საქართველოს ბანკის ორგანიზებით, ქალი მეწარმეებისთვის ფინანსური განათლების ვორკშოპი გაიმართება
საქართველოს ბანკი, ბიზნეს 360˚-ის შეხვედრების სერიის ფარგლებში, მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერას განაგრძობს. ამ მიზნით, 3 დეკემბერს, მეწარმე ქალებისთვის ფინანსური განათლების ვორკშოპი ჩატარდება და მას მირანდა მანჯგალაძე, საცალო ვაჭრობის სფეროს ექსპერტი და ბიზნეს ქოუჩი გაუძღვება.
ვორკშოპი მეწარმე ქალებს მისცემს ცოდნასა და ინსტრუმენტები, რომლებიც ბიზნესის მდგრადი ზრდისთვის აუცილებელია. შეხვედრა ინტერაქციულ ფორმატში გაიმართება, რაც მონაწილეებს შესაძლებლობას მისცემს, აქტიურად ჩაერთონ დისკუსიაში, დასვან მათთვის მნიშვნელოვანი კითხვები და პრაქტიკული მაგალითების მიხედვით საკუთარი ბიზნესის საჭიროებები გააანალიზონ.
ვორკშოფზე განიხილება:
• ხარჯების სტრუქტურა;
• საფასო სტრატეგიის სწორად შერჩევა;
• ფინანსური ანგარიშგებების კითხვისა და ინტერპრეტაციის ძირითადი პრინციპები;
• ფინანსური კოეფიციენტები, რომლებიც ხარჯების ოპტიმიზაციის ან ბიზნესის გაფართოების საჭიროებაზე მიანიშნებს;
• მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღება ბიზნესის ყოველდღიურ ოპერაციებში.
შეხვედრა ჩატარდება საქართველოს ბანკის 4B ფილიალში (ალექსანდრე ყაზბეგის N15), 3 დეკემბერს 16:00 საათზე.
რეგისტრაციისთვის საქართველოს ბანკის ვებგვერდს.
ინფორმაციისთვის, ვორკშოპი ტარდება მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში და განკუთვნილია მხოლოდ ქალი მეწარმეებისთვის.
ვორკშოპი პლატფორმა Business 360-ის ნაწილია. ეს საქართველოს ბანკის ერთიანი სივრცეა, რომელიც ბიზნესის დასაწყებად, გასაფართოებლად და საწარმოო პროცესების გასაუმჯობესებლად საჭირო რესურსებს: კონსულტაციებს, საგანმანათლებლო პროექტებს, კვლევებსა და ღონისძიებებს მოიცავს.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.