საქართველოს ბანკის წარმომადგენელმა NextGen Payments & RegTech Forum-ზე გამოცდილება გააზიარა
საქართველოს ბანკის ელექტრონული კომერციის მიმართულების ხელმძღვანელმა, დოდი მალაზონიამ, მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო ტექნოლოგიურ ფორუმში - NextGen Payments & RegTech Forum, რომელიც ესპანეთში გაიმართა. ღონისძიებაზე მან პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა, სადაც მიმოიხილა, თუ როგორ იცვლება თანამედროვე გადახდების სისტემები და რა ინოვაციებს ნერგავს საქართველოს ბანკი ამ მიმართულებით.
ფორუმი ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პლატფორმაა, სადაც ფინანსური სექტორის ლიდერები გლობალურ ტენდენციებსა და მომავლის გამოწვევებზე მსჯელობენ.
პანელური განხილვის ფარგლებში დოდი მალაზონიამ ხაზი გაუსვა რამდენიმე საკითხს, რომელიც როგორც გლობალურად, ისე საქართველოს ბაზრისთვის განსაკუთრებით აქტუალურია:
ამასთანავე, დოდი მალაზონიამ აღნიშნა, რომ ქვეყანაში ელექტრონული კომერცია და ციფრული გადახდები ძალიან სწრაფად ვითარდება. ადგილობრივი მომხმარებელი აქტიურად ითვისებს უკონტაქტო და მობილური გადახდების ტექნოლოგიებს, რაც ბანკებს შესაძლებლობას აძლევს, შესთავაზონ ბიზნესებს თანამედროვე და მოქნილი გადაწყვეტილებები.
“ჩვენი მაგალითი ნათლად აჩვენებს, რამდენად სწრაფად იზრდება ციფრული გადახდების გამოყენება დაროგორ ქმნის ეს ახალ შესაძლებლობებს ბიზნესებისთვის. მსგავსი საერთაშორისო ფორუმები კი არის კარგი სივრცე იმისათვის, რომ გავაზიაროთ ჩვენი გამოცდილება და ამავდროულად, გავეცნოთ ტენდენციებს, რომლებიც გადახდების ინდუსტრიის მომავალს განსაზღვრავს“, - აცხადებს დოდი მალაზონია, საქართველოს ბანკის ელექტრონული კომერციის მიმართულების ხელმძღვანელი.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.