მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

საქართველოს ბანკის წარმომადგენელმა ეროვნული ბანკის მიერ განათლების ხელშეწყობის მიზნით ორგანიზებულ კონფერენციაზე პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა

news image
mbc image

სკოლებში ფინანსური განათლების გაძლიერების, გამოცდილების გაზიარებისა და მასწავლებელთა პრაქტიკული მხარდაჭერის მიზნით,  ეროვნული ბანკის ორგანიზებით,  მასშტაბური კონფერენცია - ფინანსური განათლება სკოლებში: იდეიდან საკლასო ოთახამდე გაიმართა. ღონისძიებამ ერთ სივრცეში გააერთიანა პედაგოგები, განათლების სფეროს ექსპერტები, საჯარო და საფინანსო სექტორის წარმომადგენლები, რათა ხელი შეუწყოს დაინტერესებულ მხარეებს შორის მჭიდრო თანამშრომლობასა და პარტნიორობის გაღრმავებას.

კონფერენცია მიზნად ისახავს, ერთი მხრივ, ფინანსური განათლების მიმართულებით არსებული სახელმწიფო ხედვის, პროგრამებისა და შესაძლებლობების წარმოჩენას, ხოლო, მეორე მხრივ, მასწავლებლებისთვის პრაქტიკული მიდგომებისა და საგანმანათლებლო რესურსების გაზიარებას. რაც ხელს შეუწყობს სასკოლო სივრცეში ფინანსური განათლების ეფექტიან ინტეგრირებასა და სწავლებას.

ღონისძიების პრაქტიკული ნაწილი მთლიანად დაეთმო პედაგოგთა გამოცდილებისა და წარმატებული პრაქტიკის გაზიარებას ვორქშოფების ფორმატში. მონაწილეებმა იმუშავეს ისეთ აქტუალურ თემებზე, როგორიცაა:

  • ფინანსური განათლების პრაქტიკული სწავლება და სხვადასხვა სასკოლო საგანში ინტეგრირება;
  • ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება სწავლების პროცესში;
  • მოსწავლეებში ციფრული ფინანსური უნარების განვითარება.

კონფერენციის ერთ-ერთ მთავარ პანელურ დისკუსიაში - „საფინანსო სექტორის როლი მომავალი თაობის ფინანსურ განათლებაში“ - აქტიური მონაწილეობა მიიღო საქართველოს ბანკის წარმომადგენელმა. სესია შეეხო საფინანსო სექტორის შესაძლებლობებსა და პასუხისმგებლობას ახალგაზრდა თაობის ფინანსური განათლების მხარდაჭერის პროცესში. საქართველოს ბანკის წარმომადგენელმა, მაგდა ბობოხიძემ კოლეგებთან ერთად გააზიარა ბანკის  გამოცდილება, განხორციელებული საგანმანათლებლო ინიციატივები და იმსჯელა იმაზე, თუ როგორ გახდა სკოლებში ფინანსური განათლების მხარდაჭერა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილი.

კონფერენციის ფარგლებში ასევე ჩატარდა ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს კონკურსის ფინალისტებისა და გამარჯვებულის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია. ეს ინიციატივა მიზნად ისახავს იმ მასწავლებლების აღიარებასა და წახალისებას, რომლებსაც განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ მომავალი თაობის ფინანსური წიგნიერების ამაღლებაში.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა