საქართველოს ბანკის მობილბანკის გათამაშების ფინალური ეტაპი დაიწყო – საპრიზო ფონდი 500 000 ლარია
საქართველოს ბანკის მობილბანკში მასშტაბური გათამაშება ფინალურ ეტაპზე გადავიდა. მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, ჩაერთონ გათამაშების ბოლო ეტაპში, რომლის საპრიზო ფონდია ნახევარი მილიონი ლარი.
აღსანიშნავია, რომ გათამაშება სექტემბრიდან დაიწყო და დეკემბრის ბოლოს დასრულდება. ჯამში გათამაშების საპრიზო ფონდი 650 000 ლარი იყო. თითოეული თვის ბოლოს სამ-სამი გამარჯვებული უკვე გამოვლინდა, ფინალურ ეტაპზე გამარჯვებული სამი მომხმარებელი კი 250 000, 150 000 და 100 000 ლარს მიიღებს.
ინფორმაციისთვის, ფინალურ ეტაპზე მონაწილეობას იღებს მომხმარებლის მიერ წინა თვეებში დაგროვებული ყველა ბილეთი. ფინალში ჩასართავად კი აუცილებელია, რომ მომხმარებელი დეკემბრის(დეკემბერში) განმავლობაში ერთხელ მაინც შევიდეს მობილბანკში.
ბილეთების დაგროვების წესები მარტივია:
• მობილბანკში პირველად შესვლისას მომხმარებელი იღებს 5 ბილეთს;
• თითოეულ გადახდაზე, გადარიცხვაზე ან სხვა ტრანზაქციაზე – 1 ბილეთს;
• თითოეული ახალი პროდუქტის გააქტიურებისას – 5 ბილეთს;
• POST ტერმინალით განხორციელებულ და ონლაინ შოპინგის ტრანზაქციებზე, ყოველ დახარჯულ 10 ლარზე – 1 ბილეთს.
გათამაშების დეტალური პირობების გასაცნობად ეწვიეთ საქართველოს ბანკის ვებგვერდს. გათამაშებაში ჩართვისთვის განაახლეთ საქართველოს ბანკის მობილბანკი, ხოლო თუ ჯერ არ სარგებლობთ აპლიკაციით, გადმოწერეთ მარტივად.
სხვა სიახლეები
ვახტანგ ჟვანიამ გაერო-ს საჯარო სერვისების ფორუმის ფარგლებში გამართულ თემატურ სესიაზე საერთაშორისო საზოგადოებას იუსტიციის სახლის წარმატებული კონცეფცია „ყველაფერი ერთ სივრცეში“ – გააცნო
23.06.2026.18:50
იუსტიციის სახლის თავმჯდომარემ ვახტანგ ჟვანიამ გაერო-ს საჯარო სერვისების ფორუმის ფარგლებში გამართულ თემატურ სესიაზე საერთაშორისო საზოგადოებას იუსტიციის სახლის წარმატებული კონცეფცია – „ყველაფერი ერთ სივრცეში“ – გააცნო
სესიაზე „ინტეგრირებული მომსახურების მიწოდების სისტემები” სიტყვით გამოსვლისას ვახტანგ ჟვანიამ ყურადღება გაამახვილა იუსტიციის სახლის ფილიალებზე, მობილური იუსტიციის სახლის პროექტზე, პენიტენციურ დაწესებულებებში ხელმისაწვდომ სერვისებზე, სატელეფონო ცენტრსა და ბიზნესასისტენტის მომსახურებაზე.
მისი განცხადებით, იუსტიციის სახლის მიერ დანერგილი ინტეგრირებული სერვისების მოდელი მოქალაქეთა საჭიროებებზეა ორიენტირებული და ადმინისტრაციულ ბარიერებს ამცირებს. ვახტანგ ჟვანიამ აღნიშნა, რომ ამ მიდგომის წარმატება საერთაშორისო დონეზეც აღიარებულია და იუსტიციის სახლს სერვისების მიწოდების სფეროში საუკეთესო მიღწევებისთვის გაერო-ს საჯარო სამსახურის ჯილდო აქვს მინიჭებული.
იუსტიციის სახლი გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების შესაბამისად მუშაობს და განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ინკლუზიურობასა და თანაბარ ხელმისაწვდომობას, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ადაპტირებული სერვისების განვითარებას.
დღეს საქართველოს მასშტაბით 127 იუსტიციის სახლი ფუნქციონირებს, რომლებიც მოქალაქეებს 500-ზე მეტ სახელმწიფო და კერძო სექტორის სერვისს სთავაზობს. წლის ბოლომდე ფილიალების რაოდენობა 132-მდე გაიზრდება, ხოლო ხელმისაწვდომი სერვისების რაოდენობა 1 000-ს გადააჭარბებს.