მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, თსუ-ს სტუდენტები ფილიპ ჯესაპის სახელობის საერთაშორისო სამართლის იმიტირებულ პროცესში მონაწილეობდნენ

news image
mbc image

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა ფილიპ ჯესაპის სახელობის საერთაშორისო სამართლის იმიტირებულ პროცესში მიიღეს მონაწილეობა.

ფილიპ ჯესაპის საერთაშორისო სამართლის იმიტირებული პროცესი მსოფლიოში უდიდესი იმიტირებული სასამართლო შეჯიბრია სამართლის სტუდენტებისთვის, რომელშიც 100-ზე მეტი ქვეყნის 800-ზე მეტი ახალგაზრდა მონაწილეობს. ყოველწლიურად, მონაწილე ქვეყნები ეროვნულ შეჯიბრებებს ატარებენ, რომელთა გამარჯვებულებიც ვაშინგტონში, კოლუმბიის ოლქში გამართულ საერთაშორისო რაუნდში ასპარეზობენ. 

წელს, საქართველოს მასშტაბით, ეროვნული რაუნდის გამარჯვებული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი გახდა, რომელმაც ეროვნულ შეჯიბრზე ყველა ნომინაციაში გაიმარჯვა, როგორც საუკეთესო წერითი ნამუშევრების (მემორიალების), ასევე საუკეთესო სპიკერების მიმართულებით. 

საქართველოს სახელით საერთაშორისო შეჯიბრზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა: ელენე-ეკატერინე დვალიძემ, შალვა ხიზანიშვილმა, ელენე კაკულიამ, თამარ კალანდიამ და ნუცა ნადაშვილმა იასპარეზეს. გუნდს მენტორობას უწევდა საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის მოწვეული ლექტორი - ვეკო დოდაშვილი.

წელს საერთაშორისო ტურში თსუ-ს გუნდმა ისეთ უნივერსიტეტებთან იასპარეზა, როგორებიცაა: კორნელის უნივერსიტეტი (აშშ), ჩარლზის უნივერსიტეტი (ჩეხეთი), მექსიკის და კენიის უნივერსიტეტები. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდის წერილობითმა ნაშრომებმა კი საერთო რეიტინგის მიხედვით, საერთაშორისო ტურში მოასპარეზე 152 გუნდს შორის მე-40 ადგილი დაიკავა.

ფილიპ ჯესაპის საერთაშორისო სამართლის იმიტირებულ პროცესში მონაწილეობისთვის გუნდი 7 თვის განმავლობაში ემზადებოდა. ისინი დაეუფლნენ სამართლებრივი ანალიზის, აკადემიური წერის, სასამართლოს წინაშე ზეპირი გამოსვლის უნარებს. პროცესი მოიცავდა კომპლექსური საერთაშორისო სამართლებრივი საკითხების და გამოწვევების მოკვლევას და ანალიზს, ისევე  ზეპირსიტყვიერ პრეზენტაციას ინგლისურ ენაზე. 

ინფორმაციისთვის, ახალგაზრდების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს ბანკის CSR მიმართულებისთვის უკვე 5 წელზე მეტია განათლება პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ბანკი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს, რითაც 500 000-ზე მეტი მოსწავლისთვის, სტუდენტისა და ახალგაზრდა პროფესიონალისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობას. ბანკის CSR მიმართულების პორტფელი მოიცავს ისეთ საგანმანათლებლო პროექტებს, როგორებიც არის: საქართველოს ბანკის სტიპენდიები; გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია; დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და გერმანიაში სწავლის სრული დაფინანსება; იდეათეკები – საქართველოს ბანკის ბიბლიოთეკების პროექტი; საქართველოს ბანკისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი – STEM სკოლა; საქართველოს ბანკის ოლიმპიადები მოსწავლეებისთვის: STEM ოლიმპიადა, ეკონომიკის ოლიმპიადა, Kings-ის ფინანსური განათლების ოლიმპიადა, ევერესტი. ამასთან, საჯარო მეტყველების კონკურსი, და სხვა.

საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს csr.bog.ge

 

 

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა