საქართველოს ბანკის sCoolApp- ში Trivia-ს სუპერსაჩუქრები დაემატა
საქართველოს ბანკი sCoolApp-ში საგანმანათლებლო და გასართობი თამაში Trivia კიდევ უფრო მასშტაბურ ეტაპზე გადავიდა. ამ კვირაში Trivia-ს მარკეტს სუპერსაჩუქრები დაემატა: iPhone 17, PlayStation და პლანშეტი, რაც მოსწავლეებს ცოდნის რეალურ და განსაკუთრებულ პრიზებად ქცევის კიდევ უფრო მეტ მოტივაციას აძლევს.
სუპერსაჩუქრების მოსაპოვებლად, 25 მაისიდან 4 ივნისის ჩათვლით, sCoolApp-ში მეგობრების მოწვევის სპეციალური აქცია მოქმედებს. კამპანიის ფარგლებში, მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ, დამატებითი მონეტები დააგროვონ.
მოსწავლე, რომელიც თავისი პირადი მოწვევის კოდით დაარეგისტრირებს მეგობარს, ვისაც sCoolApp ჯერ არ აქვს, პირველ მოწვევაზე 50 მონეტას მიიღებს, ხოლო ყოველ შემდეგ მოწვევაზე - 5 მონეტას.
ხოლო მათ, ვისაც, მეგობრების მოწვევის ლიმიტი ამოწურული ჰქონდა, მიმდინარე აქციის ფარგლებში კვლავ შეეძლებათ მეგობრების მოწვევა. პირად კოდს კი ლიდერების დაფის სექციაში აღმოაჩენენ.
აქციის პერიოდში დაგროვილი მონეტები ყველა მონაწილეს 5 ივნისს დღის განმავლობაში დაერიცხება.
ინფორმაციისთვის, sCoolApp Trivia შემეცნებით-გასართობი თამაშია, რომელიც სპეციალურად სკოლის მოსწავლეებისთვის შეიქმნა. თამაში ორ ასაკობრივ ჯგუფზეა მორგებული (6–13 და 14–18 წელი). ტრივიას კითხვები ყოველ კვირას განსხვავებულ თემებს მოიცავს, მათ შორის: ტექნოლოგიებს, STEM, ფინანსური განათლებას, გეოგრაფიასა და პოპ კულტურას. სწორი პასუხებით დაგროვილი ვარსკვლავებითა და მონეტებით კი მოსწავლეებს რეალური საჩუქრების შესაძლებლობა აქვთ.
იმ მოსწავლეებს, რომლებსაც არ აქვთ sCoolApp გამოწერილი, ჯერ კიდევ შეუძლიათ დარეგისტრირდნენ, უპასუხონ Trivia-ს კითხვებს, მოიწვიონ რაც შეიძლება მეტი მეგობარი და მიიღონ სუპერ პრიზები.
დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.