მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7271.2
-0.0043
flag
AZN 1.5743
-0.0007
flag
CNY 39.316
-0.0052
flag
EUR 3.1079
-0.0067
flag
GBP 3.5848
0.0089
flag
KZT 56.82
-0.0041
flag
TRY 0.0587
0
flag
USD 2.6758
-0.0016
news banner

საქართველოს ბანკმა Citi-სგან 45 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ფინანსური რესურსი მოიზიდა

news image

საქართველოს ბანკმა Citi-სთან ერთწლიანი, 45 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ვაჭრობის დაფინანსების ხელშეკრულება გააფორმა. ის Citi-სთან 2011 წელს გაფორმებული დოკუმენტის Continuing Agreement for Reimbursement of Trade Advances (“CARTA”) ნაწილია. ეს Citi-სა და საქართველოს ბანკს შორის ამ შეთანხმების ფარგლებში განხორციელებული მე-12 წარმატებული ტრანზაქციაა. ხელშეკრულების მიზანია, ბანკმა შექნას საუკეთესო ფინანსური ინსტრუმენტები ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით საქართველოში კორპორატიული, მცირე და საშუალო ზომის (SME) სექტორებისთვის.

„მოხარულები ვართ, რომ ვაგრძელებთ მჭიდრო პარტნიორობას Citi-სთან, რაც 45 მილიონი დოლარის სავაჭრო დაფინანსების გარიგებითაც გამოიხატება. ჩვენ თვალს ვადევნებთ ქართული ბიზნესის მზარდ მოთხოვნებს, განსაკუთრებით კორპორატიულ, მცირე და საშუალო ბიზნეს სექტორებში, და ვაკეთებთ ყველაფერს, რათა ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით მაღალი დონის ფინანსური სერვისები შევქმნათ და ბიზნესებს წარმატების მიღწევაში დავეხმაროთ.  ეს ტრანზაქცია ხაზს უსვამს ჩვენი შესაძლებლობების მიმართ საერთაშორისო პარტნიორების ნდობას. ჩვენთვის სასიხარულოა, რომ Citi-სთან თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობა გვაქვს. ჩვენ ერთობლივი ძალებით ვმუშაობთ ბიზნესების ზრდაზე ორიენტირებულ ინიციატივებზე როგორც ადგილობრივ, ისე გლობალურ დონეზე”, — განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.

„ჩვენ ძალიან ვაფასებთ იმ  მტკიცე პარტნიორობას, რომელიც საქართველოსა და კავკასიის წამყვან ფინანსურ ინსტიტუტთან, საქართველოს ბანკთან გვაქვს ჩამოყალიბებული. აღნიშნულ გარიგებას, ერთი მხრივ, წვლილი შეაქვს ჩვენი მომხმარებლების ზრდაში და მხარს უჭერს აქტივობებს ვაჭრობის დაფინანსების კუთხით, მეორე მხრივ კი, ადასტურებს Citi-ის უწყვეტ მხარდაჭერას ქვეყნისა და რეგიონისადმი”, — განაცხადა ემრე უმუტმა, Citi-ის სახაზინო და სავაჭრო გადაწყვეტილებების დეპარტამენტის ფინანსური ინსტიტუტების ხელმძღვანელმა ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონში.

 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image მარკეტინგული აქტივობების გაძლიერება და ბაზარზე აქტიური პოზიციონირება - როგორია AllGood-ის განვითარების სტრატეგია

20.05.2026.14:00

ჰიპერმარკეტების ქართული ქსელი „გუდვილი“ თავისი გამორჩეული ქეითერინგის მომსახურებით არის ცნობილი. წლების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილების საფუძველზე, კომპანიამ ორი წლის წინ ეს მიმართულება ცალკე ბრენდად ჩამოაყალიბა და დღეს ის მომხმარებლისთვის  AllGood-ის სახელით არის ცნობილი. მიმდინარე სიახლეებსა და სამომავლო გეგმებზე Business Insider Georgia-სთან კომპანიის დირექტორი, ქეთი მდივანი საუბრობს.

„ამ ეტაპზე ჩვენი მხრიდან საკმაოდ აქტიური მარკეტინგული კამპანიები მიმდინარეობს, რომლებიც უახლოეს პერიოდში უფრო აქტიურად გამოჩნდება. ასევე, ველოდებით რამდენიმე ახალ პროექტს, თუმცა მათი დასახელებისგან ამ ეტაპზე თავს შევიკავებ.

ზაფხულის სეზონი ტრადიციულად დატვირთული იქნება სხვადასხვა ღონისძიებებითა და პროექტებით.

სამომავლო გეგმებში შედის აღნიშნული მიმართულებები, ასევე კონცერტები და სხვა ივენთები. მასშტაბური პოზიციონირება ძალაში რჩება, თუმცა ამ ეტაპზე პრიორიტეტი მარკეტინგული აქტივობების გააქტიურებას ენიჭება“, - აცხადებს ქეთი მდივანი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა