საქართველოს ბანკმა ბიზნეს ნაკრებები განაახლა - ყველაფერი, რაც საქმეს სჭირდება
საქართველოს ბანკმა ბიზნესებისა და ინდ. მეწარმეებისთვის ბიზნეს ნაკრებები განაახლა.
განახლებული ნაკრებები ბიზნესის ყოველდღიურ საჭიროებებზეა მორგებული და ითვალისწინებს სხვადასხვა სექტორის სპეციფიკას, რათა მეწარმეებმა საქმიანობისთვის საჭირო საბანკო და დამატებითი სერვისებით ერთი საკომისიოს ქვეშ ისარგებლონ.
განახლებული ბიზნეს ნაკრებები განკუთვნილია სხვადასხვა სფეროში მოქმედი ბიზნესებისთვის, მათ შორის აგრო, ვაჭრობის, მომსახურებისა და მშენებლობის მიმართულებებისთვის. სექტორული მიდგომით, ბიზნესს, ნაკრებთან და ბარათთან ერთად, წვდომა აქვს საკუთარ საქმიანობასთან დაკავშირებულ სპეციალურ შეთავაზებებზე, რომლებიც ყოველდღიური ოპერაციების გამარტივებასა და ხარჯების ოპტიმიზაციაში ეხმარება.
ბიზნეს ნაკრებების ფარგლებში მომხმარებლები მიიღებენ:
• Mastercard Preferred პრემიუმ ბიზნეს ბარათს – რომელიც ორივე ნაკრების შემადგენელი ნაწილია;
• სექტორზე მორგებულ სპეციალურ შეთავაზებებს – მათ შორის შეღავათებს სხვადასხვა ობიექტში ან ციფრულ და სავაჭრო პლატფორმებზე, როგორებიცაა Temu, ChatGPT და Gulf;
• განსაკუთრებულ ვალუტის კურსს – ბიზნესისთვის ვალუტის კონვერტაციისას შეღავათიანი პირობებით სარგებლობის შესაძლებლობას;
• ლარის გადარიცხვებს საკომისიოს გარეშე – ყოველდღიური ფინანსური ტრანზაქციების უფრო ხელსაყრელი პირობებით განხორციელებისთვის.
„ჩვენი მიზანია, ბიზნესს შევთავაზოთ არა მხოლოდ საბანკო მომსახურება, არამედ მის საქმიანობაზე მორგებული შესაძლებლობების ერთობლიობა. სხვადასხვა სექტორში მოქმედ კომპანიებს განსხვავებული საჭიროებები აქვთ – იქნება ეს ვაჭრობა, აგრო, მომსახურება თუ მშენებლობა. სწორედ ამიტომ, განახლებული ბიზნეს ნაკრებები აერთიანებს როგორც საბანკო პროდუქტებსა და შეღავათიან პირობებს, ისე კონკრეტული საქმიანობისთვის რელევანტურ შეთავაზებებს, რაც საქმეს სჭირდება“, – აცხადებს გიორგი კოკაია, საქართველოს ბანკის SME ბიზნეს და პროდუქტების განვითარების ხელმძღვანელი.
განახლებული ბიზნეს ნაკრებების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ საქართველოს ბანკის ვებგვერდს ან გაააქტიურეთ სასურველი ნაკრები ბიზნეს მობილბანკიდან ან ბიზნეს ინტერნეტბანკიდან.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.