მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

საქართველოს ბანკის საჩუქრების კამპანია გრძელდება – გახსენით ანგარიში ბიზნეს მობილბანკით

news image
mbc image

საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას და თანამედროვე ციფრული სერვისებისგანვითარებას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ბანკი აგრძელებს საჩუქრების კამპანიას, რომელიც ბიზნესებისთვის სხვადასხვა ბენეფიტს აერთიანებს. მათ შორისაა:

  • Mastercard ბიზნეს ბარათი საჩუქრად, რომელზეც ნებისმიერი გადახდისას 2%-იანი ქეშბექიდაერიცხებათ (მაქსიმუმ 500 ლარამდე);
  • ბიზნეს ნაკრები M პაკეტი საკომისიოს გარეშე 3 თვის განმავლობაში – პაკეტი აერთიანებს ყველაზემოთხოვნად საბანკო სერვისებს, მათ შორის გადარიცხვებს შეღავათიანი ტარიფით, მეტ უფასოპროდუქტსა და კომუნალურ გადახდებს ყოველთვიურად, განაღდების მაღალ ლიმიტს და ა.შ.;
  • საკომისიოს გარეშე გადარიცხვები ეროვნულ ვალუტაში (სახაზინოს ჩათვლით) ან საკომისიოს გარეშეგადარიცხვებს უცხოურ ვალუტაში;
  • ფულადი პრიზები: 

-        100 ლარი – ყოველი მე-1000 ტრანზაქციისთვის;

-        12 500 ლარი – ყოველი მე-10 000 ტრანზაქციისთვის.

აღსანიშნავია, რომ კამპანიაში ჩართვა შეუძლიათ იურიდიულ პირებს, რომლებსაც 1 აპრილის შემდეგ ბიზნესმობილბანკი ან ინტერნეტბანკი არ გამოუყენებიათ, ასევე - ბიზნესებს, რომლებსაც საქართველოს ბანკში ანგარიში აქამდე არ ჰქონიათ, ან ახლა მიიღებენ ინდ. მეწარმის ან შპს-ს სტატუსს ბანკის ფილიალში.

ცნობისთვის, საქართველოს ბანკმა ბიზნესის დაწყების პროცესი გაამარტივა. მსურველებს შესაძლებლობააქვთ, ბანკის ფილიალებში გაიარონ სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაცია, მიიღონ შპს-ს ან ინდ. მეწარმის სტატუსი, ადგილზევე ან ბიზნეს მობილბანკიდანვე გახსნან ანგარიში და კამპანიაში ჩაერთონ.

საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკში ანგარიშის გახსნა სულ რაღაც 2 წუთშია შესაძლებელი. პლატფორმა არა მხოლოდ ანგარიშის გახსნას, არამედ ყოველდღიური 

ფინანსური ოპერაციების სწრაფად და მარტივად მართვას უზრუნველყოფს. ბიზნესს შეუძლია, ნებისმიერდროს, ნებისმიერი ადგილიდან განახორციელოს გადარიცხვები, გადაიხადოს კომუნალური გადასახადები, გააკონტროლოს ბალანსი და შეასრულოს სხვა ტრანზაქციები.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესს თანამედროვე ციფრულ სერვისებზე მარტივად ჰქონდეს წვდომადა რეალური სარგებელი მიიღოს. სწორედ ამიტომ ბიზნეს მობილბანკში ანგარიშის გახსნა სულ რამდენიმეწუთშია შესაძლებელი. საჩუქრების კამპანიით კი ჩვენ დამატებით შესაძლებლობებს ვუზიარებთ  ჩვენს მომხმარებლებს. რაც მთავარია, არ ვჩერდებით და მომავალში კვლავ არაერთ საინტერესო ინიციატივას შევთავაზებთ ბიზნესს”, – აცხადებენ საქართველოს ბანკში.

გაიგეთ მეტი კამპანიის შესახებ საქართველოს ბანკის ვებგვერდიდან, გადმოწერეთ ბიზნეს მობილბანკი, ხოლო თუ ჯერ არ ხართ მომხმარებელი, გახსენით ანგარიში მარტივად, ონლაინ.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა