საქართველოს ბანკის საახალწლო შეთავაზებები
საქართველოს ბანკის მომხმარებლების წახალისებას აგრძელებს. ამჯერად, ბანკმა, ლოიალურობის პროგრამის ფარგლებში, PLUS ბარათის მფლობელებს წინასაახალწლო შეთავაზებები მოუმზადა.
გაეცანით შეთავაზებებს, რომლებიც ნებისმიერი ასაკისა და გემოვნების ადამიანის სურვილებსმოერგება.
საქართველოს ბანკის PLUS ბარათით გადახდისას, შესაძლებლობა გაქვთ დაიბრუნოთ დახარჯული თანხა PLUS ქულებად.
*ქეშბექით სარგებლობისთვის, აუცილებელია შეთავაზება საქართველოს ბანკის მობილბანკში გაიაქტიუროთ.
PLUS ქულების გადახდისას კი მიიღეთ ფასდაკლება შემდეგ მაღაზიებში:
29–30 დეკემბერს კი, ნებისმიერ მარკეტში მინიმუმ 50 ლარის გადახდისას 10-ჯერ მეტ PLUS ქულას დააგროვებთ. (მაქსიმუმ 20,000 PLUS ქულა)
საქართველოს ბანკის ყველა შეთავაზებას შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.