საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის
საქართველოს ბანკი, ლოიალობის პროგრამის ფარგლებში, სტუდენტების წახალისებას და მათთვის შეთავაზებების შექმნას აგრძელებს. ამჯერად, Student Card-ის მფლობელები სხვადასხვა ობიექტში გადახდისას ქეშბექის შეთავაზებებით ისარგებლებენ.
კვება
● 31 მაისის ჩათვლით, Golden Salmon-ის სუში ბარში გადახდისას 20%-იან ქეშბექს მიიღებთ;
● 30 მაისის ჩათვლით, Gaamos-ში გადახდისას 20%-იანი ქეშბექით ისარგებლებთ;
● 3 ივნისის ჩათვლით, Kama-ში გადახდისას 20%-იანი ქეშბექი იმოქმედებს.
● 30 ივნისის ჩათვლით, Episode-ის რესტორანში გადახდისას 40%-იანი ქეშბექით ისარგებლებთ (მაქსიმუმ 40 ლარი);
● 31 ივლისის ჩათვლით, Bliss Corner-ში, Pazza-ში, Poke Bar-ში და Gochit’s Burgers-ში გადახდისას 20%-იან ქეშბექს მიიღებთ, (თვეში მაქსიმუმ 50 ლარი);
● 31 ივლისის ჩათვლით, Jackie Chan-ში გადახდისას 20% ქეშბექით ისარგებლებთ;
● 31 ივლისის ჩათვლით, ყოველ სამშაბათს, Costa Coffee-ში გადახდისას 20%-იანი ქეშბექი იმოქმედებს (თვეში მაქსიმუმ 50 ლარი);
● 31 ივლისის ჩათვლით, ყოველ ხუთშაბათსა და შაბათს, Wasabi-ში, ხოლო ყოველ ოთხშაბათსა და პარასკევს, Cinnamon-ში გადახდისას 20%-იან ქეშბექს მიიღებთ (თვეში მაქსიმუმ 50 ლარი);
● 31 ივლისის ჩათვლით, ყოველ ორშაბათს, Food & Market-ში გადახდისას 20%-იან ქეშბექს მიიღებთ.
შოპინგი და გართობა
● 24 ივნისის ჩათვლით, Lovender-ში მინიმუმ 60 ლარის შენაძენზე 35%-იან ქეშბექს მიიღებთ (მაქსიმუმ 100 ლარი);
● 20 ივნისის ჩათვლით, ყოველ ორშაბათს, Pendant-ში გადახდისას 30%-იანი ქეშბექით ისარგებლებთ (მაქსიმუმ 100 ლარი);
● 1აგვისტოს ჩათვლით, Manga Mania-ში, Ollivander's Store-ში და Superheroes Shop-ში 20% -იან ქეშბექს მიიღებთ.
განათლება
20 ივნისამდე, Design School-ში გადახდისას 30%-იანი ქეშბექით ისარგებლებთ.
თავის მოვლა
28 ივნისის ჩათვლით, ყოველ სამშაბათს, ოთხშაბათსა და ხუთშაბათს, Nail Sunny-ში გადახდისას 20%-იან ქეშბექს მიიღებთ.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.