მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა

news image
mbc image

საქართველოს ბანკი ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერას და რეგიონებში ბიზნესის განვითარებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას აქტიურად აგრძელებს. სწორედ ამ მიზნით, 3, 4 და 5 აგვისტოს ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მე-20 ნაკადი გაიმართა.

პროგრამა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP),  შვედეთის მთავრობის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა (EBRD) და საქართველოს ბანკი ბიზნესის ხელშეწყობით ხორციელდება.

პროგრამის ფარგლებში ქალ მეწარმეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ვორკშოპებში ჩართულიყვნენ, ექსპერტებისგან პრაქტიკული რჩევები მიეღოთ, ემსჯელათ საკუთარი ბიზნესების გამოწვევებზე და მიღებული ცოდნა რეალურ ბიზნესქეისებზე მუშაობისას გამოეცადათ.

მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში მონაწილეები სპეციალურად შემუშავებულ სასწავლო კურსს გადიან და ინტენსიურ ტრენინგებსა და ვორკშოპებში მონაწილეობენ. მათ ასევე აქვთ წვდომა დამატებით საგანმანათლებლო რესურსებსა და საინფორმაციო შეხვედრებზე, იღებენ პრაქტიკულ რჩევებს ბიზნესის განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე და შესაძლებლობა აქვთ, საკუთარი ბიზნესიდეები ექსპერტებთან ერთად განავითარონ. 

„საქართველოს ბანკისთვის ქალთა ეკონომიკური გაძლიერება და მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ქალ მეწარმეებს რეგიონებშიც ჰქონდეთ შესაძლებლობა, მიიღონ ბიზნესის განვითარებისთვის საჭირო ცოდნა, პრაქტიკული გამოცდილება და ახალი კავშირები. სწორედ ამიტომ, მოხარული ვართ, რომ მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ამჯერად ქუთაისში გაიმართა. გვჯერა, რომ მსგავსი შესაძლებლობები ქალ მეწარმეებს საკუთარი ბიზნესების გაძლიერებასა და ახალი იდეების რეალიზებაში დაეხმარება“, - აცხადებენ საქართველოს ბანკში.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა