საქართველოს ბანკის რიგით 30-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა - იდეათეკა ზესტაფონში გაიხსნა
ახალგაზრდებისთვის განათლებისა და შემეცნების შესაძლებლობების შესაქმნელად, საქართველოს ბანკი ქვეყნის მასშტაბით საგანმანათლებლო ინიციატივების განხორციელებას განაგრძობს.
სწორედ ამ მიზნით, საქართველოს ბანკი სხვადასხვა რეგიონის საჯარო სკოლებში თანამედროვე ბიბლიოთეკებს - იდეათეკებს ქმნის.
საქართველოს ბანკის რიგით 30-ე იდეათეკა რევაზ მუმლაძის სახელობის ქალაქ ზესტაფონის №7 საჯარო სკოლაში ბანკის პარტნიორთან, კომპანია “საქკაბელთან” ერთად გაიხსნა. ახალი სივრცე სკოლის 1 300-ზემეტი მოსწავლისთვის ცოდნის გაღრმავების, ახალი ინტერესების აღმოჩენისა და იდეების განვითარებისშესაძლებლობებს შექმნის.
თანამედროვე ბიბლიოთეკები მოსწავლეებს აძლევს წვდომას 2 000-მდე წიგნისგან დაკომპლექტებულმრავალფეროვან ბიბლიოთეკაზე, კომპიუტერებზე, პროექტორებსა და STEM კუთხეზე. იდეათეკებიახალგაზრდებს ეხმარება, განაგრძონ შემეცნება, განივითარონ კრიტიკული აზროვნება და აღმოაჩინონ საკუთარი შესაძლებლობები.
ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკის იდეათეკების პროექტი ახალგაზრდებისთვის განათლებისა და განვითარების შესაძლებლობების შექმნას ისახავს მიზნად. რიგით 30-ეიდეათეკის გახსნა კი ამ ინიციატივის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია.
საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს: ganatleba.bog.ge
სხვა სიახლეები
„ბიოგრაფი ლივინგის“ საცხოვრებელ პროექტში „ჰისნი“ ბინების გაყიდვები იწყება
03.11.2026.16:29
„ბიოგრაფი ლივინგის“ საცხოვრებელ პროექტში „ჰისნი“, რომელიც ისანში, ქეთევან დედოფლის გამზირის 69-ში, ისნის მეტროს მოპირდაპირედ მდებარეობს, ბინების წინასწარი გაყიდვები იწყება. წინასწარი გაყიდვების ეტაპზე, მხოლოდ 3 დღის განმავლობაში 5, 6 და 7 ნოემბერს, მომხმარებლებს ექნებათ შესაძლებლობა, ლიმიტირებულ ბინებზე ექსკლუზიური, განსაკუთრებული პირობებით ისარგებლონ და სასურველი ბინა საუკეთესო ფასად შეიძინონ. პროექტში ასევე, მოქნილი გადახდის პირობებია, ბინის შეძენა შესაძლებელია პირველადი შენატანის გარეშე, თვეში მხოლოდ 465 დოლარიდან.
„ჰისნი“ კომპანიის ყველაზე მასშტაბური პროექტია, რომელიც თანამედროვე არქიტექტურას, მრავალფუნქციურ ინფრასტრუქტურასა და ცხოვრების სრულიად ახალ სტანდარტს აერთიანებს. პროექტის ჯამური ინვესტიცია 130 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს და ის საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
ოთხი 36-სართულიანი თაუერისგან შემდგარი პროექტი „ჰისნი“ საცხოვრებელ, საოფისე, კომერციულ და საპარკინგე სივრცეებს მოიცავს. ასევე, მულტიფუნქციური პროექტი აერთიანებს 40 000 კვადრატული მეტრის სავაჭრო ცენტრს, 8 000 კვადრატული მეტრის რეკრეაციულ სივრცეს, 25-მეტრიან აუზს, პადელის კორტს, კალათბურთისა და ფეხბურთის მოედნებს, თანამედროვე ფიტნესდარბაზსა და კაფე-რესტორნებს.
„სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ 3 წლის განმავლობაში „ბიოგრაფი ლივინგი“ უკვე 10 პროექტს ახორციელებს. მათ შორის ყველაზე მასშტაბური პროექტია - „ჰისნი“, სადაც ახლა ბინების წინასწარ გაყიდვებს ვიწყებთ. პირველ და მეორე თაუერში ბინების 95% უკვე გაყიდულია, რაც პროექტის მიმართ საზოგადოების უდიდეს ნდობასა და ინტერესს ადასტურებს. შესაბამისად, წინასწარი გაყიდვების ეტაპი საუკეთესო შესაძლებლობაა მათთვის, ვისაც სურს გახდეს ამ გამორჩეული კომპლექსის ნაწილი და შეიძინოს ბინა ყველაზე ხელსაყრელი პირობებით,“ - აცხადებს ვასილ ფხაკაძე, „ბიოგრაფი ლივინგის“ აღმასრულებელი დირექტორი.
„საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია ისეთი დეველოპერული პროექტების მხარდაჭერა, რომლებიც თანამედროვე საცხოვრებელი გარემოს შექმნასა და ქალაქის ურბანულ განვითარებას უწყობს ხელს. „ჰისნი“ თავისი მასშტაბითა და მრავალფუნქციური კონცეფციით ამის კარგი მაგალითია. მოხარულები ვართ, რომ „ბიოგრაფი ლივინგთან“ მრავალწლიან თანამშრომლობას ვაგრძელებთ და ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაშიც ერთად ვმონაწილეობთ“, - განაცხადა ერეკლე ვაშაყმაძემ, საქართველოს ბანკის კორპორაციული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ.
„ბიოგრაფი ლივინგის“ მიზანია ურბანული გარემოს განახლება და დეველოპერულ ბაზარზე ცხოვრების თანამედროვე სტანდარტების შექმნა. კომპანიის ყველა პროექტი 15-წუთიანი ქალაქის კონცეფციით ვითარდება, რაც მობინადრეებს საშუალებას აძლევს, საცხოვრებელი გარემოდან ფეხით სავალ მანძილზე მიიღონ ყოველდღიური ცხოვრებისთვის საჭირო ძირითადი სერვისები. „ბიოგრაფი ლივინგის“ მშენებარე პროექტების გაყიდვების მაჩვენებელი 75%-ს აღემატება, რაც კომპანიის პროექტების მიმართ მზარდ ინტერესსა და ნდობას ადასტურებს.