მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7184.8
-0.0067
flag
AZN 1.5575
-0.0001
flag
CNY 38.871
-0.0159
flag
EUR 3.0026
-0.0174
flag
GBP 3.4838
-0.0166
flag
KZT 54.41
-0.0006
flag
TRY 0.0569
-0.0001
flag
USD 2.6473
-0.0007
news banner

საქართველოს ბანკისა და Emolas Corporation - ის პარტნიორობის ფარგლებში, სამეფო უბნის თეატრი სპექტაკლ „მოახლეებს“ ნიუ იორკის სცენაზე წარადგენს

news image
mbc image

საქართველოს ბანკისა და Emolas Corporation-ის პარტნიორობის ფარგლებში დაგეგმილი კულტურული ღონისძიებების სერია გრძელდება. ამჯერად, 26-28 ივნისს, „სამეფო უბნის თეატრი“ ნიუ-იორკში, ჯერარდ ლინჩის ლეგენდარულ სცენაზე ჟან ჟენეს პიესა „მოახლეებს“ წარადგენს.

„მოახლეები“ ლინჩის თეატრში საქართველოს ბანკისა და Emolas Corporation-ის თანამშრომლობის ფარგლებში დაგეგმილი მორიგი პროექტია, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრებ ქართველ მაყურებელს თანამედროვე ქართული თეატრის ერთ-ერთ გამორჩეულ ნამუშევარს წარუდგენს. სპექტაკლი რეჟისორ ნიკა თავაძის დადგმაა, რომელშიც ქართველი თეატრის გამორჩეული მსახიობები - ნატა მურვანიძე, ნინო კასრაძე და ბარბარე დვალიშვილი მონაწილეობენ.

სპექტაკლზე დასასწრები ბილეთების შეძენა შესაძლებელია ამ ბმულზე.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკმა და Emolas Corporation-მა 2026 წელს გრძელვადიანი პარტნიორობა დაიწყეს, რომლის ფარგლებშიც ამერიკის შეერთებულ შტატებში არაერთი კულტურული ღონისძიება გაიმართება, მათ შორის კონცერტები, თეატრალური წარმოდგენები და სხვა შემოქმედებითი პროექტები, რომლებიც ქართულ დიასპორასთან კავშირის გაღრმავებასა და ქართული კულტურის საერთაშორისო მასშტაბით პოპულარიზაციას ემსახურება.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკისთვის ემიგრანტების მხარდაჭერა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ბანკი აქტიურად მუშაობს, რათა საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებს შესთავაზოს მათ საჭიროებებზე მორგებული სერვისები, გაამარტივოს საბანკო მომსახურებაზე წვდომა და ხელი შეუწყოს სამშობლოსთან კავშირის შენარჩუნებას.

სპეციალურად ემიგრანტებისთვის შექმნილი ინიციატივების და დაგეგმილი აქციების შესახებ ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს ან გაწევრიანდით საქართველოს ბანკის Facebook ჯგუფში, რათა პირველებმა გაიგოთ საინტერესო სიახლეების შესახებ.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image გადაიღე ფინტი და გახდი PS5-ის მფლობელი - sCoolApp-ისა და GUPSPORT-ის ვიდეოკონკურსი დაიწყო

25.06.2026.12:21

საქართველოს ბანკი მოსწავლეების წახალისებას აგრძელებს. ამჯერად, sCoolApp-ისა და GUPSPORT-ის ერთობლივი ვიდეოკონკურსი დაიწყო, რომლის ფარგლებში მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ საკუთარი საფეხბურთო უნარები ფართო აუდიტორიას გაუზიარონ და მთავარი პრიზის - Sony PlayStation 5-ის მფლობელები გახდნენ.

კონკურსში მონაწილეობისთვის მსურველებმა უნდა გადმოწერონ GUPSPORT-ის აპლიკაცია, გაიარონ რეგისტრაცია, სრულად შეავსონ პროფილი და 15 ივლისის ჩათვლით ატვირთონ საფეხბურთო ვიდეო ჰეშთეგით #sCoolApp.

კონკურსში მონაწილეობის მიღება 6-დან 16 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს შეუძლიათ. მონაწილეებმა უნდა ატვირთონ ორიგინალური ვიდეო, რომელიც მათ მიერ არის გადაღებული და რეალურ საფეხბურთო მომენტებს ასახავს. მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ წარმოადგინონ როგორც ვარჯიშისა და ტექნიკის ამსახველი კადრები, ისე თამაშის გამორჩეული ეპიზოდები - ეფექტური ფინტები, დრიბლინგები, შთამბეჭდავი გოლები თუ მეკარის დასამახსოვრებელი სეივები.

ფინალისტების შერჩევისას ჟიური ვიდეოებს რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით შეაფასებს, მათ შორის: საფეხბურთო უნარები, კრეატიულობა, ვიდეოში გადმოცემული ემოცია, გამარჯვების ჟინი და ნამუშევრის ტექნიკური ხარისხი.

შესარჩევი პროცესი რამდენიმე ეტაპად გაიმართება. 16-20 ივლისს ჟიური ატვირთულ ვიდეოებს შეაფასებს და 10 ფინალისტს გამოავლენს. 21 ივლისიდან კი GUPSPORT-ის პლატფორმაზე ხმის მიცემა დაიწყება, სადაც გამარჯვებულს მომხმარებლები გამოავლენენ.

დაჯილდოების ცერემონია 1 აგვისტოს გაიმართება, სადაც გამარჯვებულს მთავარი პრიზი, Sony PlayStation 5 გადაეცემა.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და კონკურსში ჩასართავად ეწვიეთ GUPSPORT-ის აპლიკაციას.

GUPSPORT არის სპორტის ტალანტების ქსელი - ინოვაციური პლატფორმა, რომელიც სპორტსმენებს კარიერულ განვითარებაში ეხმარება. ეს არის სივრცე, სადაც ტალანტების აღმოჩენა და შერჩევა მონაცემებზეა დაფუძნებული და არა გეოგრაფიულ საზღვრებზე ან პირად კონტაქტებზე.

გაპსპორტზე ახალგაზრდა სპორტსმენებს შეუძლიათ შექმნან საკუთარი სპორტული პასპორტი - ვერიფიცირებული პროფილი, სადაც გროვდება მათი სტატისტიკა, ვიდეოები, განვითარების დინამიკა და მიღწევები. ამ ინფორმაციის გაზიარება შესაძლებელია როგორც კონკრეტულ პროფესიონალებთან - სკაუტებთან, აგენტებთან და კლუბებთან, ისე უფრო ფართო აუდიტორიასთან, მათ შორის გულშემატკივრებთან.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა