საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართება
საქართველოს ბანკი, როგორც მცირე და საშუალო ბიზნესის პარტნიორი, განაგრძობს ქალი მეწარმეების მხარდაჭერას და მათთვის პრაქტიკული ინფორმაციისა და ცოდნის გაზიარებას განაგრძობს.
ამჯერად, საქართველოს ბანკის ორგანიზებით, 10 თებერვალს ვორკშოპი „გაყიდვები გაზრდილი კონკურენციის პირობებში“ გაიმართება, რომელსაც ნანა აბურჯანიძე, ბიზნესსაკონსულტაციო კომპანია სოლუშენერის დამფუძნებელი და დირექტორი გაუძღვება.
ვორქშოპის მიზანია, დაეხმაროს მეწარმე ქალებს თანამედროვე ბაზრისთვის შესაფერისი, პრაქტიკული მიდგომების დანერგვაში, რაც გაყიდვების ზრდასა და მომხმარებელთან ეფექტიან კომუნიკაციას შეუწყობს ხელს.
შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნება:
• გაყიდვების მთავარი გამოწვევები და დილემები დღეს, როგორც ლოკალურ, ისე გლობალურ ბაზარზე;
• როგორ შეიცვალა გაყიდვების თეორიები, სტრატეგიები და ტაქტიკები ბოლო წლებში;
• როგორ გაიზარდა მოთხოვნები გაყიდვების გუნდის კომპეტენციებსა და პროფესიულ უნარებზე;
• რა როლი აქვს სწორ და მიზნობრივ კომუნიკაციას გაყიდვების პროცესში;
• როგორ ტრანსფორმირდა B2C და B2B მომხმარებლის ქცევა.
ვორკშოპი ჩატარდება ინტერაქციულ ფორმატში, ლოკალური და გლობალური ბრენდების პრაქტიკული მაგალითების განხილვითა და სხვადასხვა ინდუსტრიის გამოცდილების გაზიარებით. მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, ჩაერთონ დისკუსიაში, დასვან კითხვები საკუთარი ბიზნესის კონტექსტიდან და მიიღონ ახალი იდეები არსებული გამოწვევების გადასაჭრელად.
ღონისძიება 10 თებერვალს, 17:00 საათზე, საქართველოს ბანკის 4B ფილიალში, ალექსანდრე ყაზბეგის ქ. N15-ში გაიმართება.
ღონისძიებაზე დასასწრებად გაიარეთ რეგისტრაცია საქართველოს ბანკის ვებგვერდზე.
საქართველოს ბანკი, პლატფორმა ბიზნეს 360˚-ის ფარგლებში, აგრძელებს ბიზნესების მხარდაჭერას და ქმნის მრავალფეროვან კურსებს, ვორკშოპებს, კვლევებსა და სხვა საგანმანათლებლო რესურსებს.
სხვა სიახლეები
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 500 Global in Eurasia-ს აქსელერაციის პროგრამის მეთერთმეტე ნაკადის გადამზადება დაიწყო
22.09.2026.18:56
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 500 Global in Eurasia-ს 12-კვირიანი აქსელერაციის პროგრამის მეთერთმეტე ნაკადის გადამზადება დაიწყო. პროგრამა საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) და 500 Global-ის პარტნიორობით ხორციელდება და საქართველოში ტექნოლოგიური სტარტაპების განვითარების, მათი საერთაშორისო გამოცდილებით გაძლიერებისა და გლობალურ ბაზრებზე გასვლის ხელშეწყობას ემსახურება.
მე-11 ნაკადის მონაწილეები არიან:
Azta, Joberos, MediMind, moonlight, Naoma AI Inc., Pugi, Sparrow Analytics, Subsig, Synqmonkeys, TaskRoom, Yena
პროგრამა ადრეული ეტაპის ტექნოლოგიურ სტარტაპებს აძლევს შესაძლებლობას, მიიღონ პრაქტიკაზე დაფუძნებული ცოდნა, დახვეწონ ბიზნესმოდელები, მოამზადონ ზრდის სტრატეგიები და დაიწყონ საერთაშორისო მასშტაბებზე გასვლა.
12-კვირიანი ინტენსიური პროგრამა მოიცავს სასწავლო მოდულებს, ინდივიდუალურ მენტორინგს საერთაშორისო გამოცდილების მქონე ექსპერტებთან და მხარდაჭერას იმ გამოწვევების გადაჭრაში, რომლებიც სტარტაპების განვითარების ადრეულ ეტაპზე ვლინდება.
“მოხარული ვართ, რომ საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 500 Global in Eurasia-ს აქსელერაციის პროგრამის მეთერთმეტე ნაკადს აქვს შესაძლებლობა, ინტენსიური გადამზადება გაიაროს. პროგრამის მონაწილეები მუშაობენ კვალიფიციურ მენტორებთან და ინვესტორებთან, იღებენ პრაქტიკულ ცოდნას ბიზნესის განვითარებისა და მასშტაბირების მიმართულებით, ემზადებიან ინვესტიციების მოსაზიდად და ამყარებენ კავშირებს საერთაშორისო სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლებთან. გვიხარია, რომ ვქმნით შესაძლებლობებს სტარტაპებისთვის და ხელს ვუწყობთ, რათა იდეები კონკურენტუნარიან პროდუქტებად აქციონ და საერთაშორისო ბაზრებისთვის მოამზადონ”, - აცხადებენ საქართველოს ბანკში.
500 Global in Eurasia-ს მნიშვნელობას კიდევ უფრო მეტად პროგრამის მასშტაბი და დაგროვილი შედეგები აჩვენებს. საქართველოში ინიციატივა 2022 წლიდან, საქართველოს ბანკის, GITA-სა და 500 Global-ის პარტნიორობის ფარგლებში ხორციელდება. ამ პერიოდის განმავლობაში გადამზადდა 100-ზე მეტი დამფუძნებელი და სტარტაპის წარმომადგენელი, ხოლო პროგრამა საქართველოში ტექნოლოგიური მეწარმეობის განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან პლატფორმად ჩამოყალიბდა.
აქსელერაციის პროგრამის დასკვნით ეტაპზე ტრადიციულად დემო დღე იმართება. ღონისძიების ფარგლებში მონაწილეები საკუთარ პროდუქტებს, ბიზნესის განვითარების დინამიკასა და მიღწეულ პროგრესს ინვესტორებს, კორპორაციული სექტორის წარმომადგენლებსა და ინდუსტრიის ექსპერტებს წარუდგენენ. დემო დღე სტარტაპებისთვის მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა, გააფართოონ პროფესიული ქსელი, დაამყარონ ახალი ბიზნესკავშირები და საკუთარი იდეები პოტენციურ პარტნიორებსა და ინვესტორებს გააცნონ.