მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7173.6
-0.0092
flag
AZN 1.5271
-0.0006
flag
CNY 38.937
0.0002
flag
EUR 2.8943
-0.0139
flag
GBP 3.4571
-0.0094
flag
KZT 56.8
-0.0056
flag
TRY 0.0521
-0.0001
flag
USD 2.596
-0.0006
news banner

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

news image
mbc image

საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, ახალგაზრდებისთვის განათლებისა და კარიერული განვითარების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს.

პროფესიის არჩევა ახალგაზრდებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებაა, ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში კი კითხვები კიდევ უფრო მრავლდება: როგორ იცვლება პროფესიები და რას ნიშნავს დღეს ხარისხიანი განათლება?

სწორედ ამ საკითხების შესახებ საქართველოს ბანკი 10 ნოემბერს, 18:00 საათზე მშობლებისთვის ონლაინ ვებინარს გამართავს. შეხვედრაზე სპიკერები ისაუბრებენ იმაზე, თუ როგორ შეუძლიათ მშობლებს, დაეხმარონ შვილებს განათლებისა და კარიერის არჩევაში ისე, რომ გადაწყვეტილების პასუხისმგებლობა თავად ახალგაზრდებს დარჩეთ. დასწრების მსურველებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია ბმულზე.

ვებინარის ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან შემდეგ საკითხებს:

• როგორ დავეხმაროთ მოზარდს საკუთარი ინტერესების აღმოჩენაში, მაშინაც კი, როცა ჯერ არ იცის, რა სურს;

• როგორ გავმიჯნოთ შვილის სურვილები და მშობლის მოლოდინები;

• როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი განათლებასა და პროფესიებს და რა ახალი შესაძლებლობები ჩნდება;

• როგორ დავეხმაროთ შვილს პროფესიის რეალურ გაცნობასა და სწორი სასწავლო გზის არჩევაში.

შეხვედრას მოდერატორობას სოფო მუსერიძე გაუწევს. სპიკერები იქნებიან ფსიქოლოგი ნინო მარგველაშვილი და აგრუპის AI ტრანსფორმაციისა და ავტომატიზაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი სანდრო ასათიანი, რომლებიც დამსწრეებს ფსიქოლოგიურ და ტექნოლოგიურ პერსპექტივას გაუზიარებენ და მათ კითხვებს უპასუხებენ.

შეხვედრის ბმული მონაწილეებს რეგისტრაციისას მითითებულ ელფოსტაზე გაეგზავნებათ. რეგისტრაცია ხელმისაწვდომია  ბმულზე.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს. 

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ვფიქრობ, საქართველო ჩემი BPO ბიზნესისთვის შემდეგი ლოკაცია იქნება - ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ის არის, რომ სახელმწიფომ და შესაბამისმა უწყებებმა აქ კომპანიის დაფუძნების პროცესი ძალიან გაამარტივეს | კანადური კომპანია EmpireOne BPO Solutions-ის დამფუძნებელი

28.10.2026.14:49

ეს მართლაც შთამბეჭდავია. როგორც გავიგე, თუ ყველა საჭირო დოკუმენტი მზად გაქვთ, კომპანიის რეგისტრაცია იმავე დღეს, სულ რამდენიმე საათშია შესაძლებელი. ვფიქრობ, ეს კომპანიის რეგისტრაციის ყველაზე სწრაფი პროცესია, რაც კი მსოფლიოს მასშტაბით მინახავს, - ამის შესახებ კანადური კომპანია EmpireOne BPO Solutions-ის დამფუძნებელმა, პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა ფაუად ნასირმა განაცხადა.

როგორც ფაუად ნასირი ამბობს, საქართველო მისი ბიზნესის შემდეგი ლოკაცია იქნება.

„იმის გათვალისწინებით, რაც დღეს ვნახე, ვფიქრობ, საქართველო ჩემი BPO ბიზნესისთვის შემდეგი ლოკაცია იქნება. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ის არის, რომ სახელმწიფომ და შესაბამისმა უწყებებმა აქ კომპანიის დაფუძნების პროცესი ძალიან გაამარტივეს. ქართველი ხალხი კარგად საუბრობს ინგლისურად და ქვეყანაში კანონის უზენაესობა უზრუნველყოფილია. ამიტომ, საქართველო ნამდვილად იქნება ჩემი ბიზნესის შემდეგი ლოკაცია. ვნახე, რომ აქ ადამიანები ინგლისურ ენას ძალიან კარგად ფლობენ. შესაბამისად, არსებობს შესაძლებლობა, რომ ეს პოტენციალი ეფექტურად გამოვიყენოთ. ინვესტიციების სააგენტომ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა იმაში, რომ კანადიდან, დიდი ბრიტანეთიდან და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოვსულიყავით და ადგილზე გავცნობოდით საქართველოს შესაძლებლობებს. სააგენტომ შესანიშნავად დაგვიგეგმა ვიზიტი, დაგვათვალიერებინა ქალაქი და მოგვცა შესაძლებლობა, ადგილზე გვენახა, როგორ მუშაობენ სხვადასხვა ორგანიზაციები. ამისთვის ძალიან მადლობელი ვართ და მოუთმენლად ველით მათთან გრძელვადიან თანამშრომლობას“, - აღნიშნა EmpireOne BPO Solutions-ის დამფუძნებელმა, პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა.

EmpireOne BPO Solutions-ის დამფუძნებელი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინვესტიციების სააგენტოს მოწვევით სტუმრობს და ბიზნესპროცესების აუთსორსინგის (BPO) სექტორში მოქმედი 12 საერთაშორისო კომპანიიდან ერთ-ერთია, რომელიც საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებს ადგილზე აკვირდება.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა