საქართველოს ბანკის საგაზაფხულო შეთავაზებები
საქართველოს ბანკი ერთგული მომხმარებლების წახალისებას აგრძელებს და ლოიალურობის პროგრამის ფარგლებში, მათ საგაზაფხულო შეთავაზებები მოუმზადა.
შეთავაზების ფარგლებში, ჩამოთვლილ მაღაზიებში საქართველოს ბანკის სხვადასხვა ბარათით სარგებლობისას სხვადასხვა ბენეფიტს მიიღებთ.
6, 7 და 8 მარტს შეიძინეთ სამზარეულოს ინვენტარი BergHOFF-ში, გადაიხადეთ PLUS ბარათით და მიიღეთ 20% ქეშბექი. (მაქსიმუმ 200 ლარი)
8 მარტს, Beko -ს ფიზიკურ და ონლაინ მაღაზიებში საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით გადახდისას მიიღეთ 20% ქეშბექი (მაქსიმუმ 300 ლარი).
8 მარტს, Wolt+-ის მომხმარებლები Wolt-ის შერჩეულ კატეგორიებში PLUS ბარათით გადახდისას მინიმუმ 100 ლარიან შენაძენზე 30 ლარს დაიბრუნებენ Wolt-ის ანგარიშზე.
!ინფორმაციისთვის, შეთავაზება ვრცელდება მხოლოდ Wolt+ მომხმარებლებზე, არ მოქმედებს pick-up შეკვეთებზე და wallet-ით გადახდისას.
შეთავაზების და შერჩეული კატეგორიების შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ.
10, 11 და 12 მარტს კი Pharmadepot-სა და GPC-ში მინიმუმ 100 ლარის შენაძენზე მომხმარებლებს 30 ლარი დაუბრუნდებათ ქეშბექის სახით.
!ინფორმაციისთვის, შეთავაზება მოქმედებს საქართველოს ბანკის ყველა ფიზიკური პირის ბარათზე როგორც ფიზიკურ ფილიალებში, ასევე ონლაინ. ფიზიკურ ფილიალებში გადახდა შესაძლებელია როგორც wallet-ით, ისე ფიზიკური ბარათით, ხოლო ონლაინ - მხოლოდ ბარათის მონაცემების შეყვანით.
საკრედიტო AmEx ბარათით გადახდისას მიიღეთ MR ქულების ქეშბექი:
საქართველოს ბანკის PLUS ბარათით გადახდისას, შესაძლებლობა გაქვთ დაიბრუნოთ დახარჯული თანხა PLUS ქულებად:
შეთავაზებით სარგებლობისთვის, აუცილებელია შეთავაზების მობილბანკში გააქტიურება.
გარდა ამისა, 6, 7 და 8 მარტს, პარტნიორ ობიექტებში PLUS ბარათით გადახდისას 10X PLUS ქულას დააგროვებთ. (მაქსიმუმ 10,000 PLUS ქულა)
სახლი და ოჯახი - Villeroy & Boch, ლივინი, comfo design, სომა ჰოუმი, ადელიო; შოპინგი - ჰამო, ოვერდოზი, ჯომა; ყვავილები - ანეს ყვავილები, ლავანდერ; აქსესუარები - სვაროვსკი, პილგრიმ, კოსმო, ტრესორი, მანდარინა; თავის მოვლა -ადენ კოსმეტიკი, კოტესი, სკინუმ; კვება - განჯინა, ლუნატიკი, ბუკას ბეიქერი, ვარდო.
ასევე, 6-8 მარტს, მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვაზე რომელიც ბაზარი ორბელიანზე იმართება, PLUS ბარათით გადახდისას მომხმარებლები 20-ჯერ მეტ PLUS ქულას დააგროვებენ (მაქსიმუმ 10,000 PLUS ქულა).
შეთავაზების დეტალები და ობიექტების ჩამონათვალი იხილეთ აქ.
სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, საქართველოს ბანკის Student Card - ით გადახდისას მიიღონ ქეშბექი:
მოსწავლეები კი საქართველოს ბანკის sCool Card-ით სარგებლობისას ქეშბექს მიიღებენ:
ყველა შეთავაზებას შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.
სხვა სიახლეები
40+ პროექტი, 500 000-ზე მეტი ბენეფიციარი - გაეცანით საქართველოს ბანკის მიერ შექმნილ განათლების შესაძლებლობებს
17.11.2026.17:43
საქართველოს ბანკის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიდგომა ეფუძნება გრძელვადიან ინვესტიციას საზოგადოების განვითარებასა და გაძლიერებაზე ორიენტირებულ სფეროებში. ბანკის მიზანია, ადამიანებს შეუქმნას შესაძლებლობები, რათა მათ ისწავლონ მეტი, მიიღონ საჭირო ცოდნა და უნარები, დასაქმდნენ, განავითარონ საკუთარი საქმიანობა და წვლილი შეიტანონ ქვეყნის განვითარებაში. ბანკის CSR მიმართულება მოიცავს განათლებას, ბიზნესის მხარდაჭერას და დასაქმებას.
საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო მიმართულება 40-ზე მეტ პროექტს აერთიანებს და ოთხ ძირითად პრიორიტეტს ეფუძნება: საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდას, STEM განათლების ხელშეწყობასა და ფინანსური წიგნიერების განვითარებას.
აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი განათლების შესაძლებლობები:
იდეათეკები
იდეათეკა მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცეა, რომელიც მოსწავლეებს აძლევს წვდომას წიგნებზე, ტექნოლოგიებსა და მრავალფეროვან საგანმანათლებლო რესურსებზე. პროექტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონებისთვის, მათ შორის მაღალმთიანი, საზღვრისპირა და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული დასახლებებისთვის. დღეს საქართველოს ბანკის იდეათეკები 11 რეგიონის 30 სკოლაში ფუნქციონირებს.
ინიციატივის ფარგლებში, იდეათეკები უკვე 23 000-ზე მეტი მოსწავლისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობებს.
საქართველოს ბანკის სტიპენდიები ადგილობრივ უნივერსიტეტებში
საქართველოს ბანკი ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის 24 პარტნიორ უნივერსიტეტში სასტიპენდიო პროგრამას ახორციელებს. პროგრამის ფარგლებში კი ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ სწავლის სრული დაფინანსება.
საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადების მიღება მიმდინარეობს და 30 ნოემბერს დასრულდება. დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს.
გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია მომავალი არქიტექტორებისთვის
საქართველოს ბანკის სათავო ოფისის ავტორის, გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია არქიტექტურისა და მასთან დაკავშირებული სფეროების სტუდენტებს პროფესიული განვითარების შესაძლებლობას აძლევს. ინიციატივის ფარგლებში, სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ სწავლის სრული დაფინანსება ოთხ პარტნიორ უნივერსიტეტში.
საქართველოს ბანკის გიორგი ჩახავას სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადების მიღება მიმდინარეობს და 30 ნოემბერს დასრულდება. დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს.
საქართველოს ბანკის ინიციატივის ფარგლებში, უკვე გამოვლინდა 500-ზე მეტი სტიპენდიატი.
ბანკი ასევე ქმნის საერთაშორისო განათლების შესაძლებლობებს. ყოველწლიურად, საქართველოს ბანკი Fulbright-ის, Chevening-ის, ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სასტიპენდიო პროგრამის და UWC-ის სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში საკუთარ სტიპენდიატებს ავლენს.
საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამების ფარგლებში უკვე გამოვლინდა საქართველოს ბანკის 60-ზე მეტი სტიპენდიატი.
AI სტიპენდია გოგოებისთვის
ხელოვნური ინტელექტის განვითარებასთან ერთად, საქართველოს ბანკმა პარტნიორ ორგანიზაციებთან და აკადემიებთან ერთად გოგოებისთვის სპეციალური AI სტიპენდია შექმნა. პროგრამა მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევს, ისწავლონ ხელოვნური ინტელექტი და აღმოაჩინონ ახალი პროფესიული შესაძლებლობები სრული დაფინანსებით.
AI სასტიპენდიო პროგრამაზე მიღება მიმდინარეობს და 25 ნოემბერს დასრულდება. რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს.
სტიპენდია პროფესიულ აკადემიებში
იმ ადამიანებისთვის კი, რომლებსაც პროფესიის შეცვლა, ახალი უნარების შეძენა ან კვალიფიკაციის ამაღლება სურთ, საქართველოს ბანკი პროფესიული განათლების სასტიპენდიო პროგრამას ახორციელებს და საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს აძლევს შესაძლებლობას, სრული დაფინანსებით შეისწავლონ ახალი პროფესიები 20-ზე მეტ პარტნიორ აკადემიაში. 2026 წლიდან პროგრამა სკოლის მოსწავლეებისთვისაც აძლევს შესაძლებლობას, 10-ზე მეტ კურსზე სრული დაფინანსებით ისწავლონ.
სასტიპენდიო პროგრამაზე მიღება 24 ნოემბერს დასრულდება. რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს.
STEM სკოლა
საქართველოს ბანკი კომაროვის სკოლასთან თანამშრომლობით STEM სკოლის პროექტს ახორციელებს, რომელიც მოსწავლეებს საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და მათემატიკის მიმართულებით ცოდნის გაღრმავებაში ეხმარება.
STEM სკოლაში 3000-ზე მეტი მონაწილე ჩაერთო, რომელთაგან 700-ზე მეტი საქართველოს ბანკის სტიპენდიატია.
TUMO ქუთაისი
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ქუთაისში TUMO-ს ცენტრი გაიხსნა, რომელიც 12-18 წლის ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ ცოდნა ტექნოლოგიებისა და კრეატიული ინდუსტრიის მიმართულებით, 11 კურსიდან ერთ-ერთზე. მათ შორის, ახალგაზრდებს აქვთ შესაძლებლობა, დაეუფლონ პროგრამირებას, რობოტიკას, გრაფიკულ დიზაინს, 3D მოდელირებას და სხვა. TUMO ქუთაისში უკვე 600-მა ახალგაზრდამ დაიწყო სწავლა.
TUMO ქუთაისში მიღება უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს, დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.
Code IT
საქართველოს ბანკი, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან (GITA) პარტნიორობით 2023 წლიდან Code IT-ის პროგრამას ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც, მთელი საქართველოს მასშტაბით, მოსწავლეებს პროგრამირების საბაზისო უნარების განვითარების შესაძლებლობას აძლევს. სწავლება რეგიონების ტექნოპარკებში მიმდინარეობს. ინიციატივის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.
ფინანსური წიგნიერება
2026 წელს საქართველოს ბანკის ფინანსური განათლების სასერტიფიკატო ტრენინგი 600-ზე მეტმა მონაწილემ გაიარა. ტრენინგები განკუთვნილია მასწავლებლებისთვის, სტუდენტებისა და მშობლებისთვის.
საქართველოს ეროვნულ ბანკთან პარტნიორობით მხარდაჭერილია მოსწავლეებისა და მასწავლებლების ფინანსური განათლების კონკურსები, დესპანებისა და ფინანსური ავტობუსის პროექტები. ფინანსური განათლების კურსი დაინერგა ორ უნივერსიტეტშიც, სადაც ის 100-ზე მეტმა სტუდენტმა გაიარა.
ახალგაზრდებთან ფინანსური ცოდნის გასავრცელებლად გამოიყენება sCoolApp-ის საგანმანათლებლო თამაში TRIVIA. 2026 წელს თამაშში მომხმარებლების 75%-მა მიიღო მონაწილეობა. თამაშის თემებს შორისაა დაზოგვა, პასუხისმგებლიანი ხარჯვა, პირადი ბიუჯეტის დაგეგმვა და კიბერუსაფრთხოება.
თბილისის წიგნის დღეები
საქართველოს ბანკი უკვე სამი წელია მხარს უჭერს „თბილისის წიგნის დღეებს“. 2023 წლიდან ღონისძიებას 150 000-ზე მეტი ადამიანი დაესწრო, სადაც მათ ჰქონდათ შესაძლებლობა, ესარგებლათ სპეციალურად მათთვის შექმნილი შეთავაზებებით. პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ თბილისის წიგნის დღეების გვერდს.
მასწავლებლის ეროვნული ჯილდო
საქართველოს ბანკი მეორე წელია მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მთავარი მხარდამჭერია. პროექტი გლობალური კამპანიის ნაწილია, რომელიც მასწავლებლის, როგორც პროფესიის, პოპულარიზაციას ისახავს მიზნად და წარმატებული პედაგოგების გამოვლენასა და მათ წარდგენას ითვალისწინებს საზოგადოებისთვის. პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.
ეს საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული ინიციატივების მხოლოდ ნაწილია. ვრცლად CSR ანგარიში ხელმისაწვდომია ბმულზე.