საქართველოს ბანკისა და Boxette-ის ერთობლივი შეთავაზება ამერიკაში მცხოვრები ემიგრანტებისთვის
საქართველოს ბანკი განაგრძობს ემიგრანტებისთვის დამატებითი შესაძლებლობების შექმნას და პარტნიორ კომპანიებთან ერთად იმ ინიციატივების განხორციელებას, რომლებიც მათ საჭიროებებზე არის მორგებული და ყოველდღიურობას უმარტივებს.
ამჯერად, საქართველოს ბანკი Boxette-თან თანამშრომლობით ემიგრანტებს სპეციალურ შეთავაზებას უკეთებს, რაც გზავნილების გაგზავნას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის.
შეთავაზების ფარგლებში, აშშ-დან საქართველოში ამანათის გამოგზავნისას მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ სპეციალური ტარიფით ისარგებლონ - 1 კგ. 7.5 დოლარის ნაცვლად 6.5 დოლარად გამოაგზავნონ.
გარდა ამისა, ყოველი ამანათის გამოგზავნასთან ერთად მომხმარებლები პრომოკოდს მიიღებენ, რომლის გამოყენებითაც საქართველოში მცხოვრები მათი ოჯახის წევრები აშშ-ში ამანათის გაგზავნას შეღავათიანი ტარიფით შეძლებენ - 11.9 დოლარად, ნაცვლად 12.9 დოლარისა.
აქცია მოქმედებს 1 ივნისამდე.
ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკი აქტიურად ავითარებს ემიგრანტებისთვის მორგებულ პროდუქტებსა და სერვისებს, რათა მათ მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან შეძლონ საბანკო მომსახურებით სარგებლობა. ამასთანავე, ბანკი მათ სხვადასხვა წამახალისებელ აქციებს სთავაზობს და მხარს უჭერს კულტურულ ღონისძიებებს. თუ ქვეყნის ფარგლებს გარეთ ცხოვრობთ და ჯერ არ გაქვთ საქართველოს ბანკის ანგარიში, შეგიძლიათ შეავსოთ ფორმა ბმულზე და მიიღოთ უფასო კონსულტაცია.
სხვა სიახლეები
საქართველოს ფოსტა საერთაშორისო საფოსტო ბიზნეს ფორუმში მონაწილეობს
11.09.2026.19:48
საქართველოს ფოსტის გენერალური დირექტორი გიორგი ერაძე PostEurop-ისა და PUASP-ის მიერ ორგანიზებულ საფოსტო სექტორის საერთაშორისო შეხვედრაში მონაწილეობს, რომელიც მიმდინარე წლის 10 - 11 სექტემბერს, საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში იმართება.
ღონისძიება საფოსტო სექტორის წარმომადგენლებს სხვადასხვა რეგიონიდან აერთიანებს და წარმოადგენს მნიშვნელოვან პლატფორმას საერთაშორისო თანამშრომლობისგაძლიერებისა და საფოსტო ინდუსტრიის განვითარების მიმართულებით.
ფორუმის ფარგლებში მონაწილეები განიხილავენ საფოსტო სექტორის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და განვითარების შესაძლებლობებს, მათ შორის, ინდუსტრიის თანამედროვე ტენდენციებსა და სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებებს.
„საქართველოს ფოსტის მონაწილეობა საერთაშორისო ფორმატის ღონისძიებებში მნიშვნელოვანია როგორც საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავების, ისე საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებისა და ახალი შესაძლებლობების აღმოჩენის თვალსაზრისით. მსგავსი შეხვედრები გვაძლევს შესაძლებლობას, გავეცნოთ საფოსტო ინდუსტრიის თანამედროვე ტენდენციებს, გავუზიაროთ პარტნიორებს ჩვენი გამოცდილება და ერთად ვიმსჯელოთ სექტორის განვითარების სამომავლო გეგმებზე“ - განაცხადა საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ერაძემ.