საქართველოს ბანკის საახალწლო შეთავაზებები მოსწავლეებისთვის
საქართველოს ბანკმა, მოსწავლეებს საახალწლო შეთავაზებები მოუმზადა.
შეთავაზების ფარგლებში, მოსწავლეები, ჩამოთვლილ მაღაზიებში, საქართველოს ბანკის sCool card-ით გადახდისას, სხვადასხვა ქეშბექით ისარგებლებენ.
ინფორმაციისთვის, შეთავაზებებით სარგებლობისთვის აუცილებელია მათი sCoolApp-შიგააქტიურება.
25 დეკემბერი - Dressup-ის ონლაინ მაღაზიასა და აუთლეტში 40%-იანი ქეშბექი; (მაქსიმუმ 50 ლარი)
26 დეკემბერი - Kiko Milano-ში 50%-იანი ქეშბექი; (მაქსიმუმ 50 ლარი)
27 დეკემბერი - Board Game Corner – ში 50%-იანი ქეშბექი; (მაქსიმუმ 100 ლარი)
28 დეკემბერი - Sulakauri Publishing - 40%-იანი ქეშბექი; (მაქსიმუმ 50 ლარი)
29 დეკემბერი - Ici Paris - 30%-იანი ქეშბექი; (მაქსიმუმ 50 ლარი)
30 დეკემბერი - Miniso - 40%-იანი ქეშბექი. (მაქსიმუმ 50 ლარი)
ეს და სხვა საინტერესო შეთავაზებები მოსწავლეებს მათ საყვარელ აპლიკაცია sCoolApp-შიდახვდებათ.
sCoolApp-ს ყოველდღიურად უკვე 150,000-ზე მეტი ბავშვი იყენებს. თუ თქვენს შვილს ჯერარ აქვს sCool Card-ი, მას ძალიან მარტივად, მობილბანკის დახმარებით, უფასოდშეუკვეთავთ და ციფრულ ბარათს სულ რამდენიმე წამში გაუაქტიურებთ. აპლიკაცია sCoolApp - ის გადმოწერას კი ამ ლინკზე შეძლებთ.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.