მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7198.1
-0.002
flag
AZN 1.5267
-0.0003
flag
CNY 38.898
-0.0019
flag
EUR 2.8998
-0.0147
flag
GBP 3.4746
-0.0189
flag
KZT 57.99
0.0035
flag
TRY 0.0517
-0.0002
flag
USD 2.5949
-0.0006
news banner

საქართველოს ბანკმა ბიზნესისთვის ფინანსური მიმზიდველობის თემაზე ვორკშოპი გამართა

news image
mbc image

საქართველოს ბანკმა, ბიზნეს 360˚-ის შეხვედრების სერიის ფარგლებში, Countman-თან პარტნიორობით, ბიზნესის ფინანსური მდგრადობისა და დაფინანსების მოზიდვის შესაძლებლობებზე ვორკშოპი გამართა. შეხვედრას გიორგი ბარბაქაძე უძღვებოდა, რომელმაც მონაწილეებს გაუზიარა გამოცდილება თემაზე: „როგორ გავხადოთ კომპანია ფინანსურად მიმზიდველი – ზრდის ბუღალტერია“.

შეხვედრის ფარგლებში დისკუსია გაიმართა კომპანიის ფინანსების გამჭვირვალობისა და გამართული ბუღალტერიის მნიშვნელობაზე და იმ ფაქტორებზე, რომლებიც ბიზნესს პოტენციური დამფინანსებლებისთვის უფრო მიმზიდველს ხდის. მონაწილეებმა ასევე მიიღეს ინფორმაცია ფინანსური დაგეგმვის, კრიზისული სიტუაციების მართვისა და მოლაპარაკებების პროცესში კომპანიის პოზიციების გაძლიერების შესახებ.

ბიზნეს 360˚ საქართველოს ბანკის ბიზნესმიმართულების პლატფორმაა, რომელიც საგანმანათლებლო ინიციატივებს, პრაქტიკულ ინსტრუმენტებსა და შესაძლებლობებთან აერთიანებს. პლატფორმის ფარგლებში ბანკი ბიზნესის საჭიროებებზე მორგებულ ღონისძიებებსა და საგანმანათლებლო შეხვედრებს რეგულარულად მართავს.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image როგორ აფასებს Georgias Natural Organic Anuga Select India 2026-ში მონაწილეობას და რა გეგმები აქვს კომპანიას სამომავლოდ

06.11.2026.18:00

Georgias Natural Organic-მა საერთაშორისო გამოფენაში Anuga Select India 2026 მიიღო მონაწილეობა. ინდოეთის ქალაქ მუმბაიში გამართულ ღონისძიებაზე კომპანიამ პრემიუმ ორგანული პროდუქციის კოლექცია წარადგინა. გამოფენის მნიშვნელობასა და კომპანიის საერთაშორისო განვითარების გეგმებზე Business Insider Georgia-ს კომპანიის წარმომადგენელი ესაუბრა.

„2026 წლის 29 სექტემბრიდან 1 ოქტომბრის ჩათვლით, ინდოეთის ქალაქ მუმბაიში გამართულ საერთაშორისო გამოფენაში Anuga Select India 2026 მივიღეთ მონაწილეობა და საერთაშორისო ექსპერტებსა და კვების ინდუსტრიის წარმომადგენლებს ჩვენი პრემიუმ ორგანული პროდუქციის კოლექცია წარვუდგინეთ.

Anuga Select India კვებისა და სასმელების სექტორის მნიშვნელოვანი საერთაშორისო ბიზნესპლატფორმაა, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის მწარმოებლებს, დისტრიბუტორებსა და დარგის პროფესიონალებს აერთიანებს. ამ მასშტაბურ ღონისძიებაში მონაწილეობა ჩვენთვის საერთაშორისო განვითარების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია და შესაძლებლობა, საერთაშორისო აუდიტორიას გავაცნოთ ჩვენი საქმიანობის მაღალი სტანდარტები, პროდუქციის ხარისხი და ღირებულებები, რომლებიც ჩვენი ბრენდის საფუძველს წარმოადგენს.

გვჯერა, რომ საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობა მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ქართული პროდუქციის გლობალური ცნობადობის გაზრდის, საერთაშორისო პარტნიორული ურთიერთობების განვითარების და საქართველოს ბუნებრივი რესურსებისა და ხარისხიანი ორგანული პროდუქციის მსოფლიო ბაზარზე წარმოჩენისთვის“, - აცხადებს კომპანიის წარმომადგენელი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა