საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
საქართველოს ბანკი ლოიალობის პროგრამის ფარგლებში პარტნიორ კომპანიებთან ერთად მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის სპეციალური შეთავაზებების შექმნას აგრძელებს.
ამჯერად, სულაკაურის გამომცემლობასთან თანამშრომლობით, სტუდენტური და მოსწავლის ბარათის მფლობელებს 8 მაისს შესაძლებლობა აქვთ 30%-იანი ქეშბექით ისარგებლონ. (მაქსიმუმ 50 ლარი)
მოსწავლის ბარათის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია შეთავაზების გააქტიურება sCoolApp-ში.
შეთავაზება ვრცელდება როგორც სულაკაურის ფიზიკურ მაღაზიებში, ასევე გამომცემლობის ოფიციალურ ვებგვერდზე: www.sulakauri.ge
აქციით სარგებლობისთვის აუცილებელია საქართველოს ბანკის ტერმინალზე გადახდა.
თუ ჯერ არ გაქვს სტუდენტური ან მოსწავლის ბარათი , მისი შეკვეთა ონლაინ, სულ რამდენიმე წამშია შესაძლებელი.
სხვა სიახლეები
თიბისის მობაილბანკში ელექტრონული სატენდერო გარანტიის მიღება უკვე ონლაინაა შესაძლებელი
18.11.2026.10:58
ტენდერში მონაწილე კომპანიებს შესაძლებლობა აქვთ, ელექტრონული სატენდერო გარანტია თიბისის ფილიალში მისვლის გარეშე, ონლაინ, მობაილბანკიდან მიიღონ. გარანტიის მისაღებად კი, ფინანსური ანალიზი და უზრუნველყოფა საჭირო არ არის.
პროცესი სწრაფია და სრულად ციფრული. კომპანია განაცხადს თიბისის მობაილბანკში ავსებს. ხელშეკრულების გაფორმება და ტენდერში მონაწილეობისთვის საჭირო გარანტიის კოდის მიღება განაცხადის დაფიქსირებიდან 30 წუთშია შესაძლებელი.
თიბისის მობაილბანკიდან ელექტრონული სატენდერო გარანტიის მაქსიმალური მოცულობა 15 000 ლარს შეადგენს. ახალი ფუნქციონალი ბიზნესს, დროსთან ერთად, ფულად რესურსსაც უზოგავს. ციფრულად გარანტიის მიღება კომპანიებს განახევრებული ტარიფით და 0%-იანი საპროცენტო განაკვეთით შეუძლიათ.
განაცხადის შესავსებად, ეწვიეთ ბმულს:
https://tbc-business.onelink.me/Ierb/ElGuaranteeProcess-sms