მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

საქართველოს ბანკის ტრანზაქციამ საერთაშორისო ინვეტორების მაღალი ინტერესი გამოიწვია - მოთხოვნამ გამოშვების მოცულობას 3-ჯერ გადააჭარბა | დეტალები

news image
mbc image

Lion Finance Group-ში შემავალმა საქართველოს ბანკმა, წარმატებით განახორციელა 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის 6.50%-იანი არაუზრუნველყოფილი ობლიგაციების (Notes) განთავსება, რომლის დაფარვის ვადაც 2031 წლის 3 ივნისით განისაზღვრა.

ფასიანი ქაღალდები აშშ დოლარშია დენომინირებული და მათი განთავსება Reg S/Rule 144A ფორმატის შესაბამისად განხორციელდა. ტრანზაქციის დასრულება 2026 წლის 3 ივნისს არის დაგეგმილი. ობლიგაციებზე საპროცენტო სარგებლის გადახდა ყოველ ნახევარ წელიწადში ერთხელ მოხდება. განთავსების ფასმა ნომინალური ღირებულების 99.475% შეადგინა.

ტრანზაქცია მნიშვნელოვანი ეტაპია როგორც საქართველოს ბანკისთვის, ისე ქართული კაპიტალის ბაზრისთვის. აღნიშნული ემისია არის ქართული ბანკის მიერ პირველი აშშ დოლარში დენომინირებული ევროობლიგაციების განთავსება, რომელიც 2024 წლის აპრილის შემდეგ განხორციელდა.

გარიგება საერთაშორისო ინსტიტუციონალური ინვესტორების დივერსიფიცირებული ბაზიდან მაღალი ინტერესით გამოირჩეოდა - მოთხოვნამ პიკურ მომენტში ობლიგაციების მოცულობას სამჯერ გადააჭარბა.

ამასთან, ტრანზაქციას უკავშირდება რამდენიმე მნიშვნელოვანი რეკორდული მაჩვენებელი:

● საქართველოს ბანკმა მიაღწია ყველაზე დაბალ სპრედს სუვერენულ ობლიგაციებთან შედარებით ფართო დსთ-ის რეგიონში ბანკების მიერ განხორციელებულ ტრანზაქციებს შორის (სააგენტოებისა და განვითარების საფინანსო ინსტიტუტების გამოკლებით) სულ მცირე 2022 წლის შემდეგ;
● ეს არის ყველაზე დაბალი სპრედი აშშ-ის სახაზინო ობლიგაციებთან მიმართებით, რომელიც ოდესმე კავკასიის რეგიონში მოქმედ კორპორაციას ან ბანკს საერთაშორისო სასესხო კაპიტალის ბაზრებზე მიუღწევია.

ფასიანი ქაღალდების წამყვანი განთავსების აგენტის და ბუკრანერის როლში ჩართული იყო Citi და J.P. Morgan, ხოლო Galt & Taggart-ი წამყვანი განთავსების აგენტის როლს ასრულებდა.

ობლიგაციები ირლანდიის საფონდო ბირჟაზე დაილისტება. ამასთან, საქართველოს ბანკის მიერ განთავსებულ ობლიგაციებს Moody’s Investors Service-ის მიერ მინიჭებული აქვს Ba2 რეიტინგი.

აღნიშნული წარმატებული ტრანზაქცია კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საერთაშორისო ფინანსური ბაზრების ნდობას საქართველოს ბანკის, Lion Finance Group-ისა და საქართველოს ეკონომიკური პერსპექტივების მიმართ.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა