მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ტექნოლოგიური ღონისძიება Touch Summit 2025 გაიმართება

news image
mbc image

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია, ინოვაციების, სტარტაპ ეკოსისტემისა და ტექნოლოგიური განათლების მხარდაჭერას აქტიურად აგრძელებს. ბანკის პარტნიორობით, 5–6 დეკემბერს რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური ღონისძიება - Touch Summit 2025 გაიმართება.

ღონისძიების მიზანია საქართველოსა და კავკასიის რეგიონში ახალი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება და ადგილობრივი პროფესიონალებისა და სტარტაპ ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობა.  ის სტარტაპერებს, ინოვატორებს, დიზაინერებსა და ლიდერებს აერთიანებს, რომლებიც კავკასიის რეგიონსა და მის ფარგლებს გარეთ ქმნიან ცვლილებებს.

Touch Summit საქართველოში მერვედ ტარდება. წლევანდელი სამიტის მთავარი თემაა: SPARKLE THE CHANGE და მის ფარგლებში დაგეგმილია Keynote სესიები, პანელური დისკუსიები, ვორქშოფები, სტარტაპ ექსპო, Pitch Competition, ნეთვორქინგ სესიები და სხვა.

ღონისძიებას 1000-ზე მეტი დელეგატი და 10 ქვეყნიდან 60-ზე მეტი სპიკერი  დაესწრება. სპიკერებს შორის არიან წამყვანი სპეციალისტები, ისეთი კომპანიებიდან როგორიცაა: META, NVIDIA, Google MENA, Miro & Pygma, Future & Innovation,Taikonauten, The Point Labs, LePub და სხვა. 

Touch Summit-ის ბილეთების შეძენა შესაძლებელია მხოლოდ ოფიციალურ ვებგვერდზე.

ინფორმაციისთვის, სამიტზე დასასწრები ბილეთის საქართველოს ბანკის PLUS ბარათით შეძენისას 15%-იან,ხოლო SOLO ბარათით 20%- იან ქეშბექს მიიღებთ. 

ღონისძიების შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.

 

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა