საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება კვების ობიექტებში სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის 15 სექტემბერს
საქართველოს ბანკი მოსწავლეებსა და სტუდენტებს 15 სექტემბერს გემრიელად წასახემსებლად სპეციალურ შეთავაზებას სთავაზობს. ხვალ, პარტნიორ კვების ობიექტებში Student და sCool Card-ით გადახდისას, ახალგაზრდები 30%-იან ქეშბექს მიიღებენ.
აქციის პირობები ვენდისში, დანკინსა და საბვეიში
sCool Card -ის მომხმარებლები ვენდისში, დანკინსა და საბვეიში გადახდილი თანხიდან 30%-ს ქეშბექის სახით დაიბრუნებენ. (ლიმიტი: მაქსიმუმ 50 ლარი ჯამურად)
მოსწავლეებმა ვენდისის, დანკინის და საბვეის შეთავაზება წინასწარ უნდა გაიაქტიურონ sCoolApp-ში.
აქციის პირობები კვებისა და ტკბილეულის სხვა ობიექტებში
30%-იანი ქეშბექი ასევე იმოქმედებს შემდეგ პარტნიორებთან გადახდისას:
Burger Lions, პოკე ბარი, ჯეკი ჩანი, წიწილა, Mugsy’s Burger, Gochits, Big Sam, Burger Bar, Pazza, Wasabi, Wrap Master, Chicago Style, Los Amigos, Coffesta, Bobba, Spinny, Cinnabon, Lumiers, Lunatic და Dodonut. (ლიმიტი: მაქსიმუმ 50 ლარი ჯამურად სწრაფი კვებისა და 50 ლარი ჯამურად ტკბილეულის ამ ობიექტებში)
გაქვს სტუდენტური ან მოსწავლის ბარათი, მარტივად შეუკვეთე მობილბანკიდან, გამოიყენე შეთავაზებები და დაიწყე სასწავლო წელი სიახლეებით.
სხვა სიახლეები
Dreamland Oasis Apartments-ის 12 წლიანი გამოცდილება და განვითარების ახალი გეგმები
14.09.2026.18:00
Dreamland Oasis Apartments 2014 წლიდან შავი ზღვის სანაპიროზე wellness real estate-ის მიმართულებით ოპერირებს და მომხმარებლებს საცხოვრებელ და დასასვენებელ კომპლექსებს სთავაზობს. ბაზარზე არსებულ მოთხოვნასა და სამომავლო გეგმებზე Business Insider Georgia-ს ბრენდის მარკეტინგისა და სტრატეგიის დირექტორი ვერიკო სუჯაშვილი ესაუბრა.
როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა და რას სთავაზობთ მომხმარებლებს?
Dreamland Development 2014 წლიდან ავითარებს wellness real estate-ის კონცეფციას შავი ზღვის სანაპიროზე. კომპანიამ მნიშვნელოვანი როლი შეიტანა ჩაქვის, როგორც თანამედროვე საკურორტო მიმართულების განვითარებაში და დღეს Dreamland და ჩაქვი ერთმანეთთან მჭიდროდ ასოცირდება. ჩვენი პროექტები: Dreamland Oasis და Dreamland Park, აერთიანებს ბუნებას, კომფორტს, დასვენებასა და საინვესტიციო შესაძლებლობებს.

Dreamland Oasis-ში აპარტამენტები ბარდება სრულად მოწყობილი: რემონტით, ავეჯითა და ტექნიკით, ხოლო Dreamland Park-ში მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს მისთვის სასურველი კონდიცია: თეთრი კარკასი, გარემონტებული ან სრულად მოწყობილი ბინა.
როგორია მოთხოვნა Dreamland Development-ის აპარტამენტებზე?
მოთხოვნა მოდის როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ბაზრებიდან. მომხმარებლის ინტერესს ძირითადად პირადი გამოყენება და საინვესტიციო პოტენციალი განსაზღვრავს. აპარტამენტების გაქირავებას თავად Dreamland-ის მართვის კომპანია უზრუნველყოფს, რაც მრავალწლიანი გამოცდილების საფუძველზე აქტივის ეფექტურ მართვასა და გაქირავების პოტენციალის მაქსიმალურ გამოყენებას უზრუნველყოფს.

რა არის თქვენი მთავარი კონკურენტული უპირატესობა?
ჩვენი მთავარი უპირატესობაა 12-წლიანი გამოცდილება, უკვე მოქმედი Dreamland Oasis და შექმნილი ინფრასტრუქტურა: კეთილმოწყობილი სანაპირო, აუზები, რესტორნები, სპორტული და გასართობი სივრცეები.
მომხმარებელი ხედავს არა მხოლოდ დაპირებას, არამედ უკვე შექმნილ და მოქმედ ეკოსისტემას.

რა არის კომპანიის უახლოესი პრიორიტეტები?
ჩვენი მთავარი მიზანია, Dreamland-ი რეგიონში Wellness & Eco Real Estate-ის ერთ-ერთ წამყვან ბრენდად დავამკვიდროთ.
ამისთვის უახლოეს პერიოდში ვაძლიერებთ wellness მიმართულებას და ვხსნით მასშტაბურ Spa & Wellness Center-ს, რომელიც კომპლექსის ინფრასტრუქტურას კიდევ უფრო გაამრავალფეროვნებს და ხელს შეუწყობს Dreamland-ის ოთხივე სეზონზე ფუნქციონირებას.

პარალელურად, აქტიურად ვავითარებთ Dreamland Park-ს ეკო-კონცეფციით და ვაფართოებთ საერთაშორისო გაყიდვების გეოგრაფიას.