მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

საქართველოს ბანკის პროექტ Creator-ის გამარჯვებული მალე გამოვლინდება - რა უნდა იცოდე YouTube რეალითი შოუს შესახებ?

news image
mbc image

საქართველოს ბანკმა ქართული YouTube ეკოსისტემისა და კრეატორების გაძლიერების მიზნით, პირველი მასშტაბური ქართული რეალითი შოუ “Creator” შექმნა.

პროექტის მერვე ეპიზოდში უკვე გამოვლინდნენ პროექტის ფინალისტები, რომლებიც ერთმანეთს საბოლოო დავალების შესრულებაში შეეჯიბრებიან. ეპიზოდის სანახავად გადადით ბმულზე.

Creator-ის ფინალისტები გახდნენ:

მთელი პროექტის განმავლობაში დამწყებ იუთუბერებს აფასებენ, გამოცდილებას უზიარებენ და ახალ დავალებებს აძლევენ უკვე კარგად გამოცდილი და ცნობილი კრეატორები: დათო ალავიძე (ჰიტა), გიორგი მახარაშვილი (საეჭვო კაცი) და ნიკა კაკოიშვილი (კაკო). ამასთან, მუდმივ ჟიურისთან ერთად ყოველ ეპიზოდს ჰყავს მოწვეული სტუმარი, იუთუბერი მენტორი, რომელიც დამწყებ კრეატორებს საკუთარ გამოცდილებასა და რჩევებს უზიარებს და ეხმარება დავალების შესრულებაში.

“საქართველოში კრეატორობის კულტურა ჯერ კიდევ ბავშვობის ასაკშია. ბევრი ტალანტია, მაგრამ ეკოსისტემა სუსტია - ბრენდები ჯერ კიდევ ტრადიციულ მედია მოდელებზე ორიენტირდებიან, შესაბამისად  არ არის სტაბილური მონეტიზაციის პლატფორმები. Creator-ის მეშვეობით პირველად გაჩნდა სივრცე, სადაც დამწყებებს აქვთ შესაძლებლობა, საკუთარ იდეას მისცენ ფორმა, მოისმინონ პროფესიონალების რეალური კრიტიკა და მიიღონ წვდომა განვითარებისთვის საჭირო რესურსებზე”, - აღნიშნავს ნიკა კაკოიშვილი (კაკო).

“ხარისხი არ არის აპარატურა/ტექნიკა. ხარისხი ხარ შენ - კრეატორობის კულტურა საქართველოში გეომეტრიული პროგრესიით იზრდება. ყოველ წელს გაცილებით მეტი  წარმატებული კრეატორია ვიდრე გასულ წელს. ახალბედა კრეატორისთვის ყველაზე დიდი პრობლემა, ალბათ, გამოცდილების არქონაა. ასეთი პროექტები კი შესაძლებლობაა მონაწილეებისთვის - გახდნენ წარმატებულები. ამ პროექტის ერთ-ერთ მთავარ ღირებულებად სწორედ გამოცდილების გაზიარებას ვხედავ, საწყისი ნაბიჯების საჯაროობას უკუკავშირთან ერთად... ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა, როგორ უნდა გახდე იუთუბერი ეგ თავისთავად საინტერესო მოგზაურობაა”, - აღნიშნავს დათო ალავიძე (ჰიტა).

 

“იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც სურდათ YouTube სივრცეში შემოსვლა, მაგრამ შიში ჰქონდათ და ვერ იწყებდნენ, ვერ დგამდნენ ამ ნაბიჯს, რადგან არ იცოდნენ, რა ხდება ყოველი ვიდეოს უკან - ეს პროექტი მნიშვნელოვანი გამოცდილება აღმოჩნდა, რადგან მისი  მეშვეობით ჰქონდათ შესაძლებლობა, გასცნობოდნენ შიდა სამზარეულოს, ენახათ როგორ უნდა განვითარდნენ და რომ ეს არც თუ ისე რთულია. 8 ადამიანი, რომელიც პროექტის პირველ ეტაპებზე შეირჩა, გახდა ნათელი მაგალითი და ინსპირაცია ამ ხალხისთვის და შეხსენება, რომ ტელეფონით გადაღებული ვიდეოებითაც რომ დაიწყო, გაქვს შესაძლებლობა, მიაღწიო ძალიან დიდ მწვერვალს”, - აღნიშნავს მახარა (საეჭვო კაცი).

“საქართველოს ბანკის YouTube გადაცემა Creator-ი, უკვე მერვე ეპიზოდია მაყურებელს საინტერესო გამოწვევებსა და დავალებებს სთავაზობს. მიზანი უცვლელია - ერთი მხრივ, ხელი შევუწყოთ დამწყები კრეატორების განვითარებასა და გაძლიერებას, მეორე მხრივ კი გამოცდილ კრეატორებს მივცეთ შესაძლებლობა, შექმნან კიდევ უფრო მეტად საინტერესო კონტენტი. შედეგად, Creator-ი იქცა სივრცედ, სადაც, გამოცდილი იუთუბერები დამწყებ კრეატორებს უზიარებენ საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას, აუდიტორიის ზრდისთვის საჭირო რჩევებს, დამკვეთებთან ურთიერთობის სპეციფიკას და სხვა. სულ მალე, გადაცემის ფინალისტები გამოვლინდებიან. თუმცა, ჩვენ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ კიდევ უფრო მეტი საინტერესო პროექტის განხორციელებას და ქართული YouTube ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობას”, - აღნიშნავს მარიამ ცანავა, საქართველოს ბანკის ბრენდის მიმართულების ხელმძღვანელი.

თვალი ადევნეთ საქართველოს ბანკის YouTube არხს: https://www.youtube.com/@argacherde

banner image news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image მოემზადე თიბისის Cyber Monday-სთვის

28.11.2026.14:01

თიბისის დაუჯერებელი შავი პარასკევი დასრულდა, თუმცა ბრენდი მომხმარებლებს განსაკუთრებულ შეთავაზებებს კვლავ უმზადებს.

30 ნოემბერს, Cyber Monday-ზე, თიბისის ერთგული Visa საკრედიტო ბარათებით საერთაშორისო პლატფორმებზე შერჩეულ კატეგორიებში შოპინგისას მომხმარებლები 30%-იანი ქეშბექით ისარგებლებენ.

30% ქეშბექი საერთაშორისო ონლაინშოპინგზე - ერთგული Visa საკრედიტო ბარათებით

30 ნოემბერს, ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, ტექნიკის, კოსმეტიკისა და აქსესუარების კატეგორიებში, ნებისმიერ საერთაშორისო ვებგვერდსა თუ აპლიკაციაში ერთგული Visa საკრედიტო ბარათებით ონლაინგადახდისას მომხმარებლებს გადახდილი თანხის 30%, მაქსიმუმ 100 ლარი, ერთგულის ყულაბაში დაუბრუნდებათ. შეთავაზებით სარგებლობა შესაძლებელი იქნება რამდენჯერმე, 100-ლარიანი ლიმიტის ამოწურვამდე.

შეთავაზება არ ვრცელდება Apple Pay-ითა და Google Pay-ით განხორციელებულ გადახდებზე. ქეშბექი კი ერთგულის ყულაბაში ვებგვერდის მხრიდან ტრანზაქციის დადასტურებისთანავე დაერიცხებათ.

ერთგულის ყულაბიდან თანხის გადარიცხვა ნებისმიერ ანგარიშზეა შესაძლებელი, მისი გამოყენება კი ნებისმიერი მიზნობრიობით.

ასევე შეგახსენებთ, რომ თიბისის Cyber Monday-ის ფარგლებში ადგილობრივი შეთავაზებებიც აქვს -Aversi-ში მდებარე ჩიკოს შოურუმებში, Dressup.ge-სა და PSP-ს აპლიკაციასა და ვებგვერდზე.

30% ქეშბექი Aversi-ში მდებარე ჩიკოს შოურუმებში

30 ნოემბერს, ახალი თიბისი ბარათით, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებით ან/და ერთგული საკრედიტო ბარათით ჩიკოს შოურუმებში გადახდისას მომხმარებლები 30%-იან ქეშბექს, მაქსიმუმ 300 ლარს, დაიბრუნებენ.

შეთავაზებით სარგებლობისთვის საჭიროა თიბისის ტერმინალზე ან/და თიბისის გადახდის არხით გადახდა. აქცია მოქმედებს მხოლოდ ჩიკოს პროდუქციაზე და ვრცელდება შემდეგ შოურუმებში: თბილისში, სავაჭრო ცენტრებში „ქარვასლა“ და „ისთ ფოინთი“, ასევე ბათუმში, ბარათაშვილის ქ. N30-ში.

30% ქეშბექი PSP-ს აპლიკაციასა და ვებგვერდზე

30 ნოემბერს, ახალი თიბისი ბარათით ან/და ერთგული საკრედიტო ბარათით მინიმუმ 150 ლარის გადახდისას მომხმარებლები გადახდილი თანხის 30%-ს, მაქსიმუმ 30 ლარს, დაიბრუნებენ. თიბისი კონცეპტის მომხმარებლებისთვის კი, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებით ან ერთგული საკრედიტო ბარათით გადახდისას, ქეშბექის მაქსიმალური ოდენობა 50 ლარია.

 

შეთავაზებით სარგებლობისთვის საჭიროა თიბისის გადახდის არხით გადახდა. აქცია მოქმედებს მხოლოდ ონლაინ მაღაზიებში და არ ვრცელდება Apple Pay-ითა და Google Pay-ით განხორციელებულ გადახდებზე.

დამატებითი 20% ფასდაკლება Dressup.ge-ზე ონლაინშოპინგისას

30 ნოემბერს, ახალი თიბისი ბარათით, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებით ან/და ერთგული საკრედიტო ბარათით Dressup.ge-ზე ონლაინშოპინგისას მომხმარებლები დამატებითი 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ პრომოკოდის - CYBER20-ის შეყვანის შემთხვევაში.

შეთავაზებით სარგებლობისთვის საჭიროა თიბისის გადახდის არხით გადახდა. აქცია მოქმედებს მხოლოდ ონლაინ მაღაზიებში და არ ვრცელდება Dressup.ge-ზე Apple Pay-ითა და Google Pay-ით განხორციელებულ გადახდებზე.

Cyber Monday-ის საერთაშორისო და ადგილობრივი შეთავაზებების დეტალური პირობებისთვის ეწვიეთ თიბისის შეთავაზებების გვერდს.

აიღეთ თიბისი ბარათები და ისარგებლეთ მუდმივად დაუჯერებელი შეთავაზებებით.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა