მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანია აგროტექნომ ქართულ ბაზარზე ახალი ბრენდი - Weitai შემოიყვანა

news image
mbc image

საქართველოს ბანკის პარტნიორი კომპანია აგროტექნო ბიზნესის განვითარებას აგრძელებს და ქართულ ბაზარზე ტრაქტორების ახალი ბრენდი Weitai შემოიყვანა. კომპანიის მიზანია, ქართველ ფერმერებს მათ საჭიროებებზე მორგებული, მძლავრი, სანდო და კომფორტული ტექნიკა ხელმისაწვდომ ფასად შესთავაზოს. 

ახალი ბრენდი Weitai ჩინეთის ერთ-ერთი მსხვილი მწარმოებელია, რომელსაც ტრაქტორების წარმოებაში 20 წელზე მეტი გამოცდილება აქვს და პროდუქციის  ექსპორტს ევროპაში, სამხრეთ ამერიკასა და შუა აზიაში ახორციელებს. 

აგროტექნო სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მიმწოდებელი კომპანიაა, რომელიც 2012 წელს დაარსდა.  კომპანია საქართველოში ყველაზე გაყიდვადი ტრაქტორების ბრენდებს - YTO-ს, Solis-სა და  ახლა უკვე Weitai-ს წარმოადგენს. 

„ბრენდის შერჩევას წინ უძღოდა ბაზრისა და მომხმარებლის საჭიროებების დეტალური კვლევა და ანალიზი. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ტექნიკა ქართული აგრო სექტორის რეალურ მოთხოვნებთან შესაბამისობაში ყოფილიყო, როგორც ტექნიკური მახასიათებლებით, ისე ფასისა და სერვისის მხრივ. სწორედ ამ კრიტერიუმებს პასუხობს Weitai. კომპანიასთან რამდენიმეთვიანი მუშაობის შედეგად შევქმენით ახალი კონფიგურაცია, რათა მომხმარებლებს არ მოუწიოთ ხარისხსა და ფასს შორის კომპრომისის გაკეთება. ის ქართველ ფერმერებს ეფექტიან, სანდო და პრაქტიკულ გადაწყვეტას სთავაზობს.   გვიხარია, რომ ბაზრის უკუკავშირი ძალიან პოზიტიურია და ინტერესი მაღალია. სამომავლოდ საქართველოში რეგიონული ქსელის განვითარებას, პროდუქტების ასორტიმენტის გაზრდას და მომხმარებლებისთვის ახალი მაღალტექნოლოგიური და ინოვაციური პროდუქტების შეთავაზებას ვაპირებთ.  საქართველოს ბანკი მრავალი წელია ჩვენი სანდო პარტნიორია.  ბანკის მხარდაჭერით, კომპანიამ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი წარმატებით განახორციელა, მათ შორის გავხდით Solis-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში და ბაზარზე ინოვაციური ბრენდი - ID David შემოვიყვანეთ. იმედი გვაქვს, რომ ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება და სამომავლოდ, ქვეყანაში აგრო სექტორის გაძლიერების მიმართულებით, კიდევ არაერთ პროექტს განვახორციელებთ”, - განაცხადა მანუჩარ ჩიტაიშვილმა, აგროტექნოს აღმასრულებელმა დირექტორმა. 

„საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია ისეთი პროექტების მხარდაჭერა, რომლებიც ბიზნესების განვითარებასთან ერთად, მომხმარებლებისთვის რეალურ ღირებულებას ქმნის. აგროტექნოსთან მრავალწლიანი პარტნიორობა სწორედ ამ ხედვაზეა დაფუძნებული. Weitai-ის შემოსვლა ფერმერებს შესაძლებლობას აძლევს, თანამედროვე, მათ საჭიროებებზე მორგებულ ტექნიკაზე უფრო მარტივად ჰქონდეთ წვდომა. კომპანია სამომავლოდ საქმიანობის კიდევ უფრო განვითარებას და წარმომადგენლობების გახსნას  სომხეთსა და აზერბაიჯანში გეგმავს. მინდა წარმატებები ვუსურვო გუნდს, ჩვენ კი ვაგრძელებთ პარტნიორი ბიზნესების გაძლიერებას“, - განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა, ალექსანდრე წულუკიანმა. 

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა