მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7181.5
-0.0017
flag
AZN 1.5362
-0.0008
flag
CNY 38.914
-0.0017
flag
EUR 3.0318
-0.0056
flag
GBP 3.5317
-0.006
flag
KZT 57.5
-0.0002
flag
TRY 0.0539
0
flag
USD 2.6114
-0.0014
news banner

საქართველოს ბანკის სტიპენდიატები STEM სკოლაში ცნობილია

news image
mbc image

საქართველოს ბანკი ინჟინერიით, ტექნოლოგიებით და მეცნიერებებით დაინტერესებული მოსწავლეებისთვის შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. ამ მიზნით, კომაროვის სკოლასთან ერთად STEM სკოლის პროექტს ოთხ წელზე მეტია ახორციელებს.

STEM სკოლის მეშვიდე ნაკადზე მიღება დასრულდა და გამოვლინდა საუკეთესო შედეგის მქონე საქართველოს ბანკის 47 სტიპენდიატი.

წელს პროექტში მონაწილეობის სურვილი 1600-ზე მეტმა ახალგაზრდამ გამოთქვა. შესარჩევი ტესტის შედეგად, მიღებული ქულების მიხედვით კი გამოვლინდა 250 მოსწავლე, რომლებიც სწავლას STEM სკოლაში გააგრძელებენ. 

განათლების კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობის შესაქმნელად საქართველოს ბანკი ყოველწლიურად საკუთარ სტიპენდიატებს ავლენს. მეშვიდე ნაკადზე საქართველოს ბანკის სტიპენდიატებიდან 32 სრული, 15 კი - 50%-იანი დაფინანსებით ისწავლის STEM სკოლაში. 

STEM სკოლის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ ბმულს.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკისა და კომაროვის STEM სკოლა 2000-ზე მეტ მოსწავლეს აერთიანებს, რომელთაგან 300-ზე მეტი საქართველოს ბანკის სტიპენდიატია.

პროექტის ფარგლებში VII-XI კლასის მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ, გაიარონ STEM სკოლის ერთწლიანი პროგრამა და მიიღონ როგორც თეორიული, ასევე, პრაქტიკული ცოდნა მეცნიერების, მათემატიკის, ინჟინერიის, ტექნოლოგიების მიმართულებით და დაეუფლონ ყველაზე მოთხოვნად – მომავლის პროფესიების საფუძვლებს.

პროექტის ფარგლებში, სასწავლო პროცესი დისტანციურად მიმდინარეობს, რაც შესაძლებლობას აძლევს მოსწავლეებს, გაკვეთილებს ნებისმიერი ლოკაციიდან დაესწრონ.

ამასთან, განათლებაზე ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო გასაზრდელად, საქართველოს ბანკი ყოველწლიურად 90 მოსწავლეს უფინანსებს სწავლას - მათგან უმაღლესი ქულის მქონე 60 ახალგაზრდა სწავლის 100%-იან დაფინანსებას, 30 მათგანი კი 50%-იან გრანტს იღებს.

საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს ganatleba.bog.ge

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image Mega Print - 9 წლიანი გამოცდილება და განვითარების ახალი ეტაპი

09.09.2026.12:00

Mega Print სარეკლამო კომპანიაა, რომელიც ბაზარზე 2017 წლიდან ოპერირებს და მომხმარებლებს სარეკლამო მომსახურების სრულ ციკლს სთავაზობს. Mega Print-ის დამფუძნებელი, არტემ აბაზოვი, Business Insider Georgia-სთან კომპანიის საქმიანობის სპეციფიკაზე, ბაზარზე არსებულ მოთხოვნასა და სამომავლო გეგმებზე საუბრობს.

როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, როდის დაიწყეთ ბაზარზე ოპერირება და რას სთავაზობთ მომხმარებლებს?

კომპანია Mega Print  სარეკლამო და ბეჭდვით ბაზარზე 2017 წლიდან ოპერირებს. უკვე ცხრა წელია ვეხმარებით, როგორც მცირე და საშუალო ბიზნესებს, ისე მსხვილ კომპანიებს საკუთარი ბრენდის სწორად, ხარისხიანად და ეფექტურად წარმოჩენაში.
ჩვენი საქმიანობის მთავარი სპეციფიკა მომხმარებლისთვის სრულყოფილი სარეკლამო მომსახურების შეთავაზებაა - იდეის ჩამოყალიბებიდან და დიზაინის შექმნიდან დაწყებული, პროდუქციის დამზადებით, ტრანსპორტირებითა და ადგილზე მონტაჟით დასრულებული.

Mega Print-ის მომსახურებები მოიცავს გარე და შიდა რეკლამის წარმოებას, მოცულობით და განათებულ ასოებს, სარეკლამო აბრებისა და ლაითბოქსებს, ფასადების გაფორმებას, ბანერებს, სტიკერებს, პოლიგრაფიულ პროდუქციას, ტექსტილის ბრენდირებას, სუვენირებს, საინფორმაციო და სანავიგაციო ნიშნებს, ასევე ინდივიდუალური დიზაინით დამზადებულ მრავალფეროვან სარეკლამო კონსტრუქციებს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელმა ერთ სივრცეში მიიღოს ყველაფერი, რაც საკუთარი კომპანიის ან პროდუქტის პროფესიონალურად წარმოსაჩენად სჭირდება.

როგორ შეაფასებდით დღეს სარეკლამო და ბეჭდვის ბაზარზე არსებულ მდგომარეობას, როგორია მოთხოვნა თქვენს სერვისებზე და რომელი მიმართულებებია განსაკუთრებით აქტუალური?

დღეს სარეკლამო და ბეჭდვის ბაზარი საკმაოდ დინამიკური და სწრაფად განვითარებადია. კომპანიები სულ უფრო მეტ ყურადღებას უთმობენ არა მხოლოდ რეკლამის ფუნქციურ დანიშნულებას, არამედ მის ვიზუალურ ხარისხს, დიზაინს, გამძლეობასა და ბრენდის საერთო კონცეფციასთან შესაბამისობას.

ჩვენს მომსახურებებზე მოთხოვნა სტაბილურად იზრდება. განსაკუთრებით აქტუალურია გარე რეკლამა, მოცულობითი ასოები LED განათებით, ფასადების თანამედროვე მასალებით გაფორმება, სავაჭრო და საოფისე სივრცეების ბრენდირება, ვიტრინების დიზაინი, სტიკერები და ტექსტილის ბეჭდვა.

ასევე შესამჩნევად გაიზარდა მოთხოვნა ინდივიდუალურ და არასტანდარტულ პროდუქტებზე. მომხმარებელს დღეს აღარ სურს მხოლოდ ჩვეულებრივი აბრა ან ბეჭდური პროდუქცია - მას სჭირდება გამორჩეული ვიზუალური გადაწყვეტა, რომელიც ყურადღებას მიიქცევს, სწორად წარმოაჩენს ბრენდს და კონკურენტულ გარემოში ადვილად დასამახსოვრებელი იქნება.

რა ტიპის მომხმარებლებთან თანამშრომლობთ და როგორია მათი ძირითადი მოთხოვნები - რამდენად ხშირად გიწევთ ინდივიდუალურ საჭიროებებსა და კონკრეტულ პროექტებზე მორგებული მომსახურების შეთავაზება?

ჩვენ ვთანამშრომლობთ როგორც დამწყებ მეწარმეებთან და მცირე ბიზნესებთან, ისე დიდ კომპანიებთან, სავაჭრო ობიექტებთან, რესტორნებთან, სასტუმროებთან, სამედიცინო დაწესებულებებთან, სამშენებლო და სხვა სფეროში მოქმედ ორგანიზაციებთან.

თითოეულ მომხმარებელს განსხვავებული მიზანი, სივრცე, ბიუჯეტი და ვიზუალური ხედვა აქვს. სწორედ ამიტომ, ჩვენი პროექტების დიდი ნაწილი ინდივიდუალურად მუშავდება. ადგილზე ვეცნობით ობიექტს, ვიღებთ საჭირო ზომებს, ვაფასებთ ტექნიკურ შესაძლებლობებს, ვამზადებთ დიზაინსა და ვიზუალიზაციას და მომხმარებელს ვთავაზობთ მის საჭიროებებზე მორგებულ ოპტიმალურ გადაწყვეტას. 

ზოგიერთ მომხმარებელს უკვე აქვს მკაფიოდ ჩამოყალიბებული იდეა, სხვებს კი ჩვენი გუნდი ეხმარება კონცეფციის შექმნაში, შესაბამისი მასალების შერჩევასა და პროექტის ტექნიკურ დაგეგმვაში. ჩვენი მიზანია, საბოლოო შედეგი იყოს არა მხოლოდ ვიზუალურად მიმზიდველი, არამედ პრაქტიკული, ხარისხიანი და ხანგრძლივად გამოსაყენებელი.

როგორია კონკურენცია თქვენს ბაზარზე და რა არის ის მთავარი უპირატესობები, რომლებიც Mega Print -ს კონკურენტებისგან გამოარჩევს?

სარეკლამო წარმოების სფეროში კონკურენცია საკმაოდ მაღალია, რაც კომპანიებს მუდმივი განვითარებისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისკენ უბიძგებს. ჩვენი აზრით, ეს  ბაზრისთვის დადებითი პროცესია, რადგან მომხმარებელი სულ უფრო ინფორმირებული და მომთხოვნი ხდება.

Mega Print-ის მთავარი უპირატესობა არის სრული მომსახურება, რომელსაც მომხმარებელს ერთ სივრცეში ვთავაზობთ. ჩვენი გუნდი თავად მართავს პროექტის ყველა მნიშვნელოვან ეტაპს - კონსულტაციას, გაზომვას, დიზაინს, მასალების შერჩევას, წარმოებას, ტრანსპორტირებასა და მონტაჟს. შედეგად, შეგვიძლია ხარისხის კონტროლი თავიდან ბოლომდე განვახორციელოთ.

ასევე განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ინდივიდუალურ მიდგომას, შეთანხმებული ვადების დაცვას, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ხარისხიანი მასალების გამოყენებას. ჩვენთვის თითოეული პროექტი, მიუხედავად მისი მასშტაბისა, თანაბრად მნიშვნელოვანია.

ჩვენ არ ვთავაზობთ მომხმარებელს უბრალოდ სარეკლამო პროდუქტს - ვცდილობთ შევქმნათ გადაწყვეტა, რომელიც მის ბიზნესს რეალურ ღირებულებას შემატებს, გააძლიერებს ბრენდის ვიზუალურ იდენტობას და საზოგადოებაში მის ცნობადობას გაზრდის.

რა გეგმები აქვს კომპანიას სამომავლოდ - იგეგმება თუ არა ახალი სერვისების დამატება, საწარმოო შესაძლებლობების გაფართოება ან ტექნოლოგიური მიმართულებით განვითარება?

Mega Print-ის სამომავლო გეგმები პირდაპირ უკავშირდება საწარმოო შესაძლებლობების გაფართოებას, ახალი ტექნოლოგიების დანერგვასა და მომხმარებლისთვის კიდევ უფრო მრავალფეროვანი მომსახურების შეთავაზებას.
კომპანია უკვე ფართოვდება და გადადის ახალ, უფრო დიდ სამუშაო სივრცეში, რაც მოგვცემს შესაძლებლობას, გავზარდოთ წარმოების მოცულობა, უკეთ მოვაწყოთ სამუშაო პროცესები და მომხმარებლებს უფრო სწრაფად და ეფექტურად მოვემსახუროთ.

ვგეგმავთ თანამედროვე დანადგარებისა და ტექნოლოგიების ეტაპობრივ დამატებას, ახალი სარეკლამო და ბეჭდვითი პროდუქტების წარმოებას, ტექსტილისა და პერსონალიზებული პროდუქციის მიმართულების განვითარებას, ასევე დიზაინისა და ციფრული მომსახურებების კიდევ უფრო გაძლიერებას.

ჩვენი მიზანია, Mega Print ჩამოყალიბდეს კომპანიად, სადაც მომხმარებელი ნებისმიერი სირთულის სარეკლამო პროექტის განხორციელებას შეძლებს - იდეიდან საბოლოო შედეგამდე. ამასთან, გვინდა შევინარჩუნოთ ის მთავარი პრინციპები, რომლებმაც ჩვენი მომხმარებლების ნდობა მოიპოვა: ხარისხი, პასუხისმგებლობა, ინდივიდუალური მიდგომა და მუდმივი განვითარება.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა