მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7195.6
0.0057
flag
AZN 1.5566
-0.0006
flag
CNY 38.915
-0.0011
flag
EUR 3.0177
0.0144
flag
GBP 3.498
0.0127
flag
KZT 54.55
-0.0001
flag
TRY 0.0568
-0.0001
flag
USD 2.6462
-0.0006
news banner

საქართველოს ბანკის ორგანიზებით, ბათუმში ბიზნესებისთვის EBRD-ის მხარდამჭერ პროგრამებზე შეხვედრა გაიმართა

news image
mbc image

საქართველოს ბანკი აგრძელებს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას და რეგიონებში მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობას. ბანკი რეგულარულად მართავს შეხვედრებს, რომლებიც მიზნად ისახავს ბიზნესებისთვის როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ფინანსური შესაძლებლობების გაცნობას და მათთვის პრაქტიკული განვითარების ინსტრუმენტების შეთავაზებას.

ამჯერად, მორიგი შეხვედრა ბათუმში, SOLO ლაუნჯში, მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის გაიმართა, რომელიც მიზნად EBRD-ის ფინანსური, საგრანტო და საკონსულტაციო შესაძლებლობების გაცნობას ისახავდა.

ღონისძიებაზე ადგილობრივ მეწარმეებს დეტალურად გააცნეს EBRD-ის მხარდაჭერის ინსტრუმენტები, რომლებიც ხელს უწყობს ბიზნესების განვითარებას, კონკურენტუნარიანობის ზრდასა და ახალი საინვესტიციო შესაძლებლობების გამოყენებას. მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია როგორც დაფინანსების ხელმისაწვდომ სქემებზე, ასევე საკონსულტაციო პროგრამებსა და საგრანტო კომპონენტებზე.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრები მომავალშიც რეგულარულად გაგრძელდება, რაც მიზნად ისახავს ბიზნესებისთვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდას და განვითარების შესაძლებლობების გაფართოებას.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ევროკავშირი საქართველოს განიხილავს ენერგიის დივერსიფიკაციისა და ფასების ოპტიმიზაციის საიმედო წყაროდ - მარიამ ჩახვაშვილი

29.06.2026.14:30

ამჟამად ელექტროენერგიის იმპორტს აზერბაიჯანიდან ვახორციელებთ, თურქეთი კი ჩვენი ძირითადი საექსპორტო ბაზარია, თუმცა გარკვეულ წლებში ექსპორტს სომხეთის მიმართულებითაც ვეწეოდით - რაც შეეხება რუსეთსა და აზერბაიჯანს, მათ საკუთარი ენერგორესურსები იმგვარ ფასად აქვთ, რომ ჩვენი ელექტროენერგიის შესყიდვის საჭიროება არ გააჩნიათ, თორემ ფიზიკურად გატანის შესაძლებლობა და ინფრასტრუქტურა არსებობს, - ამის შესახებ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას Galt & Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის სექტორის უფროსმა, მარიამ ჩახვაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „სამომავლოდ კი, როდესაც შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი ამუშავდება, საშუალება მოგვეცემა, ექსპორტი ევროპის მიმართულებითაც განვახორციელოთ“.

„რა თქმა უნდა, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის მთავარი მიზანი საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციაა. ევროკავშირში ელექტროენერგიაზე შედარებით მაღალი ტარიფებია; განსაკუთრებით ენერგეტიკული კრიზისის დროს ფასები მკვეთრად, 3-4-ჯერ გაიზარდა წინა წლებთან შედარებით, რის გამოც ეს ალტერნატიული ხაზი ევროპული მხარისთვისაც მეტად მიმზიდველი გახდა.

სწორედ ამიტომ, ევროკავშირმა ამ ინიციატივას ურთიერთინტერესის პროექტის -Project of Mutual Interest (PMI) - სტატუსი მიანიჭა, რაც მათ ოფიციალურ დაინტერესებაზე მიუთითებს. ევროპული მხარე მზად არის, გამოყოს შეღავათიანი ფინანსური რესურსი, იქნება ეს დაბალპროცენტიანი სესხის თუ გრანტის სახით, რაც ჩვენ გვაძლევს შესაძლებლობას, პროექტი სწორედ მათი ფონდებიდან დავაფინანსოთ.

ეს ორმხრივი ინტერესი აჩვენებს, რომ ევროკავშირი საქართველოს განიხილავს ენერგიის დივერსიფიკაციისა და ფასების ოპტიმიზაციის საიმედო წყაროდ. ანალოგიურად ვუყურებთ ამ პროცესს ჩვენც - ეს არის ახალი ბაზრების ათვისებისა და ბევრწილად უფრო სტაბილურ, მაღალმარჟიან პლატფორმებზე გასვლის საუკეთესო შესაძლებლობა.  მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია, რომ ერთის მხრივ ჩვენი ამოცანაა დეფიციტის შემცირება, მეორეს მხრივ ექსპორტის სწორი მართვა“, - აღნიშნა ჩახვაშვილმა.

Galt & Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის სექტორის უფროსის, მარიამ ჩახვაშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ჰიდრო, ქარისა და მზის ენერგია სეზონურობით ხასიათდება, ქვეყანას ამ მიმართულებებით მნიშვნელოვანი რესურსი გააჩნია, რაც მათი მაქსიმალური ათვისების აუცილებლობას განაპირობებს.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა