საქართველოს ბანკმა 2025 წლის მდგრადი განვითარების ანგარიში წარადგინა
25 მარტს საქართველოს ბანკმა 2025 წლის მდგრადი განვითარების ანგარიში – „Sustainability Report 2025: From Strategy to Impact“ – წარადგინა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ინვესტორები, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, მარეგულირებელი ორგანოებისა და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.
ამასთან, გაიმართა პანელური დისკუსიები მდგრადი და ინკლუზიური ეკონომიკის განვითარებაში საფინანსო სექტორის როლის შესახებ. მასში მონაწილეობას იღებდნენ საერთაშორისო დონის ექსპერტები და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლები, მათ შორის:
● ვირჯინია მერტინ ჰერიცი, J&P Morgan-ის ESG კვლევის მეთოდოლოგიებისა და ინტეგრაციის გლობალური მიმართულების ხელმძღვანელი;
● ელენ ვუდ-გაში, S&P Global-ის მდგრადი გადაწყვეტების სპეციალისტი;
● ლილიანა პოცო (Liliana Pozzo), საერთაშორისო ფინანსური კორპორაციის - IFC-ის ევროპის მენეჯერი მდგრადი დაფინანსების სერვისების მიმართულებით;
● ანდრეას ბერკოფი, ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) დაფინანსების უფროსი ოფიცერი;
● ზოი პაი, EBRD-ის ფინანსური ინსტიტუტების სექტორის დირექტორი გარემოს და მდგრადი განვითარების მიმართულებით;
● ლესლი ბერმან ლამი, აზიის განვითარების ბანკის (ADB) წარმომადგენლობის დირექტორი საქართველოში.
საქართველოს ბანკის 2025 წლის მდგრადი განვითარების ანგარიში ხელმისაწვდომია ბმულზე.
ინფორმაციისთვის, მდგრადი განვითარების დოკუმენტი ასახავს საქართველოს ბანკის სტრატეგიას, მიღწევებსა და გაზომვად შედეგებს გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი (ESG) მიმართულებით. ბანკის ESG მიმართულება მოიცავს ისეთ პროექტებსა და ინიციატივებს, როგორებიცაა: მდგრადი დაფინანსების პროდუქტები, პროექტები და სერვისები, განახლებადი ენერგიის პროექტები, ენერგოეფექტურობა, კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობა, ენერგოეფექტური მშენებლობა და სხვა. ამასთან, მხარს უჭერს ქალ მეწარმეებს, მცირე და საშუალო ბიზნესების განვითარებას, ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობას, ფინანსურ განათლებასა და ფინანსურ ინკლუზიურობას. გარდა ამისა, ბანკი აქტიურად ახორციელებს ღონისძიებებს ორგანიზაციის მიერ საოპერაციო საქმიანობის შედეგად, გარემოსთვის მიყენებული უარყოფითი გავლენის შესამცირებლად, კერძოდ, გარდა ენერგოეფექტური ღონისძიებებისა, ბანკის ელექტროენერგიის მოხმარების 88% რეგიონებში მზის ენერგიით მარაგდება.
ამასთან, საქართველოს ბანკი განათლების, კულტურის, სპორტისა და დაცული ტერიტორიების მთავარი მხარდამჭერია. აღნიშნული ინიციატივები მიზნად ისახავს ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების შექმნას, ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, რაც ქვეყნის გრძელვადიანი და მდგრადი განვითარების საწინდარია.
სხვა სიახლეები
განსაკუთრებით მოხარული ვარ, რომ საერთაშორისო ინვესტორების სტაბილურ ინტერესთან ერთად, კორპორაციულ გარიგებებში ადგილობრივი ინვესტორების ჩართულობაც მზარდ დინამიკას ავლენს - ირაკლი გილაური
06.06.2026.12:54
Georgia Capital-მა პორტფელში არსებული m²-ი გაყიდა, რომელიც საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი საცხოვრებელი უძრავი ქონების დეველოპერია. აღნიშნული გარიგება შეესაბამება GCAP-ის კაპიტალზე ნაკლებად დამოკიდებულ საინვესტიციო სტრატეგიას და წარმოადგენს კომპანიის სტრატეგიული პრიორიტეტის მიმართულებით კიდევ ერთ მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს.
გარიგებას უმნიშვნელო, თუმცა დადებითი გავლენა აქვს GCAP-ის ბოლო გამოქვეყნებულ წმინდა აქტივების ღირებულებაზე (NAV), 2026 წლის 31 მარტის მდგომარეობით.
აღნიშნული ტრანზაქციის დასრულების შედეგად GCAP-ის რისკ-პროფილის გაუმჯობესების ფონზე, კომპანია ლიკვიდობის ბუფერის სამიზნე მოცულობას 25 მილიონ აშშ დოლარამდე შეამცირებს. ეს, 2026 წლის 31 მარტის მდგომარეობით გაანგარიშებული პრო-ფორმა NCC კოეფიციენტის 0.8 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესებას ნიშნავს, რის შედეგადაც აღნიშნული მაჩვენებელი 3.1%-ს მიაღწევს.
GCAP-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ და აღმასრულებელმა დირექტორმა, ირაკლი გილაურმა განაცხადა:
„ბოლო ათწლეულის განმავლობაში ამ ბიზნესმა თავი დაიმკვიდრა, როგორც საქართველოში ერთ-ერთმა წამყვანმა საცხოვრებელი უძრავი ქონების პლატფორმამ, რომელიც მომხმარებლებს მაღალი ხარისხის საცხოვრებელ პროექტებსა და კომფორტულ საცხოვრებელ გარემოს სთავაზობს. საქართველოს ეკონომიკის უწყვეტი ზრდა სულ უფრო მეტად უწყობს ხელს ადგილობრივი კაპიტალის მნიშვნელოვანი რესურსების ფორმირებას და განსაკუთრებით მიხარია, რომ საერთაშორისო ინვესტორების მუდმივი ინტერესის პარალელურად, კორპორაციულ ტრანზაქციებში ადგილობრივი ინვესტორების მონაწილეობაც მზარდია.“