საქართველოს ბანკის YouTube პროექტი “ფორმაში” გრძელდება - უყურეთ მეორე ეპიზოდს
საქართველოს ბანკის YouTube პროექტი “ფორმაში” გრძელდება და მაყურებელს აძლევს შესაძლებლობას, მათთვის საყვარელი სპორტსმენები და კრეატორები განსხვავებულ ფორმაში გაიცნონ.
მეორე ეპიზოდის სტუმრები არიან ფეხბურთელი საბა ხარებაშვილი და კრეატორი ნიკოლოზ რაბანოვი. მონაწილეები ერთმანეთს 3-3 სახალისო დავალების შესრულებაში შეეჯიბრებიან ერთმანეთს.
ეპიზოდის სანახავად ეწვიეთ საქართველოს ბანკის YouTube არხს @argacherde.
ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკი YouTube ეკოსისტემისა და ქართველი კრეატორების გაძლიერების ხელშეწყობისთვის, სხვადასხვა პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს. სწორედ ამ მიზნით, შექმნა საქართველოში პირველი YouTube რეალითი შოუ “Creator”-ი, რომლის ფარგლებშიც, დამწყებ კრეატორებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მიეღოთ რჩევები გამოცდილი და ცნობილი იუთუბერებისგან, გაეზიარებინათ მათი გამოცდილება და პირველი ნაბიჯები გადაედგათ YouTube სივრცეში.
სხვა სიახლეები
საქართველოს ბანკის ქუთაისობისადმი მიძღვნილი კამპანიები
01.05.2026.15:19
ქუთაისობა მაშინ მოდის, როცა გაზაფხული უკვე სრულად იშლება ქალაქის თავზე - როცა ჰაერში ჯერ კიდევ ოდნავ გრილი ნიავია, მაგრამ მზეს უკვე სხვა, ზაფხულის სურნელ-შერეული სითბო ურევია.
2 მაისს ქუთაისი თითქოს იღვიძებს თავისი ყველაზე ნაზი, ყველაზე გულწრფელი სახით. ეს არის დღე, როცა ქალაქი მხოლოდ ქუჩები და შენობები აღარ არის - ის ხდება მოგონება, განცდა, ხმა, რომელიც შორიდანაც კი გიხმობს. ასე იწყება “გვირილობის” დღესასწაული, რომლის აღნიშვნაც საქართველოს ბანკისთვის წლებია ტრადიციად არის ქცეული.
ამ დღეს რაღაც ძალიან უბრალო და ძალიან მნიშვნელოვანი ერთდროულად ხდება: ქალაქი ადამიანებს აერთიანებს, ისტორიებს წერს და იმ უხილავ სითბოს აზიარებს, რაც ქუთაისს ასე განსხვავებულს ხდის.
მოდით, ერთად გავიხსენოთ საქართველოს ბანკის ქუთაისობით შთაგონებული ვიდეორგოლები:
2025
2024
2023
2022
2021
2020
ქუთაისობის ისტორია
ყველაფერი ერთი პატარა იდეით დაიწყო - გოგონას სურვილით, სხვებისთვის დახმარების ხელი გაეწვდინა. გვირილები, რომლებიც მაშინ კეთილშობილურ მიზანს ემსახურებოდა, დროთა განმავლობაში ქალაქის სიმბოლოდ იქცა. თითქოს ამ ყვავილში დღემდე დარჩა ის სითბო, ის ზრუნვა, რაც ამ დღეს თავიდანვე ახლდა თან.
მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, მაგრამ ქუთაისობას რაღაც უცვლელი მაინც დარჩა - ქალაქის ხასიათი. ის, რაც სიტყვებით ბოლომდე ვერ აიხსნება. იქნებ ამიტომაც უყვარდათ და უყვართ ეს ქალაქი პოეტებს, კომპოზიტორებს, მხატვრებს. აქ თითქოს ყველაფერი უფრო ნელა, უფრო ღრმად იგრძნობა.
უკვე წლებია, საქართველოს ბანკიც ამ განწყობის ნაწილი გახდა. გაზაფხულის დადგომასთან ერთად, ისიც გვირილობას თავისებურად აღნიშნავს - არა უბრალოდ კამპანიებით, არამედ ისტორიებით.
ყოველ წელს ახალი ვიდეო, ახალი ემოცია, მაგრამ ერთი და იგივე განცდა თითოეულ ვიდეორგოლში იგრძნობა და მუდმივად გვახსენებს, რომ ქუთაისობა მხოლოდ დღესასწაული არ არის - ეს არის გრძნობა, რომელიც ერთხელ თუ განიცადე, მერე ყოველთვის შენთან დარჩება.
ასე, გრძელდება ეს ტრადიცია წლების განმავლობაში - მშვიდად, აუჩქარებლად, როგორც თავად ქუთაისი. და ყოველ გაზაფხულზე, როცა გვირილობა ახლოვდება, ისევ ჩნდება ის ნაცნობი განცდა - თითქოს ქალაქი გელოდება. გელოდება, რომ სულ რამდენიმე წუთით მაინც შეჩერდე, მოუსმინო, გაიხსენო… და იგრძნო.