საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, Spotlight X გაიმართება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 14 ივნისს თბილისში, სასტუმრო „ტელეგრაფში“, გაიმართება Spotlight X — ღონისძიება, რომელიც მარკეტინგის, ბიზნესისა და ტექნოლოგიების სფეროს წარმომადგენლებს გააერთიანებს.
ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, მოუსმინონ სპიკერებს ტექნოლოგიების, კრიპტო ეკოსისტემის, კონტენტის, კულინარიის, გეიმინგის და სხვა მრავალი ინდუსტრიიდან. მათ შორის, დავით ღვედაშვილი, საქართველოს ბანკის Digital Cluster Product Owner ბანკის ციფრული განვითარების გამოცდილებაზე ისაუბრებს.
ღონისძიება მოიცავს როგორც საჯარო გამოსვლებსა და პანელურ დისკუსიებს, ასევე პრაქტიკულ სესიებს. საქართველოს ბანკის მიერ ორგანიზებული სპეციალური ვორკშოპი ინვესტიციებისა და კრიპტო აქტივების თემატიკას დაეთმობა. სესიის ფარგლებში, გიორგი გურგენიძე, საქართველოს ბანკის Digital Product Owner, მონაწილეებს გააცნობს საინვესტიციო ბაზრის ძირითად პრინციპებს, აქციებისა და კრიპტო აქტივებით ინვესტირების შესაძლებლობებს მობილბანკის საშუალებით. ვორკშოპის მონაწილეები საქართველოს ბანკისგან სიმბოლურ საჩუქარს მიიღებენ.
ღონისძიებაზე დასასწრებად საქართველოს ბანკის Visa ბარათის მფლობელებისთვის გათვალისწინებულია 15%-იანი ფასდაკლება.
Spotlight X-ის წარმდგენია საქართველოს ბანკი
ღონისძიების მასპინძელია The Telegraph Hotel
გენერალური პარტნიორი: Betsson
პლატინის სპონსორები: Visa, Tegeta
ოქროს სპონსორები: Smartsoft, თეთრი კვადრატი
პარტნიორები: Aversi, Upgaming, Self.HR, Jacobs, Silknet, BDO Digital, Redbull, საქართველოს უნივერსიტეტი, Silk Rewards, Signall.ge, National Geographic, Render Group, Ton, biletebi.ge
ღონისძიების შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს:
სხვა სიახლეები
საქართველოს ბანკს EBRD-ისგან განახლებადი ჰიდროენერგიის მიმართულებით წლის მწვანე ვაჭრობის განვითარების კატეგორიის ჯილდო გადაეცა
08.06.2026.18:13
საქართველოს ბანკს, ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკისგან (EBRD) წლის მწვანე ვაჭრობის განვითარებისთვის ჯილდო გადაეცა, განახლებადი ჰიდროენერგიის კატეგორიაში, განახლებადი ენერგიის პროექტის დაფინანსებისა და საჭირო აღჭურვილობის იმპორტის ფინანსირების პროცესში შეტანილი წვლილისათვის.
EBRD-ის “წლის მწვანე შეთანხმების” ჯილდო ისეთი ბანკების გამოვლენას ემსახურება, რომლებიც გამორჩეულ როლს ასრულებენ მწვანე ეკონომიკაზე გადასვლის პროცესში. ამასთან, გამორჩეული წვლილი შეაქვთ ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის საოპერაციო რეგიონებში მწვანე ტექნოლოგიებითა და მდგრადი მასალებით ვაჭრობაში.
“საქართველოს ბანკისთვის, როგორც მწვანე დაფინანსების მიმართულებით საქართველოში წამყვანი ფინანსური ინსტიტუტისთვის, განახლებადი ენერგიის პროექტების განვითარება და მდგრადი ვაჭრობის ხელშეწყობა ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიული პრიორიტეტია. აღნიშნული აღიარება კიდევ უფრო ამყარებს ჩვენს მიზანს, მდგრადი ფინანსირების და ვაჭრობის დაფინანსების გზით შევქმნათ გრძელვადიანი ღირებულება ჩვენი მომხმარებლებისთვის, ეკონომიკისთვის და გარემოსთვის. ჩვენ ვაგრძელებთ EBRD-თან მჭიდრო თანამშრომლობას და ახალი მწვანე ინიციატივების განხორციელებას”, - აღნიშნავენ საქართველოს ბანკში.
მდგრადი ფინანსური ინიციატივებისა და საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან პარტნიორობის ფარგლებში, საქართველოს ბანკი აგრძელებს ისეთი პროექტების მხარდაჭერას, რომლებიც საქართველოში გარემოსდაცვით მდგრადობას, განახლებადი ენერგიის განვითარებასა და მწვანე ტექნოლოგიების წინსვლას უწყობენ ხელს.