საიმედოდ, როგორც მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებშია ხელმისაწვდომი.
მონაცემთა ცენტრს განავითარებს სილქნეტი, ხოლო მის ოპერირებას უზრუნველყოფს სილქნეტის შვილობილი კომპანია Silk Cloud-ი, რომელიც ღრუბლოვანი და მართული IT სერვისების მიმართულებით საქმიანობს. მონაცემთა ცენტრი იქნება 2 მეგავატი სიმძლავრის მაღალმედეგი ინფრასტრუქტურის მქონე, რომელიც საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მოემსახურება ღრუბლოვან გამოთვლებს (Cloud Computing), ხელოვნური ინტელექტის (AI) დატვირთვებსა და სხვა კორპორაციულ სერვისებს.
პროექტის პარტნიორები არიან საერთაშორისოდ აღიარებული კომპანიები, რომელთაგან რამდენიმეს სილქნეტთან მრავალწლიანი თანამშრომლობა აკავშირებს. ამ პროექტის სტრატეგიული პარტნიორია Orange, რომლის ჩართულობაც 2024 წელს სილქნეტსა და Orange Alliance-ს შორის გაფორმებული თანამშრომლობის გაგრძელებაა. აღნიშნული ურთიერთობის ერთ-ერთ მთავარ ფოკუსს წარმოადგენს B2B ICT სერვისების განვითარება საქართველოში (კერძოდ სილქნეტში), ხოლო მონაცემთა ცენტრი ამ მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტია. შეთანხმების ფარგლებში, პარტნიორთა შერჩევისა და პროექტის ზედამხედველობის პროცესს ევროპული სატელეკომუნიკაციო ლიდერის, Orange Polska-ს შვილობილი კომპანია Integrated Solutions ხელმძღვანელობს.
ასევე პროექტში ჩართულები არიან სილქნეტის პარტნიორები -საერთაშორისოდ აღიარებული კომპანიები: BCG, Atos, Coteccons Construction – EPC, Huawei Technologies.
ახალი მონაცემთა ცენტრის ფუნდამენტია სილქნეტის სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურა - 4 000 კილომეტრზე მეტი ოპტიკური ქსელი, რომელსაც საერთაშორისო კავშირები აქვს სომხეთთან, აზერბაიჯანთან და თურქეთთან, ხოლო მათი მეშვეობით - ევროპასთან, ახლო აღმოსავლეთსა და აზიასთან.
პირველი სერტიფიცირებული მონაცემთა ცენტრი 2027 წელს ამოქმედდება. პროექტი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საქართველოს ციფრული ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით. ის ხელს შეუწყობს ქვეყნის, როგორც რეგიონული ციფრული ჰაბის, პოზიციის გაძლიერებას, მონაცემთა სუვერენულობისა და ციფრული მდგრადობის უზრუნველყოფას, რაც საქართველოს უფრო მიმზიდველს გახდის საერთაშორისო ბიზნესისთვის.