მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7212.7
-0.003
flag
AZN 1.5424
-0.0007
flag
CNY 39.056
-0.0049
flag
EUR 2.9807
-0.0118
flag
GBP 3.4665
-0.017
flag
KZT 59.33
0.0034
flag
TRY 0.0537
0
flag
USD 2.6218
-0.0011
news banner

საქართველოს ბანკის მომხმარებლებს Western Union-ის გზავნილებზე 50%-იანი ფასდაკლებით სარგებლობა შეუძლიათ

news image
mbc image

საქართველოს ბანკი მომხმარებლებისთვის ფინანსური სერვისების გამარტივებასა და მათ საჭიროებებზე მორგებული შესაძლებლობების შექმნას აგრძელებს. ამჯერად, მომხმარებლებს Western Union-ის სისტემით თანხის გაგზავნისას საკომისიოზე 50%-იანი ფასდაკლების მიღების შესაძლებლობა აქვთ.

შეთავაზება მოქმედებს საქართველოდან საზღვარგარეთ Western Union-ის სისტემით განხორციელებულ ფულად გზავნილებზე. შეთავაზებით სარგებლობა 13 ოქტომბრის ჩათვლით არის შესაძლებელი.

ინფორმაციისთვის, Western Union არის საერთაშორისო ფულადი გზავნილების სერვისი, რომლის საშუალებითაც მომხმარებლებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში თანხის სწრაფად გაგზავნა და მიღება შეუძლიათ. კომპანია 200-ზე მეტ ქვეყანაში და ტერიტორიაზე ოპერირებს.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank-თან გააფართოვა

25.09.2026.14:09

საქართველოს ბანკმა ერთ-ერთ წამყვან საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტთან, Standard Chartered Bank-თან, საკორესპონდენტო ურთიერთობა დაამყარა. ახალი პარტნიორობა ბანკს საერთაშორისო გადარიცხვების მიმართულებით შესაძლებლობების გაფართოებისა და მომხმარებლებისთვის კიდევ უფრო ეფექტიანი საბანკო სერვისების შეთავაზების საშუალებას მისცემს.

Standard Chartered Bank გლობალური ფინანსური ინსტიტუტია, რომელსაც საერთაშორისო გადახდების, სავაჭრო ფინანსებისა და ტრანზაქციული საბანკო მომსახურებების მიმართულებით ფართო გამოცდილება აქვს.

საკორესპონდენტო ანგარიშის გახსნა კი საქართველოს ბანკს შესაძლებლობას აძლევს, გააძლიეროს საერთაშორისო გადარიცხვების ინფრასტრუქტურა, გააუმჯობესოს ტრანზაქციების დამუშავების პროცესები და მომხმარებლებს საერთაშორისო ფინანსურ ოპერაციებთან დაკავშირებული უფრო მოქნილი და ეფექტიანი სერვისები შესთავაზოს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც უცხოელ პარტნიორებთან ანგარიშსწორებას, იმპორტ-ექსპორტის ოპერაციებსა და საერთაშორისო სავაჭრო საქმიანობას ახორციელებენ.

Standard Chartered Bank-თან თანამშრომლობა საქართველოს ბანკის საერთაშორისო საბანკო ურთიერთობების გაფართოების ნაწილია და კიდევ ერთი ნაბიჯია მომხმარებლებისთვის საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებთან დაკავშირებული შესაძლებლობების განვითარების მიმართულებით.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა