მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7172
-0.0088
flag
AZN 1.5298
-0.0007
flag
CNY 38.855
0.0037
flag
EUR 2.9154
0.0054
flag
GBP 3.4415
0.0073
flag
KZT 57.3
-0.0048
flag
TRY 0.0527
-0.0002
flag
USD 2.6005
-0.0014
news banner

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ „თუმო ქუთაისი“ გახსნეს

news image
mbc image

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ქუთაისის ინოვაციური საგანმანათლებლო ცენტრი „თუმო ქუთასი“ ოფიციალურად გაიხსნა. ცენტრმა მოსწავლეების პირველი ნაკადი უკვე მიიღო. პირველ ეტაპზე, ცენტრში ტექნოლოგიურ განათლებას სრული დაფინანსებით 600 მოსწავლე იღებს.

თუმო ქუთაისი 12-18 წლის მოზარდებისთვის განკუთვნილი სივრცეა თვითმართვადი სწავლების მიდგომით, სადაც მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ, აღმოაჩინონ საკუთარი ინტერესები, განივითარონ ციფრული და შემოქმედებითი უნარები და იმუშაონ რეალურ პროექტებზე. ცენტრის უნიკალური სასწავლო მოდელი აერთიანებს ინტერაქტიულ თვითსწავლის მოდულებს, პრაქტიკულ სემინარებსა და ლაბორატორიებს. მოზარდებს შესაძლებლობა აქვთ, საკუთარი ინტერესების შესაბამისად შეისწავლონ პროგრამირება, რობოტიკა, გრაფიკული დიზაინი, ანიმაცია, თამაშების შექმნა, მუსიკა, 3D მოდელირება და სხვა მიმართულებები.

პროექტი საქართველოს ბანკის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) პარტნიორობით ხორციელდება. მისი მიზანია, ხელი შეუწყოს ქვეყანაში ციფრული განათლების განვითარებას, ინოვაციური ეკოსისტემის გაძლიერებასა და მომავლისთვის საჭირო უნარების მქონე კადრების მომზადებას.

„საქართველოს ბანკისთვის განათლება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ჩვენ არაერთი წელია, ვახორციელებთ და მხარს ვუჭერთ 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს, რომლებიც ახალგაზრდებს ცოდნის მიღებისა და საკუთარი პოტენციალის რეალიზების შესაძლებლობას აძლევს. თუმოს ქუთაისში გახსნით კი, ვქმნით კიდევ ერთ სივრცეს, სადაც ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ, აღმოაჩინონ საკუთარი ინტერესები, იფიქრონ ახალ იდეებზე და განივითარონ ის უნარები, რომლებიც მომავალში გამოადგებათ. გვჯერა, რომ ეს ცენტრი ბევრი ახალგაზრდისთვის მნიშვნელოვანი ინიციატივების განხორციელების ადგილად იქცევა“, - აცხადებს არჩილ გაჩეჩილაძე, საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი.

საქართველოს ბანკი 500 000-ზე მეტი ადამიანისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობებს. პროექტებს შორისაა STEM სკოლა, რეგიონების სკოლებში თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცეების, იდეათეკების მოწყობა, მოსწავლეების, სტუდენტებისა და პროფესიული განათლების მსურველებისთვის განკუთვნილი სტიპენდიები და სხვა ინიციატივები. ბანკის მიზანია, ხელი შეუწყოს ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობას და ახალგაზრდებს მისცეს შესაძლებლობა, განივითარონ მომავლისთვის საჭირო ცოდნა და უნარები.

თუმოს ისტორია 2011 წელს ერევანში დაიწყო. დღეს ცენტრები მსოფლიოს 10-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი, მათ შორის საფრანგეთში, გერმანიაში, პორტუგალიასა და ალბანეთში.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image „თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა

09.10.2026.18:16

„თეგეტა“ სომხეთის სასკოლო ტრანსპორტის განვითარებაში ერთვება. ჰოლდინგის ჯგუფში შემავალმა კომპანიამ Premium Machinery Armenia-მ (PMA) სომხეთის რესპუბლიკას, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, ხუთი ახალი სასკოლო ავტობუსი უკვე მიაწოდა. საპილოტე პროგრამა ახალაშენებულ სასკოლო დაწესებულებებში მოსწავლეების უსაფრთხო და კომფორტულ ტრანსპორტირებას ისახავს მიზნად.

ახალი სასკოლო ავტობუსების ოფიციალური პრეზენტაცია ერევანში, რესპუბლიკის მოედანზე გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში, ავტობუსების მონაცემებსა და უსაფრთხოების სტანდარტებს გაეცნო სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად. პროგრამა სომხეთში ხარისხიანი საგანმანათლებლო მომსახურების ხელმისაწვდომობის გაზრდის ინიციატივის ნაწილია, რომელშიც „თეგეტა ჰოლდინგი“ სახელმწიფო და მუნიციპალურ სატრანსპორტო პროექტებში დაგროვილი გამოცდილებით მონაწილეობს.

ბექა ბერიძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ სატვირთო, კომერციული და ავტობუსების მიმართულების ხელმძღვანელი: „სატრანსპორტო პროექტებში ჩვენი მთავარი პრიორიტეტი ყოველთვის არის უსაფრთხოება, საიმედოობა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობა. განსაკუთრებით მაღალია ეს პასუხისმგებლობა მაშინ, როდესაც საქმე ბავშვების ტრანსპორტირებას ეხება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი პროექტების ფარგლებში მომხმარებელს მხოლოდ სატრანსპორტო საშუალება კი არ შევთავაზოთ, არამედ უზრუნველვყოთ ის გამოცდილება და სერვისი, რომელიც ტრანსპორტის უსაფრთხო და ეფექტიან ექსპლუატაციას სჭირდება. სომხეთში სასკოლო ტრანსპორტის მიმართულების განვითარება ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა და მოხარული ვართ, რომ ამ პროცესში ჩვენი გამოცდილებით ვმონაწილეობთ“.

საპილოტე პროექტის ფარგლებში, Premium Machinery Armenia-ს მიერ მიწოდებული ავტობუსები ხუთი დასახლების მოსწავლეებს მოემსახურება - ჯამში, 103 ბავშვის უსაფრთხო და რეგულარულ გადაადგილებას უზრუნველყოფს. Premium Machinery Armenia-მ საპილოტე პროგრამისთვის ავტობუსები თანამედროვე, უსაფრთხოების ევროპული სტანდარტების შესაბამისი მოთხოვნების გათვალისწინებით შეარჩია. 

გრიგოლ ბაიბურთი, Premium Machinery Armenia-ს დირექტორი: „ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ეს პროექტი მხოლოდ ავტობუსების მიწოდებას არ გულისხმობს და უფრო ფართო მიზანს, ბავშვების უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას ემსახურება. საპილოტე ეტაპზე ხუთი ავტობუსი ხუთ სხვადასხვა დასახლებაში ბავშვების ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს. მოხარული ვარ, რომ Premium Machinery Armenia-ს გუნდს ამ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში საკუთარი გამოცდილების შეტანის შესაძლებლობა აქვს. ჩვენთვის ეს კიდევ ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება კერძო სექტორის ცოდნა სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტებს მოხმარდეს“.

პირველი ხუთი ავტობუსის მიწოდება საპილოტე ეტაპია. პროექტის შედეგების გათვალისწინებით, სამომავლოდ სომხეთის მიერ დაახლოებით 100 სასკოლო ავტობუსის შეძენის შესაძლებლობაც განიხილება. ამ მიმართულებით Premium Machinery Armenia აქტიურად თანამშრომლობს შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან, მათ შორის განათლების, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მიმართულებების წარმომადგენლებთან.

Premium Machinery Armenia სომხეთში 2019 წლიდან ოპერირებს და მისი გამოცდილება, კერძო სექტორთან თანამშრომლობასთან ერთად, სახელმწიფო და მუნიციპალურ პროექტებში ჩართულობას მოიცავს. კომპანიას მონაწილეობა აქვს მიღებული ერევნის მუნიციპალურ სატრანსპორტო პროექტშიც - 2022 წელს „თეგეტამ“ სომხეთის დედაქალაქს გერმანული ბრენდის, MAN-ის 87 ერთეული ავტობუსი მიაწოდა. Premium Machinery Armenia ბაზარს სატვირთო, სამშენებლო და სპეციალურ ტექნიკას აწვდის და ექსკლუზიურად წარმოადგენს მსოფლიოს წამყვან ბრენდებს.

სასკოლო ტრანსპორტის პროექტში მონაწილეობა Premium Machinery Armenia-სთვის სომხეთის ბაზარზე სატრანსპორტო მიმართულების განვითარების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი და, ამასთანავე, საპასუხისმგებლო ეტაპია. კომპანიის განცხადებით, სახელმწიფო და მუნიციპალურ პროექტებში დაგროვილი გამოცდილება მას შესაძლებლობას აძლევს, სომხეთის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებაში მონაწილეობა განაგრძოს და სხვადასხვა სექტორს მათ საჭიროებებზე მორგებული გადაწყვეტილებები შესთავაზოს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა