საქართველოს ბანკის მობილბანკის გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ
საქართველოს ბანკის მობილბანკის გათამაშება დასრულდა და 150 000-ლარიანი საპრიზო ფონდის სამი მთავარი გამარჯვებული გამოვლინდა.
გათამაშების ფარგლებში პირველი ადგილის მფლობელმა 80 000 ლარი, მეორე ადგილზე გასულმა მომხმარებელმა – 50 000 ლარი, ხოლო მესამე ადგილის მფლობელმა – 20 000 ლარი მიიღო.
გარდა მთავარი ფულადი პრიზებისა, კამპანიის განმავლობაში მობილბანკის მომხმარებლებს სხვადასხვა დამატებითი საჩუქრის, მათ შორის ფულადი პრიზებისა და PLUS ქულების მიღების შესაძლებლობაც ჰქონდათ.
“ჯერ კიდევ ემოციებით დატვირთული ვარ. ძალიან მინდოდა იტალიაში მოგზაურობა და თანხის რაღაც ნაწილს ოჯახთან ერთად მოგზაურობისათვის გამოვიყენებ. სკეპტიკურად ვუყურებდი ამგვარ გათამაშებებს, რადგან მიმაჩნდა, რომ შანსი მიზერული იყო, თუმცა ფაქტი ჯიუტია და თავად აღმოვჩნდი ყველაზე იღბლიანი”, - აღნიშნავს მობილბანკის გათამაშების გამარჯვებული, დავით კორძახია.
გათამაშებაში მონაწილეობა მობილბანკის მომხმარებლებს ყოველდღიური საბანკო ოპერაციების შესრულებით შეეძლოთ. კამპანიის პერიოდში მომხმარებლები ბილეთებს მობილბანკში გადახდების, გადარიცხვებისა და სხვა ოპერაციების შესრულებით აგროვებდნენ.
საქართველოს ბანკის მობილბანკით სარგებლობისთვის ეწვიეთ ბმულს.
სხვა სიახლეები
„ხომლი“ პრემიუმ ხაზს უშვებს - 39 სახეობის სანელებელი მინის ქილებში
12.10.2026.16:00
ქართული სანელებლების მწარმოებელი ბრენდი „ხომლი“ ბაზარზე ახალ, 39 სახეობისგან შემდგარ პრემიუმ კოლექციას წარადგენს. ახალი ხაზი უმაღლესი ხარისხის სანელებლებს, მრავალფეროვან ასორტიმენტსა და ესთეტიკურ, ეკომეგობრულ მინის შეფუთვას აერთიანებს.
კოლექციის თითოეული სახეობა განსხვავებული არომატითა და ბუნებრივი ფერით გამოირჩევა, ხოლო ერთიანი დიზაინის კონცეფცია 39-ვე პროდუქტს ჰარმონიულ კოლექციად კრავს. „ხომლისთვის“ ეს სიახლე მხოლოდ ასორტიმენტის გაფართოება არ არის - ეს არის ახალი სტრატეგიული მიმართულება, რომელიც პროდუქტის ხარისხს, ფუნქციურ პრაქტიკულობასა და თანამედროვე ვიზუალურ ესთეტიკას აერთიანებს.
სანელებელი კერძის საბოლოო ხასიათისა და არომატის ფორმირებაში გადამწყვეტ როლს ასრულებს. სწორედ ამიტომ, ახალი კოლექციის შექმნისას „ხომლიმ“ ყურადღება გაამახვილა ისეთ ასორტიმენტზე, რომელიც მომხმარებელს სხვადასხვა კულინარიული სტილისთვის არჩევანის ფართო შესაძლებლობას მისცემს.
39 სახეობის კოლექცია აერთიანებს როგორც ქართული ტრადიციული სამზარეულოსთვის ნაცნობ გემოებს, ისე სხვადასხვა კერძისთვის სპეციალურად შექმნილ ნაზავებსა და საერთაშორისო არომატებს.
კოლექციისთვის შერჩეულია ბაზარზე ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტები, რაც 39 სახეობას მხოლოდ რაოდენობრივ მაჩვენებლად არ ტოვებს - თითოეული სანელებელი მომხმარებლის ყოველდღიურ საჭიროებასა და ახალი გემოების აღმოჩენის შესაძლებლობას უკავშირდება.
ახალი პრემიუმ ხაზის ერთ-ერთი მთავარი საყრდენი შეფუთვის კონცეფციაა. შეფუთვის არჩევისას გადამწყვეტი იყო არა მხოლოდ პროდუქტის ვიზუალური წარმოჩენა, არამედ მისი ხარისხის მაქსიმალური დაცვა.

მინის ჰერმეტული ქილა სრულად ბლოკავს ჰაერსა და ტენს, რაც ხელს უწყობს სანელებლის ეთერზეთების, პირვანდელი გემოსა და მდიდარი არომატის ხანგრძლივად შენარჩუნებას. ამასთან, გამჭვირვალე მინა მომხმარებელს საშუალებას აძლევს, თავად დაინახოს სანელებლის ბუნებრივი ტექსტურა და ფერი. პროდუქტის არჩევისას ის უკვე არა მხოლოდ ეტიკეტს, არამედ თავად პროდუქტის უნაკლო ხარისხს ხედავს.
ქილის ფორმატი მოსახერხებელია ყოველდღიური გამოყენებისთვის, ეკომეგობრულია და ბუნებრივად ერგება თანამედროვე სამზარეულოს სივრცეს.
კიდევ ერთი გამორჩეული შტრიხი სანელებლების ბუნებრივი პალიტრაა. წითელი, მწვანე, ოქროსფერი, ყავისფერი და სხვა ტონალობები თითოეულ პროდუქტს ინდივიდუალურ იერს ანიჭებს.
მინის ქილებში ეს ფერები განსაკუთრებით მკაფიოდ აღიქმება. შედეგად, კოლექცია წარმოადგენს როგორც მრავალფეროვან პროდუქტულ ასორტიმენტს, ისე ერთიან ვიზუალურ სისტემას - თითოეული ქილა დამოუკიდებლად გამოირჩევა, თუმცა მთლიანობაში საერთო, დახვეწილი კოლექციის ნაწილად აღიქმება.
„ახალი კოლექციის შექმნისას ჩვენთვის პრიორიტეტული იყო, რომ პრემიუმ ხაზი მხოლოდ ვიზუალური ცვლილებით არ შემოფარგლულიყო. პირველ ადგილზე დავაყენეთ თავად პროდუქტის უკომპრომისო ხარისხი და ისეთი ასორტიმენტი შევარჩიეთ, რომელიც მომხმარებლისთვის რეალურ ღირებულებას ქმნის.
39 სახეობის თითოეულ სანელებელს საკუთარი არომატი და ბუნებრივი ფერი აქვს, მინის ქილა კი უზრუნველყოფს ხარისხის უნაკლოდ შენარჩუნებას. საბოლოოდ მივიღეთ კოლექცია, სადაც ხარისხი, მრავალფეროვნება და ესთეტიკა ერთიან პროდუქტად არის წარმოდგენილი.“
„ხომლის“ 39-სახეობიანი პრემიუმ კოლექცია ეტაპობრივად ქვეყნის წამყვან სუპერმარკეტების ქსელებში განთავსდება, სადაც მომხმარებელს საშუალება ექნება, აღმოაჩინოს ახალი პროდუქცია და საკუთარი კულინარიული გამოცდილება სრულიად ახალ საფეხურზე აიყვანოს.
„ხომლი“ - ქართული გემო, ახალი პრემიუმ ფორმით.