საქართველოს ბანკის YouTube პროექტი „Creator ჩემპიონატი” გრძელდება - არ გამოგრჩეთ მეორე ეპიზოდი
საქართველოს ბანკი, როგორც ფეხბურთის მთავარი გულშემატკივარი, ინიციატივების განხორციელებას განაგრძობს. სწორედ ამიტომ, მსოფლიო ჩემპიონატის პარალელურად საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო.
არ გამოგრჩეთ „Creator ჩემპიონატის” ახალი ეპიზოდი @argacherde-ს არხზე.
მეორე ეპიზოდის მონაწილეები ჯი2ჯ, ოზი და კოპალა არიან. ისინი მანჩესტერ სიტის სახელით ასპარეზობენ.
„Creator ჩემპიონატის” ფარგლებში, მათ უნდა შეასრულონ სახალისო დავალებები, მონაწილეობა მიიღონ მოედანზე გამართულ შეჯიბრებებში და გასცენ პასუხი საინტერესო კითხვებს მათი საყვარელი გუნდის ისტორიიდან.
შეგახსენებთ, რომ პროექტში 6 გუნდი მონაწილეობს და ისინი საკუთარი საგულშემატკივრო ქვეყნების სახელით ასპარეზობენ. გამარჯვებულების გამოვლენა ლიდერბორდების მიხედვით მოხდება. საუკეთესო კი ის გუნდი გახდება, რომელიც შეძლებს საკუთარი საგულშემატკივრო ქვეყნის ღირსების დაცვას.
„Creator ჩემპიონატის“ გამარჯვებულს საქართველოს ბანკისგან ფულადი პრიზი - 10 000 ლარი გადაეცემა.
ერთად ვუგულშემატკივროთ საყვარელი კრეატორების გუნდებს.
საქართველოს ბანკი - სპორტის მთავარი მხარდამჭერი და საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორი.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.