მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

საქართველოს ბანკის საჩუქრების კამპანია მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად გრძელდება

news image
mbc image

საქართველოს ბანკი აქტიურად აგრძელებს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას, თანამედროვე ციფრული ეკოსისტემის განვითარების და დამატებითი რესურსების გაზიარების გზით. სწორედ ამიტომ, 23 ივნისიდან საქართველოს ბანკმა დაიწყო საჩუქრების კამპანია, რომელიც ბიზნეს მომხმარებლებს არაერთ ბენეფიტს სთავაზობს:

კამპანიის ფარგლებში ბიზნესებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ:

Mastercard ბიზნეს ბარათი საჩუქრად და ქეშბექი — კამპანიაში ჩართული ბიზნესები მიიღებენ Mastercard ბიზნეს ბარათს, რომელზეც ნებისმიერი გადახდისას 2%-იანი ქეშბექი დაერიცხებათ (მაქსიმუმ 500 ლარამდე);
ბიზნეს ნაკრები M პაკეტი 3 თვის განმავლობაში სრულიად საკომისიოს გარეშე — ეს პაკეტი აერთიანებს ყველაზე მოთხოვნად საბანკო სერვისებს: გადარიცხვებს შეღავათიანი ტარიფით, მეტ უფასო პროდუქტსა და კომუნალურ გადახდებს საკომისიოს გარეშე ყოველთვიურად, განაღდების მაღალ ლიმიტს და ა.შ. პაკეტის გააქტიურება შესაძლებელია საქართველოს ბანკის ციფრული არხების — ბიზნეს მობილბანკის და ინტერნეტბანკის — მეშვეობით.

გადარიცხვები საკომისიოს გარეშე - ბიზნესებს შესაძლებლობა აქვთ, აირჩიონ ორი ვარიანტიდან ერთ-ერთი:
• გადარიცხვები ლარში (სახაზინოს ჩათვლით) — საკომისიოს გარეშე;

• უცხოურ ვალუტაში გადარიცხვები — საკომისიოს გარეშე.

ფულადი პრიზების გათამაშება — ყველა მომხმარებელი, რომელიც განახორციელებს მინიმუმ 50 ლარიან გადარიცხვას, ავტომატურად ერთვება გათამაშებაში, სადაც შეუძლია მიიღოს:

• 100 ლარი — ყოველი მე-1000 ტრანზაქციისთვის;

• 12 500 ლარი — ყოველი მე-10 000 ტრანზაქციისთვის.

გათამაშებაში მონაწილეობს როგორც ეროვნულ, ისე უცხოურ ვალუტაში გადარიცხვები, მათ შორის — სახაზინო გადარიცხვებიც.

კამპანიაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:

• იურიდიულ პირებს, რომლებსაც 23 ივნისამდე არ ჰქონიათ ანგარიში საქართველოს ბანკში და 30 სექტემბრამდე გახსნიან მას დისტანციურად;

• იურიდიულ პირებს, რომლებიც ბიზნესს (შპს ან ინდ. მეწარმე) დაარეგისტრირებენ საქართველოს ბანკის ფილიალში და იქვე გახსნიან ბიზნეს ანგარიშს;

• იურიდიულ პირებს, რომლებსაც 1 აპრილის შემდეგ არ გამოუყენებიათ საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკი ან ინტერნეტბანკი.

მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესის დაწყების მსურველებს საქართველოს ბანკის ფილიალებშიც შეუძლიათ შპს-ს რეგისტრაცია ან ინდ. მეწარმის სტატუსის მიღება და ბიზნეს ანგარიშის ადგილზე გახსნა, რაც პროცესს მაქსიმალურად ამარტივებს.

„ჩვენი მიზანია, გავამარტივოთ ბიზნესებისთვის საბანკო ოპერაციებზე წვდომა და მათ ციფრული არხების გამოყენებისას რეალური სარგებელი შევთავაზოთ. სწორედ ამიტომ, აღნიშნული კამპანიით მცირე და საშუალო ბიზნესს არაერთ ბენეფიტს ვთავაზობთ. ამავდროულად, ბანკის ფილიალებში ბიზნესის რეგისტრაციის შესაძლებლობა კიდევ ერთი ნაბიჯია მეწარმეობის ხელშეწყობისკენ და მოხარული ვართ, რომ ამ კუთხით ინტერესი მზარდია“, – აცხადებენ საქართველოს ბანკში.

კამპანიაში გათვალისწინებული ბენეფიტებით სარგებლობა შესაძლებელია როგორც 

ბიზნეს მობილბანკიდან და ინტერნეტბანკიდან. 


თუ ჯერ არ ხართ საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებელი — გახსენით ბიზნეს ანგარიში ონლაინ სულ რაღაც 2 წუთში.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა