საქართველოს ბანკის საახალწლო შეთავაზებები სტუდენტებისთვის
საქართველოს ბანკმა, ლოიალურობის პროგრამის ფარგლებში, სტუდენტებს საახალწლო შეთავაზებები მოუმზადა.
შეთავაზების ფარგლებში, სტუდენტებს, ჩამოთვლილ მაღაზიებში, საქართველოს ბანკის Student card-ით გადახდისას, თანხის ნაწილს უკან დაიბრუნებთ.
25 დეკემბერი - Dressup-ის ონლაინ მაღაზიასა და აუთლეტში 40%-იანი ქეშბექი;(მაქსიმუმ 100 ლარი)
26 დეკემბერი - Kiko Milano-ში 50%-იანი ქეშბექი;(მაქსიმუმ 50 ლარი)
27 დეკემბერი - Board Game Corner – ში 50%-იანი ქეშბექი; (მაქსიმუმ 100 ლარი)
28 დეკემბერი - Sulakauri Publishing - 40%-იანი ქეშბექი; (მაქსიმუმ 50 ლარი)
29 დეკემბერი - Ici Paris – 30%-იანი ქეშბექი; (მაქსიმუმ 100 ლარი)
30 დეკემბერი - Miniso - 40%-იანი ქეშბექი; (მაქსიმუმ 50 ლარი)
22-31 დეკემბერი - Beko - ს მაღაზიებში Beko-სა და HP-ის ლეპტოპებზე 20%-იანი ქეშბექი. (მაქსიმუმ 300 ლარი)
საქართველოს ბანკის Student card-ის აღება შეგიძლიათ ყველას, თუ ხართ 18-23 წლის. მას ძალიანმარტივად, ონლაინ შეუკვეთავთ და ციფრულ ბარათს სულ რამდენიმე წამში გაიაქტიურებთ.
საქართველოს ბანკის ყველა შეთავაზება შეგიძლიათ ნახოთ აქ.
სხვა სიახლეები
მსოფლიო რაგბის მომავალი საქართველოში იკრიბება - 27 ივნისიდან ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი იწყება
16.06.2026.15:11
27 ივნისს, საქართველოში რაგბის ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი იწყება. ეს არის ტურნირი, რომელიც ახალგაზრდა მორაგბეებს საერთაშორისო ასპარეზზე თავის წარმოჩენის შესაძლებლობას აძლევს და სწორედ, აქ იბადებიან მომავალი ვარსკვლავები.
2017 წლის შემდეგ, საქართველო ამ პრესტიჟულ ჩემპიონატს უკვე მეორედ მასპინძლობს. 2017 წელს, ტურნირის წარმატებით ჩატარების შედეგად, მსოფლიო რაგბიმ 2026 წლის ახალი, გაფართოებული ფორმატის, ახალგაზრდული მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობაც საქართველოს ანდო. წლევანდელ მსოფლიო ჩემპიონატზე 12-ის ნაცვლად 16 გუნდი იასპარეზებს, რაც კონკურენციას ამძაფრებს და შედეგად, ტურნირისადმი ინტერესს კიდევ უფრო ზრდის.
ტურნირი 27 ივნისიდან 18 ივლისის ჩათვლით გაიმართება. მატჩებს თბილისი ავჭალის სტადიონი და ქუთაისის აია არენა უმასპინძლებენ; ხოლო ფინალური და მესამე ადგილისთვის შეხვედრები მიხეილ მესხის სტადიონი ჩატარდება.
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ა ჯგუფში, მოქმედ ჩემპიონს - სამხრეთ აფრიკას, უელსსა და ურუგვაის დაუპირისპირდება. ბ ჯგუფში ახალი ზელანდია, იტალია, შოტლანდია და იაპონია მოხვდნენ; გ ჯგუფში არგენტინა, ინგლისი, ირლანდია და აშშ ითამაშებენ; დ ჯგუფში - საფრანგეთი, ავსტრალია, ესპანეთი და ფიჯი.
როცა ახალგაზრდა სპორტსმენები მსოფლიო ასპარეზზე გასასვლელად ემზადებიან, ყველაზე მნიშვნელოვანი ხშირად არა მხოლოდ ნიჭი, არამედ რწმენაა - საკუთარი თავის, გუნდისა და მომავლის რწმენა. სწორედ, ამიტომ არის თიბისი ქართული რაგბის მხარდამჭერი. გვჯერა, რომ შესაძლებლობების დანახვა და მათი მხარდაჭერა ქმნის გამარჯვების საფუძველს - როგორც სპორტში, ისე ცხოვრებაში.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია TKT-ზე, სადაც თიბისის მოსწავლის ბარათზე 50%-იანი ფასდაკლება იმოქმედებს: https://tkt.ge/show/31504/ragbi-u20-msoflio-chempionati