საქართველოს ბანკისა და Mastercard-ის შეთავაზებები ტექნოლოგიურ პლატფორმებზე ბიზნეს მობილბანკში
საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის საქმიანობის გამარტივებისთვის შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. ამ მიზნით, ბანკი, Mastercard-თან პარტნიორობით, ბიზნესებს ტექნოლოგიურ პლატფორმებზე ხელმისაწვდომობას უმარტივებს.
საქართველოს ბანკის პარტნიორ მცირე და საშუალო ზომის ბიზნესებს შესაძლებლობა აქვთ, Mastercard ბიზნეს ბარათით მსოფლიოში ცნობილი ტექნოლოგიური ბრენდების პლატფორმებზე ფასდაკლება მიიღონ ან უფასო სერვისებით ისარგებლონ.
მათი საშუალებით, ბიზნესებს შესაძლებლობა აქვთ, გამართონ შიდა და გარე კომუნიკაციები, მართონ ადამიანური რესურსები, ფინანსები და სხვა პროცესები.
შეთავაზებებს შორისაა:
შეთავაზებების სრული სიის სანახავად გადმოწერეთ ბიზნეს მობილბანკი ან ეწვიეთ საქართველოს ბანკის ვებგვერდს.
თუ ჯერ კიდევ არ გაქვთ საქართველოს ბანკის Mastercard ბიზნეს ბარათი შეუკვეთეთ ბიზნეს მობილბანკით ან ბიზნეს ინტერნეტბანკით. ხოლო თუ ჯერ არ ხართ საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებელი, გახსენით ანგარიში ონლაინ მარტივად და პროცესში შეუკვეთეთ Mastercard ბიზნეს ბარათი.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.