საქართველოს ბანკის მობილბანკის გათამაშება დაიწყო - საპრიზო ფონდია 150 000 ლარი
საქართველოს ბანკმა მობილბანკში ახალი გათამაშება დაიწყო, რომლის საპრიზო ფონდი 150 000 ლარს შეადგენს. გათამაშება 27 ივლისიდან დაიწყო და ორი თვე გაგრძელდება. მასში მონაწილეობის მიღება ყველა მომხმარებელს შეუძლია.
თამაშდება სამი მთავარი ფულადი პრიზი. პირველ ადგილზე გასული მომხმარებელი 80 000 ლარს, მეორე - 50 000 ლარს, ხოლო მესამე 20 000 ლარს მიიღებს. გარდა ამისა, კამპანიის განმავლობაში გათვალისწინებულია არაერთი დამატებითი საჩუქრებიც, მათ შორის PLUS ქულები, ფულადი პრიზები და სხვა.
გათამაშებაში ჩასართავად მომხმარებელი კამპანიის პერიოდში ერთხელ მაინც უნდა შევიდეს საქართველოს ბანკის მობილბანკში. პირველივე შესვლისას ის საჩუქრად მიიღებს ერთ ბილეთს და ავტომატურად გახდება გათამაშების მონაწილე.
გათამაშების ფინალში გამარჯვების შანსი დაგროვებული ბილეთების რაოდენობაზეა დამოკიდებული - რაც მეტი ბილეთი აქვს მომხმარებელს, მით უფრო იზრდება მისი გამარჯვების შანსი.
როგორ გროვდება ბილეთები?
კამპანიის ფარგლებში ბილეთების დაგროვება რამდენიმე გზით არის შესაძლებელი.
ყველაზე მარტივი გზა მობილბანკში ყოველდღიური ოპერაციების შესრულებაა. ნებისმიერი გადახდა, გადარიცხვა მომხმარებელს აძლევს საჩუქრის ყუთს, რომლის გახსნის შემდეგ ის მიიღებს ფინალური გათამაშების ერთ გარანტირებულ ბილეთს. ზოგიერთ შემთხვევაში ყუთში, ბილეთთან ერთად, შეიძლება დახვდეს მომენტალური პრიზიც - PLUS ქულები ან გათამაშების 500 ბილეთი.
ბილეთის მისაღებად აუცილებელია, მომხმარებელმა საჩუქრის ყუთი გახსნას.
როგორ მივიღოთ მეტი ბილეთი?
ბილეთების სწრაფად დაგროვების მეორე ეფექტური გზა სკივრია.
სკივრის გასახსნელად საჭიროა 5 გასაღების შეგროვება, ხოლო თითოეული გასაღები მარტივი მისიის შესრულებით მიიღება. მისიებს შორისაა:
• კომუნალურის, ინტერნეტის ან ტელევიზიის გადასახადის გადახდა;
• მობილურის ბალანსის შევსება;
• ვალუტის კონვერტაცია;
• გადახდის ან გადარიცხვის შაბლონის შექმნა;
• ავტომატური გადახდის ან გადარიცხვის დავალების შექმნა;
• სხვა ბანკიდან თანხის გადმოტანა;
• თანხის მოთხოვნის ან თანხის გაყოფის ფუნქციის გამოყენება;
• ტრანზაქციების შესრულება შაბლონის ან ავტომატური დავალების გამოყენებით.
სკივრის გახსნისას მომხმარებელი გარანტირებულად მიიღებს 50 ფინალური გათამაშების ბილეთს, ხოლო შემთხვევითობის პრინციპით შესაძლოა დამატებით მიიღოს ფულადი პრიზი - 2 000 ლარამდე ან 1000 ბილეთი.
ფინალური გათამაშების ბილეთების დაგროვება შესაძლებელია საბარათე გადახდებითაც. კამპანიის პერიოდში Visa, Mastercard-ისა და American Express-ის სადებეტო ბარათით შესრულებული მინიმუმ 10-ლარიანი ერთჯერადი გადახდა მომხმარებელს დამატებით ერთ ბილეთს აძლევს. საბარათე ტრანზაქციებით შესაძლებელია დღეში 5 ბილეთის დაგროვება. გათამაშებაში ჩასართავად საჭიროა მობილბანკის განახლება და მასში შესვლა.
ჩაერთე მობილბანკის გათამაშებაში, გაიგე მეტი.
სხვა სიახლეები
საქართველოს ბანკის განათლების პროგრამებზე მიღება დაიწყო - აღმოაჩინე შენზე მორგებული შესაძლებლობები
12.10.2026.17:19
თანამედროვე სამყაროში ცოდნისა და ახალი უნარების განვითარება სულ უფრო მეტ შესაძლებლობას ქმნის. საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, ხელს უწყობს ახალგაზრდებისთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდას, ტექნოლოგიური და პროფესიული უნარების განვითარებას და ახალი შესაძლებლობების აღმოჩენას. ამ მიზნით, ბანკი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს.
საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო ინიციატივები მოიცავს როგორც აკადემიურ და საერთაშორისო განათლებას, ისე თანამედროვე ტექნოლოგიების, ხელოვნური ინტელექტისა და სხვადასხვა პროფესიული მიმართულების შესწავლის შესაძლებლობებს. პროგრამები განკუთვნილია მოსწავლეებისთვის, სტუდენტებისა და ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის, ასევე მათთვის, ვისაც ახალი ცოდნის მიღება, პროფესიული განვითარება ან კარიერული მიმართულების შეცვლა სურს.
საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო პროგრამებზე მიღება დაიწყო - აღმოაჩინე შენზე მორგებული შესაძლებლობები:
საქართველოს ბანკის სტიპენდიები ადგილობრივ უნივერსიტეტებში
საქართველოს ბანკი ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის 23 პარტნიორ უნივერსიტეტში სასტიპენდიო პროგრამას ახორციელებს. პროგრამის ფარგლებში ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ სწავლის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება პროგრამაზე რეგისტრაცია დაიწყო. პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციისა და განაცხადის პირობების გასაცნობად ეწვიეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიების გვერდს.
გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია მომავალი არქიტექტორებისთვის
საქართველოს ბანკის სათავო ოფისის ავტორის, გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია არქიტექტურისა და მასთან დაკავშირებული სფეროების სტუდენტებს პროფესიული განვითარების შესაძლებლობას აძლევს. ოთხ პარტნიორ უნივერსიტეტში სტუდენტებს სწავლის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსების მიღება შეუძლიათ.
პროგრამაზე რეგისტრაცია უკვე დაიწყო. დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს.
AI სტიპენდია გოგოებისთვის
ხელოვნური ინტელექტის განვითარებასთან ერთად, საქართველოს ბანკმა პარტნიორ ორგანიზაციებთან და აკადემიებთან ერთად გოგოებისთვის სპეციალური AI სტიპენდია შექმნა. პროგრამა მონაწილეებს მომავლის ტექნოლოგიების შესწავლას და ახალი პროფესიული შესაძლებლობების შექმნას სთავაზობს. პროგრამაზე რეგისტრაცია დაიწყო, დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს.
სტიპენდია პროფესიულ აკადემიებში - ახალი უნარებისა და შესაძლებლობებისთვის
იმ ადამიანებისთვის კი, რომლებსაც პროფესიის შეცვლა, ახალი უნარების შეძენა ან კვალიფიკაციის ამაღლება სურთ, საქართველოს ბანკი პროფესიული განათლების სასტიპენდიო პროგრამას ახორციელებს და საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს აძლევს შესაძლებლობას, სრული დაფინანსებით შეისწავლონ ახალი პროფესიები 20-მდე პარტნიორ აკადემიაში. პროგრამაში მონაწილეობის მსურველთათვის რეგისტრაცია მალე დაიწყება. დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ პროგრამის გვერდს.
საქართველოს ბანკის სტიპენდია მოსწავლეებისთვის პროფესიულ აკადემიებში - შეისწავლეთ თქვენთვის საინტერესო მიმართულება უფასოდ
პროფესიულ აკადემიებში სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში, საქართველოს ბანკი სკოლის მოსწავლეებსაც აძლევს შესაძლებლობას, დაეუფლონ მათთვის საინტერესო პროფესიებსა და ახალ უნარებს. ინიციატივის ფარგლებში, მოსწავლეებს შეუძლიათ აირჩიონ სასურველი კურსი ბანკის პარტნიორ აკადემიებში და მიიღონ სწავლის საფასურის 100%-იანი დაფინანსება. მიმართულებები მოიცავს ვებპროგრამირებას, გრაფიკულ და UI/UX დიზაინს, IT პროექტების მართვას, პროგრამირების საფუძვლებს, ხელოვნურ ინტელექტსა და სხვა საინტერესო სფეროებს. დეტალური ინფორმაციისა და განაცხადის შესავსებად ეწვიეთ ვებგვერდს.
TUMO ქუთაისი - ტექნოლოგიებით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ქუთაისში TUMO-ს ცენტრი გაიხსნა, რომელიც 12-18 წლის ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ ცოდნა ტექნოლოგიებისა და კრეატიული ინდუსტრიის მიმართულებით, 11 კურსიდან ერთ-ერთზე. ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ, დაეუფლონ პროგრამირებას, რობოტიკას, გრაფიკულ დიზაინს, 3D მოდელირებას და სხვა. TUMO ქუთაისში უკვე 600-მა ახალგაზრდამ დაიწყო სწავლა.
თბილისის წიგნის დღეები - ცოდნა წიგნებიდანაც იწყება
განათლება მხოლოდ ფორმალურ სწავლებას არ გულისხმობს. ახალი იდეების აღმოჩენა, განსხვავებული პერსპექტივების გაცნობა და ახალი სამყაროების აღმოჩენა წიგნებითაც შეიძლება.
სწორედ ამიტომ, 30 ოქტომბრიდან 1 ნოემბრის ჩათვლით, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, Expo Georgia-ში თბილისის წიგნის დღეები გაიმართება. ღონისძიება მკითხველებს წიგნებისა და ახალი იდეების გარშემო გაერთიანების შესაძლებლობას აძლევს.
დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ თბილისის წიგნის დღეების გვერდს.
ეს საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო ინიციატივების მხოლოდ ნაწილია. დამატებითი ინფორმაციისა და სხვა შესაძლებლობების აღმოსაჩენად ეწვიეთ ვებგვერდს ganatleba.bog.ge