მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7170
-0.0069
flag
AZN 1.5459
0
flag
CNY 38.794
-0.004
flag
EUR 2.9849
-0.0106
flag
GBP 3.4892
-0.0135
flag
KZT 55.03
-0.0024
flag
TRY 0.0555
0
flag
USD 2.6278
-0.0003
news banner

საქართველოს ბანკის პრემიუმ საბანკო მომსახურების მიმართულების ხელმძღვანელად ვალერიან გაბუნია დაინიშნა

news image
mbc image

საქართველოს ბანკის პრემიუმ საბანკო მომსახურების ხელმძღვანელის პოზიცია ვალერიან გაბუნიამ დაიკავა. ახალ თანამდებობაზე მან ეთერ ირემაძე, საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე შეცვალა, რომელიც პრემიუმ საბანკო ბიზნესის მიმართულებას 2021 წლიდან ზედამხედველობდა.

ვალერიან გაბუნია საქართველოს ბანკს 2023 წელს შემოუერთდა SME ბიზნესის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე, ხოლო 2024 წლის სექტემბრიდან კი საშუალო ბიზნესს მიმართულების ხელმძღვანელი გახდა.

ვალერიანს ფინანსურ სექტორში 20 წელზე მეტი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა პერიოდში ხელმძღვანელობდა “ვითიბი ბანკი საქართველოს” საცალო და SME ბიზნესს, ასევე სადაზღვევო კომპანია ალდაგის საცალო ბიზნეს მიმართულებას.

“მინდა, მივულოცო ვალერიანს დამსახურებული დაწინაურება. იგი გამოცდილი, მიზნებზე ორიენტირებული ბანკირია, რომელსაც საცალო და პრემიუმ საბანკო მომსახურების მიმართულებით არაერთ აღმასრულებელ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება აქვს. იგი ჩვენს მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულებას 2023 წლიდან შეუერთდა და საშუალო ბიზნესის სეგმენტის ორგანიზაციულ ტრანსფორმაციას წარმატებით გაუძღვა. მჯერა, რომ ვალერიანი ახალ თანამდებობაზე ახალი ხედვების დანერგვასა და ძლიერი შედეგების მიღწევას გააგრძელებს” - აცხადებს არჩილ გაჩეჩილაძე, საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი.

ვალერიანი ფლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მენეჯმენტისა და მიკროეკონომიკის ბაკალავრის ხარისხს, ასევე ჩესტერის უნივერსიტეტის MBA-ს ხარისხს. ამავდროულად ის არის კოლუმბიის უნივერსიტეტის AMP პროგრამის კურსდამთავრებული.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image როგორ აღადგინა NEXT-მა ბათუმის 1888 წლის ისტორიული შენობა - NEXT Downtown

29.07.2026.14:53

ბათუმის ძველ უბანში, რევაზ კომახიძისა და ზვიად გამსახურდიას ქუჩების კვეთაზე, გამორჩეული ისტორიის მქონე შენობა დგას. 1888 წლით დათარიღებული ეს ნაგებობა ათწლეულების განმავლობაში ნელ-ნელა კარგავდა პირვანდელ იერსახეს – ფასადი ძველდებოდა, ავთენტური დეტალები ქრებოდა და შენობის საბოლოოდ ჩამოშლამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩებოდა.

დღეს ორიგინალური ფასადი ზუსტად ისეთია, როგორიც საუკუნენახევრის წინ იყო. ეს ცვლილება კარგი ილუსტრაციაა იმისა, თუ როგორია შედეგი, როდესაც დეველოპერი რეალურ განვითარებაზე ზრუნავს და მისთვის პრიორიტეტი არა კვადრატული მეტრების რაოდენობა, არამედ ქალაქის კულტურული იერსახის შენარჩუნებაა.

ისტორიული მემკვიდრეობა საფრთხის პირას

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ორმაგი დატვირთვა აქვს. ერთი მხრივ, ის შენობას თვითნებური ჩარევისგან იცავს და მფლობელს ავთენტურობის შენარჩუნებას ავალდებულებს, მეორე მხრივ კი – ინვესტორისთვის „რთულ აქტივად“ აქცევს. მსგავს პროექტებზე მუშაობა დიდ ფინანსურ რესურსს მოითხოვს, ნელა მიმდინარეობს და რთულ ბიუროკრატიულ პროცესებს გულისხმობს. ამიტომ, ბევრი ნაგებობა წლების განმავლობაში უყურადღებოდ რჩება: დოკუმენტების მიხედვით დაცულია, სინამდვილეში კი – სრულად მიტოვებული.

ძველ ბათუმში მდებარე ეს შენობაც მსგავს გამოწვევას წარმოადგენდა. თუმცა, ამის მიუხედავად, საერთაშორისო დეველოპერულმა კომპანია NEXT-მა გადაწყვიტა, ემუშავა ისტორიულ ობიექტზე, რაც თავისთავად, წარსულის წინაშე განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას მოითხოვს. შედეგად კი, NEXT Downtown-ი ოფიციალურად გაიხსნა.

აღსანიშნავია, რომ პროექტის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი თვალისთვის უხილავია. რეაბილიტაციის დაწყებამდე სიღრმისეული ისტორიულ-არქიტექტურული კვლევა ჩატარდა. შენობის თავდაპირველი სახე ზუსტად ამ კვლევის საფუძველზე აღდგა და არა სუბიექტური დეკორატიული წარმოსახვით.

ეს დეტალი პრინციპულად მნიშვნელოვანია, რადგან ისტორიულ ნაგებობებთან მუშაობისას ყველაზე მარტივი გზა ე.წ. „ფასადიზმია“ – როდესაც ძველი ფასადი მხოლოდ იმიტაციისთვის ნარჩუნდება, ხოლო შენობის შინაარსობრივი ავთენტურობა უგულებელყოფილია.

NEXT-ის მიდგომა კი საწინააღმდეგო ლოგიკას ეფუძნებოდა: ჯერ ზედმიწევნით დადგინდა თავდაპირველი იერსახე და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყო აღდგენაზე მუშაობა.

ისტორიული შენობა და თანამედროვე საცხოვრებელი

ისტორიული ფასადი სრულად განახლდა. შენარჩუნდა ყველა გამორჩეული არქიტექტურული ელემენტი – დეკორატიული პროფილები, აივნები და სხვა ავთენტური დეტალები, რომლებიც ერთად XIX საუკუნის ბათუმის ვიზუალურ ესთეტიკას ეხმიანება.

ახალი ნაგებობის აშენება და მასში მაღალი ხარისხის ინფრასტრუქტურის ინტეგრაცია ადვილია, მაგრამ ხასიათსა და ისეთ თვითმყოფად დეტალებს, როგორიცაა ძველი ორნამენტები, ხელოვნურად ვერ შექმნი – ამ ყოველივეს მხოლოდ დრო ქმნის. სწორედ ამიტომ, შენობის წარსული კომპანიისთვის ტვირთად კი არა, მთავარ უპირატესობად და ღირებულებად იქცა.

ავთენტურობის დაცვა კომფორტის ხარჯზე არ მომხდარა. ისტორიულ გარსს მიღმა შენობა სრულფასოვან თანამედროვე საცხოვრებელ სივრცედ გარდაქმნა, რომელიც უსაფრთხოების, ინფრასტრუქტურისა და ხარისხის თანამედროვე მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებს.

პროექტს განსაკუთრებულ მიმზიდველობას ჰმატებს მდებარეობაც: ბათუმის ისტორიული ცენტრი, ცნობილი პიაცას მოედნის სიახლოვე და რამდენიმეწუთიანი სავალი მანძილი ზღვამდე ამ ადგილს ერთდროულად კომფორტულ საცხოვრებელ და პერსპექტიულ საინვესტიციო სივრცედ აქცევს.

აქ იბადება დღევანდელი მსოფლიო ბაზრის საზომით უიშვიათესი კომბინაცია: ისტორიული მისამართი და ოცდამეერთე საუკუნის თანამედროვე სტანდარტები. სწორედ ამ ორი კომპონენტის ერთიანობა ქმნის ნამდვილ ღირებულებას.

მემკვიდრეობა და ქალაქის მდგრადი განვითარება

სწორი ხედვის მქონე დეველოპერისთვის ქალაქი მიწის ნაკვეთების ჯამი კი არა, ისტორიის მქონე ცოცხალი ორგანიზმია, რომლის მეხსიერებაც სწორედ მსგავს შენობებშია კონცენტრირებული. თითოეული დაკარგული ისტორიული ნაგებობა ქალაქს იდენტობის ნაწილს აკლებს, ხოლო გადარჩენილი მემკვიდრეობა სახეს უნარჩუნებს.

NEXT Downtown-ი თვალსაჩინო მაგალითია იმისა, რომ ურბანული განვითარება წარსულის ხარჯზე არ უნდა ხდებოდეს. ისტორიული შენობის გადარჩენა და თანამედროვე, მაღალი სტანდარტის საცხოვრებელ სივრცედ გარდაქმნა ცხადყოფს, რომ ბიზნესსა და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებას შორის სწორი ბალანსი ქალაქის მდგრადი მომავლის მთავარი საფუძველია.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა