საქართველოს ბანკმა ბიზნესისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციულ შეხვედრა გამართა
საქართველოს ბანკი მეწარმეებისა და ბიზნესის წარმომადგენლებისთვის მუდმივად ქმნის შესაძლებლობებს, მიიღონ ცოდნა, გაეცნონ თანამედროვე ბიზნესპრაქტიკებს და განვითარდნენ პროფესიულად.
ამჯერად, ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე შეხვედრა გამართა, რომლის მთავარი მიზანი ორგანიზაციებში ეფექტიანი ლიდერობის როლის, მიდგომებისა და პრაქტიკული ინსტრუმენტების განხილვა გახლდათ.
შეხვედრას სახელწოდებით „ლიდერობა ორგანიზაციაში − ეს ის არ არის, რაც ჩვენ გვგონია“ ადამიანების მენეჯმენტის ტრენერი და მენეჯმენტ კონსულტანტი დავით გოგიჩაიშვილი უძღებოდა. ღონისძიებას 200-მდე ადამიანი დაესწრო.
შეხვედრა ინტერაქციულ ფორმატში წარიმართა - მონაწილეების ინტერესებისა და საჭიროებების გათვალისწინებით, განსახილველი საკითხები წინასწარ შევსებული კითხვარის საფუძველზე შეირჩა. მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, სპიკერთან ერთად განეხილათ მათთვის აქტუალური საკითხები, დაესვათ კითხვები და საკუთარი გამოცდილება გაეზიარებინათ.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.