მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7179.7
-0.018
flag
AZN 1.5273
0.0001
flag
CNY 38.961
0.0029
flag
EUR 2.8934
0.0059
flag
GBP 3.4585
0.0122
flag
KZT 57.3
0.0039
flag
TRY 0.0521
0
flag
USD 2.5959
0.0002
news banner

საქართველოს ბანკის წარმომადგენელმა NextGen Payments & RegTech Forum-ზე გამოცდილება გააზიარა

news image
mbc image

საქართველოს ბანკის ელექტრონული კომერციის მიმართულების ხელმძღვანელმა, დოდი მალაზონიამ, მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო ტექნოლოგიურ ფორუმში - NextGen Payments & RegTech Forum, რომელიც ესპანეთში გაიმართა. ღონისძიებაზე მან პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა, სადაც მიმოიხილა, თუ როგორ იცვლება თანამედროვე გადახდების სისტემები და რა ინოვაციებს ნერგავს საქართველოს ბანკი ამ მიმართულებით. 

ფორუმი ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პლატფორმაა, სადაც ფინანსური სექტორის ლიდერები გლობალურ ტენდენციებსა და მომავლის გამოწვევებზე მსჯელობენ.

პანელური განხილვის ფარგლებში დოდი მალაზონიამ ხაზი გაუსვა რამდენიმე საკითხს, რომელიც როგორც გლობალურად, ისე საქართველოს ბაზრისთვის განსაკუთრებით აქტუალურია:

  • გადახდა, როგორც ზრდის შესაძლებლობა: გადახდების მიღება უკვე აღარ არის მხოლოდ ტექნიკური პროცესი. დღეს ეს პირდაპირ კავშირშია იმასთან, თუ რამდენად კმაყოფილია მომხმარებელი და რამდენად წარმატებულია ბიზნესი.
  • უსაფრთხოება და კომფორტი: ბიზნესის მთავარი გამოწვევაა, ერთი მხრივ, შეიმუშაოს მაღალი დონის უსაფრთხოების სისტემები გადახდებში, ხოლო მეორე მხრივ, პროცესი მომხმარებლისთვის მაქსიმალურად მარტივი და შეუფერხებელი გახადოს.

ამასთანავე, დოდი მალაზონიამ აღნიშნა, რომ ქვეყანაში ელექტრონული კომერცია და ციფრული გადახდები ძალიან სწრაფად ვითარდება. ადგილობრივი მომხმარებელი აქტიურად ითვისებს უკონტაქტო და მობილური გადახდების ტექნოლოგიებს, რაც ბანკებს შესაძლებლობას აძლევს, შესთავაზონ ბიზნესებს თანამედროვე და მოქნილი გადაწყვეტილებები.

“ჩვენი მაგალითი ნათლად აჩვენებს, რამდენად სწრაფად იზრდება ციფრული გადახდების გამოყენება დაროგორ ქმნის ეს ახალ შესაძლებლობებს ბიზნესებისთვის. მსგავსი საერთაშორისო ფორუმები კი არის კარგი სივრცე იმისათვის, რომ გავაზიაროთ ჩვენი გამოცდილება და ამავდროულად, გავეცნოთ ტენდენციებს, რომლებიც გადახდების ინდუსტრიის მომავალს განსაზღვრავს“, - აცხადებს დოდი მალაზონია, საქართველოს ბანკის ელექტრონული კომერციის მიმართულების ხელმძღვანელი.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image რა შედეგებით დაბრუნდა „ანიგოზი“ SIAL Paris 2026-დან და როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები

29.10.2026.18:00

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინვესტიციების სააგენტოს ორგანიზებითა და მხარდაჭერით, SIAL Paris 2026-ზე საქართველო 31 ქართული კომპანიითა და 3 თემატური პავილიონით იყო წარმოდგენილი. გამოფენაში მონაწილეობა ქართული პროდუქციის ცნობადობის გაზრდას, ახალი ბიზნესკავშირების დამყარებასა და საექსპორტო ბაზრების გაფართოებას ემსახურება.

მონაწილე კომპანიებს შორის ქართული კაკლის მწარმოებელი კომპანია „ანიგოზიც“ იყო. როგორც კომპანიის დამფუძნებელი ანა ქევხიშვილი Business Insider Georgia-სთან საუბრისას აღნიშნავს, ამჟამად რამდენიმე პოტენციურ პარტნიორთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს, პარალელურად კი კომპანია საახალწლო სეზონისთვის ემზადება, რომელიც პროდუქციაზე მაღალი მოთხოვნით გამოირჩევა.

როგორ შეაფასებდით SIAL Paris 2026-ის გამოფენას და კომპანიისთვის რამდენად შედეგიანი იყო მასში მონაწილეობა?

SIAL Paris 2026 ჩვენი კომპანიისთვის ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი ღონისძიება იყო. ყველა საერთაშორისო გამოფენა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქართული პროდუქციის ცნობადობის ზრდაში და ახალი საექსპორტო ბაზრების გაფართოებაში. ამ მხრივ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ღონისძიებაა SIAL Paris, რომელიც ევროპაში საკვებისა და სასმელების ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გამოფენაა.

ჩვენი კომპანია რეგულარულად მონაწილეობს აღნიშნულ გამოფენაში და ყოველწლიურად ვიღებთ დადებით უკუკავშირსა და მნიშვნელოვან ბიზნესშედეგებს.

წლევანდელი წელიც არ ყოფილა გამონაკლისი. ამჟამად აქტიურ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ რამდენიმე პოტენციურ პარტნიორთან, რომლებსაც გამოფენის ფარგლებში ჩვენი პროდუქცია გავაცანით - ახალი მოსავლის ქართული კაკალი. იმედი გვაქვს, რომ წარმატებით დასრულდება და საფუძველს ჩაუყრის ახალ, გრძელვადიან ბიზნესთანამშრომლობას.

აწარმოებთ თუ არა ამ ეტაპზე მოლაპარაკებებს რომელიმე ქვეყანასთან ექსპორტის მიმართულებით?

დიახ, მოლაპარაკებები გვაქვს. როგორც არსებულ ძველ პარტნიორებთან, ასევე ახლებთან რომლებიც გამოფენის ფარგლებში გავიცანით.

⁠როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები წლის დარჩენილი პერიოდისთვის?

ახლოვდება ჩვენთვის ყველაზე მაღალ მოთხოვნადი წინა საახალწლო პერიოდი და ვემზადებით გაორმაგებული ძალისხმევით მუშაობისთვის როგორც ადგილობრივბაზარზე რეალიზაციის მიმართულებით, ასევე საერთაშორისო ბაზარზე საექსპორტო აქტივობებისთვის.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა