საქართველოს ბანკმა 100-მდე საერთაშორისო ინვესტორსა და ანალიტიკოსს Investor Day-ზე უმასპინძლა
Lion Finance Group -მა ყოველწლიური Investor Day გამართა, რომელსაც 100-მდე საერთაშორისო ინვესტორი და ანალიტიკოსი დაესწრო. ღონისძიების ფარგლებში ჯგუფის მენეჯმენტმა, საქართველოს ბანკისა და Ameriabank-ის გუნდის წევრებთან ერთად, სტუმრებს ჯგუფის სტრატეგიული მიმართულებები, ფინანსური შედეგები და ხედვები გააცნო.
Investor Day-ს ესწრებოდნენ ისეთი წამყვანი საერთაშორისო საინვესტიციო კომპანიებისა და ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლები, როგორებიც არიან Firebird, M&G Investments, Morgan Stanley, , JPMorgan Chase და სხვები.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს მაკროეკონომიკურ გარემოს, ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პერსპექტივებსა და იმ სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს, რომლებმაც საქართველოს ბანკის და მთლიანად Lion Finance Group-ის მდგრად ზრდას შეუწყო ხელი. ასევე, განხილული იყო ციფრული ბანკინგისა და ტექნოლოგიების მიმართულებით განხორციელებული მნიშვნელოვანი ნაბიჯები, რომელთა შედეგადაც საქართველოს ბანკმა Global Finance-ისგან ზედიზედ ორჯერ მსოფლიოს საუკეთესო ციფრული ბანკის ჯილდო მოიპოვა.
Investor Day-ის ერთ-ერთი თემა ასევე იყო Lion Finance Group-ის FTSE 100 ინდექსში გაწევრიანება. საქართველოს ბანკი პირველი კომპანიაა საქართველოდან, რომელმაც ლონდონის საფონდო ბირჟის FTSE 100 ინდექსში დაიკავა ადგილი. დღეს ჯგუფი ისეთ საერთაშორისო კომპანიებთან ერთადაა წარმოდგენილი, როგორებიც არიან HSBC, BP, Unilever, Rolls-Royce Holdings, Shell და Barclays.
„Investor Day მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა, საერთაშორისო ინვესტორებს გავუზიაროთ ჩვენი სტრატეგიული ხედვა, ფინანსური შედეგები და განვითარების გეგმები. განსაკუთრებით საამაყოა, რომ წელს Lion Finance Group FTSE 100 ინდექსის წევრი გახდა. ეს ჩვენი გუნდის მრავალწლიანი, თანმიმდევრული მუშაობისა და სტრატეგიის შედეგია. რაც მთავარია, ვაგრძელებთ ინვესტირებას ტექნოლოგიებში, ინოვაციებსა და მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებაში, რათა შევქმნათ გრძელვადიანი ღირებულება ჩვენი მომხმარებლებისა და ინვესტორებისთვის”, - განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.
Investor Day წარმოადგენს Lion Finance Group-ისა და მისი შვილობილი კომპანიების საერთაშორისო საინვესტიციო საზოგადოებასთან კომუნიკაციის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პლატფორმას, რომელიც ინვესტორებს ჯგუფის სტრატეგიის, ფინანსური შედეგებისა და გრძელვადიანი ხედვების შესახებ ამომწურავ ინფორმაციას აწვდის.
სხვა სიახლეები
პირველი ქართული საინვესტიციო ბანკი, გალტ & თაგარტი 30 წლისაა - ნახეთ ვიდეო
30.06.2026.18:11
“უნდა არსებობდეს გზა, რომელსაც უწყვეტი განვითარებისკენ მივყავართ“ - ეს 30 წლის წინადანდელი ხედვაა, რომელიც პირველმა საინვესტიციო ბანკმა საქართველოში, გალტ & თაგარტმა ბაზარს გაუზიარა.
1995 წლის ბოლოდან, კომპანია იქცა პირველ გზამკვლევად გლობალურ ფინანსურ სამყაროში. სამი ათწლეულის განმავლობაში, მან საფუძველი ჩაუყარა ქვეყანაში კაპიტალის ბაზრის განვითარებას, მომხმარებელს პირველმა შესთავაზა ინოვაციური ონლაინ-სავაჭრო პლატფორმები და დანერგა „მწვანე“ და მდგრადი ობლიგაციების გამოშვების პრაქტიკა ადგილობრივ ბაზარზე.
აღსანიშნავია, რომ გალტ & თაგარტის სახელს უკავშირდება საინვესტიციო საბანკო მომსახურების, საბროკერო და კვლევითი მიმართულებით ქვეყანაში არაერთი ინოვაცია, მათ შორის:
• 2001 წელს მომხმარებლებს საინვესტიციო-საბანკო მომსახურების სრული სპექტრი შესთავაზა.
• 2006 წელს დაიწყო ქართული კომპანიების მხარდაჭერა საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე GDR-ების გამოშვებაში.
• 2014 წელს განახორციელა პირველი ობლიგაციების საჯარო განთავსება ქართულ კაპიტალის ბაზარზე, რითაც ახალი ეტაპი დაიწყო ადგილობრივი ბაზრის განვითარებაში.
• 2015 წელს Saxo Bank-თან პარტნიორობით, დანერგა საქართველოში პირველი მრავალაქტივიანი ონლაინ სავაჭრო პლატფორმა – G&T Trader.
• 2021 წელს DriveWealth-თან და საქართველოს ბანკთან თანამშრომლობით ხელი შეუწყო პირველი ქართულენოვანი საცალო საინვესტიციო პლატფორმის განვითარებას მობილბანკში.
• 2023 წელს საქართველოს ბაზარზე პირველი მწვანე, მდგრადი, გენდერული და sustainability-linked ობლიგაციების სტრუქტურირებასა და გამოშვებაში პიონერის როლი შეასრულა.
• 2024 და 2025 წელს Euromoney-მ გალტ & თაგარტი საქართველოს საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა.
• 2026 წელს კი, Global Finance-ის თანახმად, ქვეყანაში საუკეთესო საინვესტიციო ბანკი გახდა.
დღეს „გალტ ენდ თაგარტი“ საერთაშორისო დონეზე აღიარებული ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც უცვლელად რჩება მთავარ ინიციატორად, მხარდამჭერად და საიმედო პარტნიორად როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორისთვის.
იხილეთ გალტ & თაგარტის ვიდეო: