საქართველოს ბანკის „საკუთარ თავთან გზავნილის“ კამპანიას უკვე 28 გამარჯვებული ჰყავს - მიიღეთ შანსი მოიგოთ 1,000 ან 10,000 ლარი
საქართველოს ბანკის „საკუთარ თავთან გზავნილის“ კამპანიას, სხვადასხვა ქვეყნიდან (აშშ, იტალია, გერმანია, საბერძნეთი, ირლანდია, ისრაელი, ნიდერლანდები, დიდი ბრიტანეთი) უკვე 28 გამარჯვებული ჰყავს, რომლებმაც 1,000 ლარიანი პრიზები მიიღეს.
კამპანია 20 დეკემბრის ჩათვლით გრძელდება, რაც მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, მობილბანკში გზავნილის განაღდებით ყოველდღიურად 1,000₾, ხოლო კამპანიის ბოლოს სუპერპრიზი - 10,000₾ მოიგონ.
როგორ მიიღოთ მონაწილეობა?
კამპანიაში ჩართვა მარტივია:
ინფორმაციისთვის, კამპანიაში მონაწილეობას ვერ შეძლებენ SOLO და Wealth Management (WM) მომხმარებლები.
როგორ გროვდება გათამაშების ბილეთები?
ყოველი მიღებული 150 ლარი (ან მისი ეკვივალენტი სხვა ვალუტაში) გათამაშების ერთი ბილეთია. ბილეთები კი ავტომატურად გროვდება.
მაგალითად, თუ გზავნილით 600 ლარს მიიღებთ და გაანაღდებთ, გათამაშების 4 ბილეთს დააგროვებთ.
რა შეგიძლიათ მოიგოთ?
მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ ყოველდღიური 1,000 ლარის მოგების შანსი გეძლევათ მხოლოდ იმ დღეს, როცა გზავნილს გაანაღდებთ. მაგალითად, ორშაბათს განაღდებული თანხა და მიღებული ბილეთი მხოლოდ ორშაბათის გათამაშებაში მონაწილეობს.
ამ ეტაპზე თქვენს მიერ დაგროვებული ყველა ბილეთი გააქტიურდება, რაც მოგების შანსს მაქსიმალურად ზრდის;
რატომ სჯობს გზავნილის განაღდება მობილბანკით?
მობილბანკით გზავნილის განაღდება ყოველთვის უფრო კომფორტული და მარტივია.
გზავნილის კამპანიის შესახებ ყველა საჭირო ინფორმაციას ამ ბმულზე იპოვით.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.