საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო შეთავაზებები PLUS ბარათის მომხმარებლებს
საქართველოს ბანკი განაგრძობს მომხმარებლებისთვის საგანმანათლებლო მიმართულებით დამატებითი შესაძლებლობების გაზიარებას. ამჯერად, PLUS ბარათის მომხმარებლებისთვის, ბანკმა წიგნის მაღაზიებთან, სასწავლო დაწესებულებებთან და საკანცელარიო ობიექტებთან ერთად სპეციალური შეთავაზებები შექმნა.
5-ჯერ მეტი PLUS ქულა ლიბრაში
5 მაისის ჩათვლით, მომხმარებლები ლიბრას ფიზიკურ ობიექტებში PLUS ბარათით გადახდისას 5-ჯერ მეტ PLUS ქულას დააგროვებენ.
ლიბრა მომხმარებელს სთავაზობს სასკოლო, სამხატვრო და უცხოურ ლიტერატურას, ასევე საკანცელარიო ნივთების ფართო არჩევანს. ლიბრას ფილიალების შესახებ ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ შეთავაზების ბმულს.
10-ჯერ მეტი PLUS ქულა Books From Past-ში
წლის ბოლომდე Books From Past-ში PLUS ბარათით გადახდისას მომხმარებლები 10-ჯერ მეტ PLUS ქულას დააგროვებენ.
Books From Past წიგნების მაღაზიაა თბილისის ისტორიულ უბანში, გიორგი ახვლედიანის 10 ნომერში. აქ მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს იშვიათი წიგნები და ჟურნალები.
10-ჯერ მეტი PLUS ქულა Colligen-ში
Colligen სასწავლო პლატფორმაა, სადაც შესაძლებელია სხვადასხვა კურსის გავლა. PLUS ბარათის მფლობელებისთვის ივნისის ბოლომდე მოქმედებს სპეციალური შეთავაზება — 10-ჯერ მეტი PLUS ქულა.
10-ჯერ მეტი PLUS ქულა Linton Academy-ში
Linton Academy არის განათლების საერთაშორისო ცენტრი მოკლევადიანი და გრძელვადიანი სასწავლო პროგრამებისთვის. აკადემია სასწავლო პროგრამებს სთავაზობს პროფესიული ცოდნისა და უნარების გაღრმავებით დაინტერესებულ პირებს. აკადემიაში ივნისის ბოლომდე PLUS ბარათით გადახდისას 10-ჯერ მეტ PLUS ქულას მიიღებთ.
10-ჯერ მეტი PLUS ქულა Orgservice-ში
31 აგვისტოს ჩათვლით Orgservice-ის ნებისმიერ ფილიალში PLUS ბარათით გადახდისას მომხმარებლები მიიღებენ 10-ჯერ მეტ PLUS ქულას. Orgservice მომხმარებელს სთავაზობს საკანცელარიო ნივთების ფართო ასორტიმენტს, როგორც სასკოლო, ისე სამხატვრო ხაზით.
ინფორმაციისთვის, დაგროვებული PLUS ქულების გამოყენება შესაძლებელია იმავე ობიექტებში, სასურველი პროდუქციის შესაძენად ან მომსახურების მისაღებად.
აღნიშნული შეთავაზებები საქართველოს ბანკის ლოიალურობის პროგრამის ნაწილია. ფინანსური ინსტიტუტი უკვე მრავალი წელია, მომხმარებლებს სხვადასხვა ტიპის შეთავაზებით ცხოვრების სტილის უკეთ გამოხატვაში ეხმარება. PLUS, AmEX, sCool და სტუდენტური ბარათების მეშვეობით, ბანკი ყველა ასაკის მომხმარებელს საკუთარ ინტერესებზე მორგებულ შეთავაზებებს უმზადებს. აღმოაჩინეთ მრავალფეროვანი შეთავაზებები, სპეციალური პირობები თუ ქეშბექები Offers.bog.ge-ზე.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.