მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

საქართველოს ბანკის ორგანიზებით, თელავში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მე-13 ნაკადი გადამზადდება

news image
mbc image

მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა რეგიონებში გრძელდება. პროექტი, რომლის მიზანი ქალი ლიდერების 360°-იანი მხარდაჭერაა, ამჯერად თელავში განხორციელდება. პროგრამა 5-7ოქტომბერს სასტუმრო ესკიზში მეწარმეთა ახალ ნაკადს უმასპინძლებს. სამდღიან ინტენსიურ ვორკშოპებზე მონაწილეები ბიზნესის მართვისთვის საჭირო ინფორმაციას დარგის სხვადასხვა ექსპერტისგან მიიღებენ.

პროგრამა მიზნად ისახავს ქალ მეწარმეთა ცოდნისა და უნარების გაღრმავებას ისეთ მნიშვნელოვანსაკითხებში, როგორებიცაა ფინანსების მართვა, ციფრული მარკეტინგი, გაყიდვების სტრატეგიები, ბიზნესის ზრდის შესაძლებლობები და სხვა. მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, მიიღონ ცოდნა, გაიფართოონ პროფესიული ქსელი და გაიზიარონ თანამედროვე ბიზნესპრაქტიკა.

“ამ პროგრამის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში მცხოვრებ ქალებსცოდნაზე, რესურსებსა და ახალ შესაძლებლობებზე თანაბარი წვდომა მისცეს. თელავში დაგეგმილივორკშოპი სწორედ ამ მიზნის გაგრძელებაა. ვიმედოვნებთ, რომ პროექტის დასრულების შემდეგ, მონაწილეები შეძლებენ, საკუთარი იდეები რეალობად აქციონ ან უკვე არსებული ბიზნესი კიდევ უფრო გააძლიერონ”, - აცხადებენ საქართველოს ბანკში.

ინფორმაციისთვის, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) ერთად, შვედეთის მთავრობის მხარდაჭერითა და EFSE Entrepreneurship Academy-ის ჩართულობით უკვე არაერთი წელია მიმდინარეობს. პროგრამაში ასობით ქალმა მეწარმემ უკვე მიიღო მონაწილეობა.

5-7 ოქტომბრის ვორკშოპზე განაცხადების მიღება მალე დასრულდება. რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს.

 

 

 

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა