საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ
1-ლი სექტემბრიდან ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები შეღავათიანი ტარიფებით ისარგებლებენ.
აღნიშნული შეთავაზების ფარგლებში, მოსწავლეებისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა სრულად უფასო იქნება, ხოლო სტუდენტები მგზავრობის საფასურზე 50%-იან შეღავათს მიიღებენ.
შეღავათიანი ტარიფით სარგებლობა შეუძლიათ იმ მოსწავლეებსა და სტუდენტებს, რომლებსაც აქვთ შესაბამისი აქტიური სტატუსი და ფლობენ საქართველოს ბანკის sCool Card ან Student Card. ბარათების მფლობელებისთვის შეღავათი პირველი სექტემბრიდან ავტომატურად გააქტიურდება.
ინფორმაციისთვის, ქუთაისის უმაღლეს სასწავლებლებში წელს ჩარიცხული სტუდენტები შეღავათიანი ტარიფით სარგებლობას სტუდენტური სტატუსის გააქტიურებისთანავე შეძლებენ.
მომხმარებლებს, რომლებსაც საქართველოს ბანკის sCool Card ან Student Card ჯერ არ აქვთ, მისი შეკვეთა, ონლაინ, მარტივად, რამდენიმე წამში მობილბანკიდან და sCoolApp-დან არის შესაძლებელი.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.
სხვა სიახლეები
Volvo Cars-ს ახალი აღმასრულებელი დირექტორი ჰყავს
22.09.2026.13:00
Volvo Cars-მა კვირას განაცხადა, რომ კლაუს ცელმერი ერთი წლის განმავლობაში კომპანიის პრეზიდენტისა და აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას დაიკავებს, რადგან ავტომწარმოებელი მზარდად კონკურენტულ ბაზარზე გაყიდვების აღდგენას ცდილობს. შვედეთში დაფუძნებულ ავტომწარმოებელს, რომლის საკონტროლო პაკეტს ჩინური Geely Holding ფლობს, წინა მომგებიანობის მიზნების მიღწევა გაუჭირდა. ამის მიზეზი ტარიფები, ელექტრომობილებზე შემცირებული მოთხოვნა და განვითარების მაღალი ხარჯებია. ცელმერი, რომელსაც ავტოინდუსტრიაში 30 წელზე მეტი გამოცდილება აქვს, ბოლოს Volkswagen-ის ბრენდის Skoda-ს აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას იკავებდა. კომპანიაში ის მუშაობას არაუგვიანეს 2027 წლის 1 ოქტომბრის თარიღისთვის დაიწყებს.
გასულ კვირას Volvo Cars-მა სტრატეგიული დღის ფარგლებში კომპანიამ ამბიციური გეგმა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც კომპანია 2030 წლამდე 13 ახალი მოდელის გამოშვებას გეგმავს და ბაზრის წილის გაორმაგებას ისახავს მიზნად. ავტომწარმოებელი ამავდროულად აშშ-ის ტარიფებით გამოწვეულ შედეგებსა და ჩინეთში გაყიდვების შემცირებასთან გამკლავებას ცდილობს.